დიზაინის პრინციპები — ეს არის უნივერსალური იდეები, რომელთა საშუალებითაც  დიზაინერები ცდილობენ  შექმნან ეფექტური და დამაჯერებელი  კომპოზიციები — იქნება ეს  საიტის დიზაინი, ლოგო, პოსტერი თუ სხვა. დიზაინის ფუნდამენტალურ  პრინციპებს მიეკუთვნება: ბალანსი, კონტრასტი, დომინაცია, იერარქია, პროპორციები და სტილის ერთიანობა.

ბალანსი
Основные принципы создания гармоничной композиции в дизайнеОсновные принципы создания гармоничной композиции в дизайне

 

ბალანსზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ იქნებიან განთავსებული კომპოზიციის  ფიგურები სივრცეში და ის თუ რა წონა ექნებათ მათ.  ეს შეიძლება მიღწეულ იქნას შემდეგი მეთოდების მეშვეობით:

  • სიმეტრია (ფორმალური ბალანსი): როდესაც ობიექტები სივრცეში  თანაბრადაა  განთავსებული ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ღერძზე. თუ ობიექტი განთავსებულია ცენტრის გარშემო, ეს  რადიალური სიმეტრიაა.
  • ასიმეტრია (არაფორმალური ბალანსი): როდესაც ობიექტები სივრცეში  არათანაბრადაა  განთავსებული ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ღერძზე. ძირითადად ასიმეტრიის დროს აქცენტი კეთდება  კომპოზიციის ერთ მხარეზე ან ელემენტზე.

კონტრასტი

Основные принципы создания гармоничной композиции в дизайнеОсновные принципы создания гармоничной композиции в дизайне

 

კონტრასტი— ეს არის  საწინააღმდეგო ელემენტების კომპოზიციის ურთიერთქმედება, ისეთის როგორიცაა : ფერი, ფორმა, ზომა, ტექსტურა, სივრცე  და ა.შ.  კონტრასტის მაგალითები: დიდი და პატარა, უხეში და გლუვი, სქელი და წვრილი, შავი და თეთრი.

უარყოფითი სივრცე, რომელიც აღნიშნავს ცარიელ ადგილს კონტრასტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი მეშვეობით  თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ   კომპოზიციის  ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. ამასთანავე ის დიზაინს  ექსკლუზიურ და მინიმალისტურ იერს სძენს.

დომინირება

Image result for Design Principles Dominance

დომინირების პრინციპის თანახმად აქცენტი უნდა გაკეთდეს კომპოზიციის რომელიმე ელემენტზე ან ელემენტებზე. ძირითადად ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ზომები, ფონტები და ფერები (კონტრასტული ფერები). დიზაინში გამოყოფენ 3 სახის დომინირებას:

  • დომინანტური — ობიექტი, რომელზეც ყველაზე  მეტად ხდება  ფოკუსირება. ის როგორც წესი კომპოზიციის წინა პლანზეა.
  • სუბდომინანტური — კომპოზიციის მეორეხარისხოვანი ელემენტი, რომელიც კომპოზიციის ცენტრშია განთავსებული.
  • დაქვემდებარებული —ყველაზე ნაკლებად აქცენტირებული ობიექტი, ის განთავსებულია უკანა პლანზე.

საინტერესო ფაქტი: ვიზუალური ცენტრი — ეს არის წერტილი, რომელზეც ადამიანი დიზაინის დათვალიერებისას ფოკუსირდება. ის მდებარეობს  კომპოზიციის ფაქტიური ცენტრის მაღლა და მარჯვნივ.

მოძრაობა

Image result for Design Principles Movement

მოძრაობა — ეს არის ვიზუალური გზა, რომელსაც ადამიანი  კომპოზიციის ყურებისას გადის. მოძრაობის პრინციპის დაცვით თქვენ შეძლებთ გახადოთ  თქვენი დიზაინი დამაფიქრებელი,  მიმზიდველი და საინტერესო. ამაში კი დაგეხმარებათ ისეთი ელემენტები, როგორიცაა ხაზები, ფერები და ფორმები.

პროპორცია ან მასშტაბი
Основные принципы создания гармоничной композиции в дизайне
Основные принципы создания гармоничной композиции в дизайне

პროპორცია პასუხისმგებელია  კომპოზიციის ელემენტების ვიზუალურ  წონაზე და  ზომებზე, ასევე იმაზე თუ  როგორ უკავშირდებიან ეს ელემენტები ერთმანეთს.  ამ პრინციპს კიდევ მასშტაბსაც უწოდებენ.

სხვადასხვა ზომის  ობიექტების  ერთობლიობა  გაძლევთ საშუალებას  შექმნათ კომპოზიციაში ფოკუსირების  წერტილი. გარდა ამისა  სხვადასხვა  ზომის ელემენტების გამოყენებით თქვენ  შეგიძლიათ  აჩვენოთ ნებისმიერი ელემენტის  მნიშვნელობა.

ერთიანობა

ბევრი თვლის,რომ  ვიზუალური ერთიანობა დიზაინის მთავარი მიზანია, მაგრამ ამ მოსაზრებას  ბევრი პროფესიონალი არ იზიარებს.  ერთიანობა ან  ჰარმონია,  გულისხმობს ინდივიდუალური ელემენტების თანმიმდევრულობას –  მთლიანობაში.

ერთობა მოიცავს შემდეგ  პრინციპებს:

  • გასწორება — როდესაც ობიექტები განლაგებულია კონკრეტულ ღერძზე ან სიბრტყეზე;
  • გაგრძელება — როდესაც ხაზი ფართოვდება ;
  • პერსპექტივა — როდესაც ელემენტები განლაგებულია  ერთმანეთისგან დაშორებით;
  • სიახლოვე — როდესაც ობიექტები ერთმანეთთან ახლოს არიან განთავსებულები;
  • გამეორება— როდესაც დეტალები  რამდენჯერმე მეორდება;
  • რითმი —როდესაც ობიექტები მეორდება მცირე ცვლილებებით.
Единство

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის პრინციპები უნივერსალურსალურია, დიზაინის  სხვადასხვა ტექნიკიდან გამომდინარე მათი ინტერპრიტირება  სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge