კომპანიის ბრენდინგის პროცესში ფერების სწორად შერჩევას ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს . ამით ხაზს შენს იდენტურობას უსვამ.  რას ნიშნავს თითოეული ფერი და რას მოგვითხრობს ის კომპანიაზე?

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფერი პროდუქტის შერჩევისას მომხმარებლის 60-80 % ის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებს , რაც ნიშნავს, რომ ფერს შეუძლია გაყიდოს, ან პირიქით ხელი შეუშალოს პროქუტის გაყიდვას. ფერი პირველი კომპონენტია, რასაც ლოგოზე მომხმარებელი აღიქვამს. მისი არასწორად შერჩევა, პირიქით, უარყოფით გავლენას იქონიებს კომპანიაზე. წარმატებისთვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ფერი გამოკვეთილად ფიგურირებდეს კომპანიის ლოგოსა და პროდუქტზე.

ფერების ფერადი ფსიქოლოგია – კომპანიის ბრენდინგის პროცესში
კვლევების მეთოდოლოგია გულისხმობდა შესწავლილიყო და მომხდარირიყო მსოფლიოს წამყავნი და წარმატებული კომპანიების ლოგოების ანალიზი, შედეგად დადგინდა, რომ 33% ირჩევს ცისფერს, 29% წითელს,  28% შავს ან ნაცრისფერს ამჯობინებს, 13% ყვითელს ან ოქროსფერს.
ასევე დადგინდა, რომ კომპანიების 95% ერთ ან ორ ფერს იყენებს. 5 % ორზე მეტს. 41% მხოლოდ ტექსტით შემოიფარგლება, 9% კი საერთოდ არ გამოსახავს სახელწოდებას.
ფერებს ასეთი დიდი მნიშვნელობა მათი კატეგორიების გამო აქვთ. არსებობს თბილი და ცივი ფერები. თბილი ფერები უფრო მეტად ენერგიასთან, ცივი კი სიმშვიდესა და თავდაჯერებულობასთანაა დაკავშირებული.
ყველა ფერს საკუთარი კოდი გააჩნია და ამით, კონკრეტულ შეგრძნებებთან ასოცირდება.

წითელი ვნებასა და ინტუიციას აღვიძებს. ეს ფერი აძლიერებს და აჩქარებს გულისცემას. არის აგრესიული, ენერგიული, პროვოკაციული, იპყრობს ყურადღებას.

იასამნისფერი მისტიურ ფერად მიიჩნევა. მისი სიმდიდრე გამოხატავს ელეგანტურობასა და არისტოკრატულობას. არის არისტოკრატული, იდუმალი, ნოსტალიგური და სულიერი.

ყველაზე ხშირად ბრენდები ცისფერს ირჩევენ. ადამიანებისთვის მარტივი აღსაქმელია, ასოცირდება ცასთან და ოკეანესთან. აღიქმება როგორც სანდო, საიმედო, უსაფრთხო, გონივრული , პასუხისმგებლობის მქონე.

მწვანე სიმშვიდის, სისუფთავისა და ჯანმრთელობის სინონიმია. თუმცა, აქაცაა სხვაობა. მუქი მწვანე მოზღვავებასთან ასოცირდება, ღია კი სიშვიდესთან. ამ ფერის კოდია : სიმდიდრე, ჯანმრთელობა , პრესტიჟულობა და სიმშვიდე.

რამდენადაც ყვითელი ფერი ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედსა და ოპტიმიზს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტმულირებას . მისი კაშკაში განსაკუთრებულად ხელსაყრელია მომხარებლის თვალის მოსაჭრელად. ფერის კოდი : პოზიტიურობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია და კრეატიულობა.

სტაფილოსფერი არის სიცოცხლითსავსე და აღვიძებს სხავდასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარიანობასთან , სითამამესთან , ენერგიულობასა და მხიარულებასთან.

ყავისფერი ასოცირდება სიძლიერეს და სიმტკიცესთან. თუმცა, მისი გამოყენებისას სიფრთხიელა საჭირო, რადგან ადამინების უმეტესობისთვის ჭუჭყსა და ნაგავთან სოცირდება.

შავს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც სურთ ხაზი გაუსკვან კლასიკურობას. ეს ფერი განსაკუთრებით ძვირი პროდუქციის შემთხვევაში მუშაობს. ასოცირდება პრესტიჟთან , ღირებულებასა და დროის სიმცირესთან.

თეთრი ასოცრიდება სიწმინდესთან და სისუფთავესთან. ადამიანები ამ ფერს საქორწინო კაბასა და ექიმის ხალათს უკავშირებენ. ამის გამო თეთრი მომგებიანი ფერია ჯანრმთელობის დაცვისა და ბავშვებთან დაკავშირებულ ბიზნესის დროს. ასოცირდება დიდსულოვნებასა და კეთილსობილებასთან, სინაზესთან, სიწმინდესთან , სისუფთავესთან.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge