დევიდ ოგილვი, ალბათ ყველა დროის  ყველაზე ცნობილი  მარკეტოლოგი და კოპირაითერია. მან იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო საუკეთესო თავის საქმეში. ის შთააგონებდა თანამშრომლებს  და იწვევდა პატივისცემას კონკურენტებში.

გთავაზობთ  დევიდ ოგილვის 5 მარკეტინგულ რჩევას, რომელთა გამოყენებითაც თქვენ შეძლებთ  გაიუმჯობესოთ  მარკეტინგული სტრატეგია.

1.საუკეთესო იდეები იბადება ხუმრობიდან — ამიტომ, იფიქრეთ მაქსიმალურად პოზიტიურად  და  ისწავლეთ სიცილი

Image result for ideas

შესაძლოა ეს მოსაზრება  ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ  შემოქმედებითი ადამიანი უნდა იყოს მხიარული  და ცოტა უდარდელიც —  მუდმივი ყურადღება  უარყოფით ასპექტებზე ბლოკავს ფანტაზიას.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რამე გაწუხებთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაქრა —  თქვენ უბრალოდ უნდა ისწავლოთ  პოზიტიურ ტალღაზე გადართვა.  მაგალითად, ბლოგისთვის სტატიის დაწერამდე  თქვენ შეგიძლიათ   15-20 წუთი დაუთმოთ იმ წიგნს ან ფილმს, რომელიც თქვენში დადებით  ემოციებს  იწვევს.

2. შენაძენის გაკეთების სურვილი  ჩნდება  რეკლამის  შინაარსიდან გამომდინარე   და არა მისი ფორმის მიხედვით

ნათლად წარმოიდგინეთ მიზანი, რომელსაც  უნდა მისდიოს თქვენმა  სარეკლამო კამპანიამ  და გახსოვდეთ — ფორმას არ აქვს მნიშვნელობა.  თუმცა  ეს არ ნიშნავს იმას, რომ   თქვენ უნდა შექმნათ მხოლოდ ტექსტები და შეთავაზებები . როგორც არ უნდა გვიყვარდეს სიტყვები, ხანდახან ისინი  უნდა ჩანაცვლდეს  ხარისხიანი გამოსახულებით.

3. არ აქვს მნიშვნელობა რას ეუბნებით მომხმარებლებს, უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორ ამბობთ ამას

Image result for Communicate with customers

ნებისმიერმა მარკეტოლოგმა კარგად უნდა იცოდეს საკუთარი  სამიზნე აუდიტორია  და  უნდა შეეძლოს მათგან   მოსალოდნელი ქმედებების წარმოდგენა. თუ თქვენ გესმით, რა გინდათ   გარკვეული პრობლემებისა და საჭიროებების მქონე  ადამიანებისგან, მაშინ  ადვილად მიხვდებით  რა უთხრათ მათ  და ამასთანავე როგორ თქვათ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად.

გახსოვდეთ, რომ  კარგ მწერალსა და კარგ  კოპირაითერს  შორის  არც ისე დიდი განსხვავებაა: ორივე მათგანს აქვს სათქმელი და  ორივე მათგანი ყველაფერს მაქსიმალურად გასაგებად ამბობს.

4. არ  შეიძლება კარგი ტექსტის დაწერა, პროდუქციის ხარისხიანობაში  დარწმუნების გარეშე 

სიტყვები გადმოსცემენ ემოციებს. თქვენი აუდიტორია იგრძნობს იმას, რასაც თქვენ გრძნობდით ტექსტის წერის დროს . თუ თქვენ არ აფასებთ პროდუქტს და  არ გჯერათ იმის რასაც წერთ მაშინ თქვენც არავინ დაგიჯერებთ.

5. არაა სავალდებულო რეკლამა რეკალმას ჰგავდეს  — მისი ჩვეულებრივ საგაზეთო სტატიად შეფუთვით, თქვენ მიიზიდავთ  50%-ით  უფრო მეტ მკითხველს

ჩვენ რეკლამასთან ყოველდღე გვაქვს შეხება: ყოველ წუთას ინტერნეტში, ტრანსპორტში, ტელევიზორში და რადიოში.თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა აიგნორებს რეკლამებს, ამის დასტურია ” ბანერული სიბრმავის” ფენომენი.

კონტენტ-მარკეტოლოგების  ამოცანას წარმოადგენს  ისეთი მატერიალის შექმნა,  რომელიც გაყიდის და ამავდროულად იქნება სასარგებლოც. ეს არცისე მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტურია — მაშინ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ.

და ბოლოს

დევიდ ოგილვის  ციტატები და წიგნები  კარგია იმით რომ, მათი გადაკითხვა  ბევრჯერ შეგიძლიათ და მიუხედავად ამისა ყოველი წაკითხვისას რამე ახალს და საინტერესოს აღმოაჩენთ.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge