როდესაც ჩდება ვებ გვერდის დამზადების  მოთხოვნილება,  მთავარი აქცენტი კეთდება თანხაზე და დროზე. ეს ორივე მაჩვენებელი კი დამოკიდებულია  პროექტის მოცულობაზე. მის დასადგენად კი საჭიროა შემდეგი ეტაპების განსაზღვრა:

ნაბიჯი 1. სამიზნე აუდიტორიისა და რესურსის მიზნებზე ინფორმაციის შეგროვება

გამოვლენის და გამოკვლევის ფაზა

ამ ეტაპზე ხდება შემდეგი ნაბიჯების ფორმირება.  ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა– მიიღოთ  ზუსტი წარმოდგენა  მომავალ პლათფორმაზე , მის მომავალ მიზნებზე და სამიზნე აუდიტორიაზე.

სხვადასხვა რესურსები მომხმარებლებს განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობენ, ამიტომ მიზნებიდან გამომდინარე თქვენ უნდა  გამოიყენოთ  სხვადასხვა ტექნოლოგიები.

მსგავს გეგმას, რომელიც შედგენილია შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით  შეუძლია დაგიცვათ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. მაგალითად,როგორიცაა დიზინის ცვლილება ან ახალი  ფუნქციონალის დამატება.

საწყის  ეტაპზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, საიტის რუკის შექმნა.  Sitemap-მა უნდა აღწეროს ვებ რესურსის  შემადგენელი ელემენტების ურთიერთკავშირი.

მსგავსი ილუსტრაცია გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ გამოვიყენოთ საბოლოო პროდუქტი.  აქ ჩანს “ურთიერთობა” სხვადასხვა გვერდებს შორის , ამიტომ  კარგად ჩანს  რამდენად მარტივად შეძლებს მომხმარებელი მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.

საიტის რუკის შექმნის ზირითადი მიზეზი  მარტივად გამოსაყენებელი ვებ რესურსის  შექმნაა.

მართალია  Sitemap-ი  საშუალებას გაძლევთ  ვიზუალურად გაიაზროთ საიტის შიდა  სტრუქტურა, მაგრამ  ის არ აღწერს მომხმარებლის ინტერფეისს.

ნაბიჯი 3. დიზაინი: გვერდების განლაგება, განხილვა და დამტკიცება

პროექტირების დროს პროექტი იღებს  გარკვეულ, საბოლოო სახეს. ამ ეტაპზე მუშავდება ვიზუალური კონტენტი: ფოტოები და ვიდეო. კიდევ ერთხელ, ყველა ინფორმაცია, რომელიც პირველ ფაზაში შეგროვდა გადამწყვეტია.

დიზაინზე მუშაობისას არ უნდა დაგავიწყდეთ  სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნები.  საწყის ეტაპზე იხატება საიტის მთავარი გვერდი, რომლის შექმნის დროსაც დიზაინერი  ითვალისწინებს დამკვეთის მოთხოვნებს.

მთავარი გვერდის ფუნქციაა – დამკვეთმა სწორად აღიქვას  ვიზუალურად   ვებ რესურსი ( მთავარი გვერდი მოიცავს საიტის სტრუქტურას, ფერებს, ლოგოს)

მთავარი გვერდის დიზაინის ნახვის შემდეგ დამკვეთს შეუზლია ცვლილებების შეტანა .

ეს ციკლი უნდა განმეორდეს მანამ, სანამ დამკვეთის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

კარგია თუ კონტენტზე მუშაობას საიტის შექმნაზე ფიქრთან ერთად  დაიწყებთ, რადგან კონტენტი ძალიან დიდ როლს თამაშობს   საიტის საბოლოო სახის ფორმირებაში. . ამ ეტაპზე აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რისი თქმა  გსურთ თქვენი მომავალი აუდიტორიისთვის.

ნაბიჯი 4. კონტენტი

კარგია თუ კონტენტზე მუშაობას საიტის შექმნაზე ფიქრთან ერთად  დაიწყებთ, რადგან კონტენტი ძალიან დიდ როლს თამაშობს   საიტის საბოლოო სახის ფორმირებაში. . ამ ეტაპზე აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რისი თქმა  გსურთ თქვენი მომავალი აუდიტორიისთვის.

ნაბიჯი 5. საიტის ტექნიკური ამოცანა

ამ  ეტაპზე თქვენ უკვე იწყებთ ვებ-რესურსის შექმნას. წინა საფეხურებში შემუშავებული გრაფიკული ელემენტები გამოყენებული უნდა იქნას რეალური რესურსის შესაქმნელად.

ამ ეტაპზე იწერება ტექნიკური ამოცანა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საიტის უკლებლივ ყველა ფუნქცია.

ჩვეულებრივ თავიდან კეთდება მთავარი გვერდი, შემდეგ მიყვება სხვა ქვე გვერდები იერარქიული  თანმიმდევრობით.

ამ დროს ერთიანდება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა  ნაბიჯი.

დღეს ვერ შეხვდებით თანამედროვე საიტს, მართვის სისტემის (CMS) გარეშე. რადგან მნიშვნელოვანია, როგორც საიტის ვიზუალური მხარე ასევე მისი მარტივად და სწრაფად მართვის საშუალებაც. CMS – უნდა იყოს დახვეწილი, მარტივად სამართავი და მრავალფუნქციონალური.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საიტებისთვის, რომლებსაც აქვთ რთული, მრავალმხრივი სტრუქტურა და დიდი მოცულობის ინფორმაცია. ეს ეტაპი მოიცავს: მართვის სისტემასთან (CMS) ინტეგრაციას, პროგრამირებას, სერვერის კონფიგურაციას, პროექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ხარისხის კონტროლს.

ასევე მნიშვნელოვანია დაიწყოთ  SEO-ზე მუშაობა – ეს არის რესურსი ელემენტების ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მაღალი რანგის მოპოვებას საძიებო სისტემებში.

ნაბიჯი6. ტესტირება, განხილვა და გაშვება

ტესტირება– პროცესის რუტინული ნაწილი.

უნდა მოხდეს საიტის სრული ტესტირება შემოწმდეს ყველა დეტალი და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.

ნაბიჯი 7. ტექნიკური მომსახურება: აზრის მონიტორინგი და რეგულარული განახლებები

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თქვენი საიტი უფრო არის სერვისი, ვიდრე პროდუქტი.  თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს  ნორმალურად და რომ ყველა მხარე არის მიღებული შედეგით კმაყოფილი. ასევე მზად უნდა იყოთ  იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ სხვადასხვა სახის ცვლილებები.

როგორ შევქმნათ საიტი სწორად ?  დაიმახსოვრეთ: პროექტი არ იწყება  საიტის აწყობით  და არ  მთავრდება დასრულებული პროექტის გაშვებით. მომზადების ფაზა გავლენას ახდენს ყველა შემდგომ ნაბიჯზე და განსაზღვრავს, თუ როგორი პროდუქტიული  იქნება განვითარების პროცესი. სამიზნე აუდიტორიის შორსმჭვრეტელი და ღრმა ანალიზი შეიძლება იყოს წარმატების გასაღები. პროექტის გაშვების შემდეგი პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია. რესურსი უნდა იყოს მოქნილი და მარტივად ადაპტირებადი, იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მასში ცვლილებების  შეტანა  მომხმარებელთა  გამოხმაურებების შესაბამისად. ვებ ტექნოლოგიები  სწრაფად ვითარდება ამიტომ თქვენც სწრაფადვე უნდა შეძლოთ ცვლილებებზე რეაგირება…

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge