თქვენ არ  გექნებათ პირველადი შთაბეჭდილების  მოხდენის მეორე შანსი. თქვენ ვერ შეძლებთ  საიტის ვიზიტორის პირველადი შთაბეჭდილების შეცვლას. საიტის მთავარი გვერდი – ეს არის შესაძლებლობა  გაეცნოთ თქვენ  პოტენციურ მომხმარებლებს  აჩვენოთ მათ თუ რას სთავაზობთ და თუ რაში ჯობიხართ კონკურენტებს.

 საიტის მთავარი  გვერდი  ასრულებს რამდენიმე ძირითად ამოცანას:

  • საინფორმაციო- მომხმარებელს  საშუალებას აძლევს  გაიგოს  სად მოხვდა  – რითი არის დაკავებული კომპანია და რას სთავაზობთ ის;
  • სანავიგაციო – მენიუს, ნავიგაციისა და აქტიური ღილაკების გამოყენებით მომხმარებელს შეუძლიათ ადვილად გადაადგილდნენ  მათთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად.  ეს საიტს   ვიზიტორებისთვის უფრო მარტივს და გასაგებს ხდის;
  • გაყიდვადი – ზრდის კომპანიის სანდოობას მისი  უპირატესობების  დემონსტრირებით და  საკუთარი მომსახურების და  პროდუქციის რეკლამირებით;
  • საკონიმუკაციო – საშუალებას გაძლევთ  იურთიერთოთ მომხმარებლებთან  ინტეგრირებული  სოციალური ქსელების  და  ონლაინ დახმარების მეშვეობით.

ერთადერთი, რაც მთავარ გვერდს განასხვავებს  landing page – სგან  არის  კონტენტის უფრო დიდი რაოდენობა   და  ფუნქციონალი.

რა უნდა ნახოს მომხმარებელმა  მთავარ გვერდზე შემოსვლისას  პირველი?

თქვენი პოტენციური  მომხარებელი ხვდება საიტის მთავარ გვერდზე. თქვენ გაქვთ  10 წამი  მის დასაინტერესებლად  და მის სხვა გვერდებზე გადასაყვანად. როგორ გავაკეთოთ ეს? სწორედ მიაწოდეთ ინფორმაცია  და  გაეცით სწორი პასუხები   კითხვებზე,   რომელიც მათ გაუჩნდებათ.

ვინ ხართ?

vv

მიეცით თქვენ მომხმარებელს  გარკვეული და გამართული პასუხი იმის შესახებ თუ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ – გააგებინეთ თქვენი სახელი.  არ აიძულოთ თქვენ პოტენციურ მომხმარებლებს  მოიარონ მთელი საიტი ამ კითხვაზე  პასუხის  მისაღებად.  გაითვალისწინეთ, რომ  ძიებაში დროს 100-დან  მხოლოდ   1- ვიზიტორი დახარჯავს.  ამიტომ  კომპანიის სახელი და ლოგო  უნდა იყოს განთავსებული  საიტის  ყველაზე  შესამჩნევ ადგილას (შუაში ან  მარცხენა ზედა კუთხეში).

ეს მოთხოვნა ყველა  საიტისთვის ერთია მიუხედავად მათი მიზნებისა. საინფორმაციო პორტალზეც კი უნდა  მიეთითოს მისი სახელი.

 

რას საქმიანობს თქვენი კომპანია?

ddd

არ გინდათ ინტრიგის შექმნა, პირდაპირ თქვით ვინ ხართ და რას საქმიანობთ.  ვიზიტორი მომენტალურად უნდა მიხვდეს რა საიტზე მოხვდა და  აქედან გამომდინარე გადაწყვიტოს რა უნდა იყოს მისი შემდეგი ქმედება.

არ აქვს მნიშვნელობა  ყიდით მომსახურებას თუ პროდუქციას – უთხარით მომხმარებლებს ამის შესახებ პირდაპირ.  საკუთარი საქმიანობის შესახებ მოყოლა  სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი, უმეტესწილად ეს არის   ბანერზე განთავსებული  კომპანიის  საქმიანობის მოკლე აღწერა.  ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია,  მთავარია  ინფორმაცია  იყოს ადვილად საპოვნელი და  გასაგები.
რას მთავაზობენ?

ცც

ამ კითხვაზე პასუხი მომხმარბელს უნდა გაეცეს საიტზე შემოსვლისთანავე.  არ  აქვს მნიშვნელობა   საიტის სიდიდეს ეს ინფორმაცია ვიზიტორმა საიტზე შესვლისთანავე უნდა მიიღონ.  თუ თქვენ გაქვთ ინტერნეტ მაღაზია,  მაშინ განათავსეთ  თქვენი პროდუქციის ნაწილი მთავარ გვერდზე. ადამიანების უმრავლესობას პროდუქციის ვიზუალურად დანახვის შემდეგ  უჩნდება კითხვა მის ფასთან დაკავშირებით, ამიტომ კარგი იქნება თუ მას ფასსაც აჩვენებთ.

სს

ესევე არ უნდა დაგვავიწყდეს საიტზე  ნავიგაციის  სიმარტივე.  თუ თქვენი საიტი დიდია მაშინ  ყურადღება უნდა მიაქციოთ  ნავიგაციის სიმარტივეს, რათა  ვიზიტორებს არ გაუჭირდეთ  საიტზე სასურველი ინფორმაციის მოძებნა.

რატომ უნდა გენდოთ?

Coca-Cola-ის ლოგოს დანახვისას  მომხმარებელმა უკვე იცის, რომ მის წინაშე არის ცნობილი, დროთი გამოცდილი კომპანია, რომელიც აწარმოებს უგემრიელეს სასმელებს და პროდუქტებს. მაგრამ, როცა თქვენი ბრენდი ჯერ  არ იწვევს მსგავს ეფექტს, მაშინ  თქვენ უნდა  შეუქმნათ  ისეთი პირობები, რომელიც ბრენდის მიმართ ნდობას გაძლიერებს ამაში კი დაგეხმარებათ – ბლოკები,რომლებშიც განთავსებული იქნება   სხვადასხვა სახის ინფორმაცია,  რომელიც ხაზს გაუსვამს   თქვენ უპირატესობებს.

დდ

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს  გაუჩნდეს გრძნობა იმის, რომ მათ წინ სანდო კომპანიაა, რომელიც  თავის  სამუშაოს ხარისხიანად და პასუხისმგებლობით ასრულებს.  კომპანია,რომელსაც შეუძლია ენდოს, ამიტომ ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც  გაამყარებს კომპანიის მიმართ ნდობას ვიზიტორებს მთავარ გვერდზე უნდა დახვდეს.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge