აიღეთ ლექსიკონი, აარჩიეთ   სიტყვა  და მოიფიქრეთ  მისი შესაბამისი  ასოციაციები  – რაც შეიძლება ბევრი.  მაგალითად სიტყვა «მწვანე». ასოციაციები, რომელსაც ის იწვევს: «ბალახი», «მინდორი», «ტყე», «კიტრი», «საზამთრო», «ფული»…

2. მოულოდნელი კავშირები

კვლავ აიღეთ ლექსიკონი  და შეარჩიეთ ორი სიტყვა.  მაგალითად — «ავტომატი» და  «სტაფილო». მოიფიქეთ 3 განსხვავება,  3 მსგავსება  და ასევე  შეადგინეთ ამ სიტყვების გამოყენებით  რამდენიმე წინადადება.

მაგალითად:  განსხვავება — ზომა, გამოყენების მეთოდი, სტაფილოს გაზრდა შეიძლება, ავტომატის არა. მსგავსება — ორივეს ხელში დაჭერაა შესაძლებელი, ავტომატის ლულა გავს სტაფილოს და ავტომატის მჭიდი და   სტაფილო ერთი ფერისაა.

წინადადება: «ბიჭი მინდორში ბანკებს ავტომატიდან  ესროდა, როდესაც შემთხვევით  სტაფილოს მოსაპარად მისული ბაჭია დაინახა».

3. გამოყენების არასტანდარტული მეთოდები

მოიფიქრეთ ჩვეულებრივი ნივთის უჩვეულო  ფორმით გამოყენების მეთოდი. მაგალითად რისი გაკეთება შეიძლება ფანქრით : ფურცლის დახვევა, რამეს მორევა,  თმების დამაგრება.

4. დუმილის საათი

ერთი საათის განმავლობაში ყველა დასმულ კითხვაზე გაეცი  პასუხი – კი ან არა. სხვა სიტყვების გამოყენება აკრძალულია.

5. ორი ერთში

აიღეთ ორი ნივთი და დაფიქრდით როგორ შეიძლება მათი ერთად გამოყენება.  მაგალითად  ბანანი + ჩანთა = ბანანის ფორმის ჩანთა.

6. 100 სიტყვიანი ამბავი

უნდა შეადგინოთ 100 სიტყვიანი ამბავი. არცერთი სიტყვით ნაკლები ან მეტი. დავალების გასართულებლად სიტყების რაოდენობის შემცირება შეგიძლიათ 75-მდე ან  50-ამდე. ამასთანავე  ამბავს უნდა ჰქონდეს  დასაწყისი, განვითარება და დასასრული.

საკუთარი ენის შექმნა: ანბანი, სიტყვები და გამოთქმის მანერა.  ეს დაგეხმარებათ ფანტაზიის განვითარებაში.

8. ბიოგრაფია

როდესაც  საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებთ  არ დახარჯოთ დრო უქმად.  შეხედეთ თქვენს ახლოს მდგომ ადამიანს და დაფიქრდით ვინ შეიძლება იყოს ის, აქაური თუ ჩამოსული,  რას საქმიანობს, რა არის მისი ცხოვრების ისტორია.

9. 100 იდეა

წარმოიდგინეთ,რომ თქვენ მოქცეს 1 წლიანი შვებულება .  რას გააკეთებთ მთელი 12 თვე ?  კარგად დაფიქრდით და  დაწერეთ 100 იდეა – როგორ გაატარებთ დროს.

10. დრუდლების  გამოცნობა 

დრუდლი ეს არის დაუსრულებელი ნახატი, რომლის ინტერპრეტაციაც მრავალნაირად შეიძლება. ერთმა ადამიანმა შეიძლება დაინახოს გველი მეორემ მთის ქედები.

თქვენ უკვე ნათამაშები გექნებათ ეს თამაში. ერთი მოთამაშე ასახელებს სიტყვას მეორემ კი უნდა მოიფიქროს მეორე სიტყვა, რომელიც პირველი სიტყვის ბოლო ასოზე უნდა მთავრდებოდეს. თამაშის გასართულებლად თქვენ შეგიძლიათ შემოიღოთ დამატებითი შეზღუდვები, მაგალითად ნათქვამი ნივთები არ უნდა იყოს ავტომობილზე დიდი.

12. ქამელეონი

აიღეთ რამე მოსაზრება და მოიფიქრეთ არგუმენტები, როგორც მის სასარგებლოდ ასევე მის საწინააღმდეგოდ

მაგალითად: «უცხოპლანეტელები არ არსებობენ».

საწინააღმდეგო  არგუმენტი: ისინი არავის  უნახავს; სხვა პლანეტები სიცოცხლისთვის უვარგისია.

სასარგებლო არგუმენტი: ზოგიერთი  ამტკიცებს, რომ ისინი ნახა; მეცნიერებმა იპოვეს  რამდენიმე პლანეტა, სადაც შეიძლება არსებობდეს  სიცოცხლე.

დაწერეთ მოთხრობა უცნაურ თემებზე:

  • მადუღარას ცხოვრება  1912 წელს;
  • კომბლეს ბავშვობა;
  • თმის ბანინით შეღებვის 3 საუკეთესო საშუალება ისე, რომ არ დაისვაროთ.

ეს დავალება ცოტა სულელურია, მაგრამ ის ანვითარებს ფანტაზიას.

14. პოეტი

აიღეთ რაიმე ლექსის ერთი რომელიმე  ხაზი და თავად გააგრძელეთ – შექმენით თქვენი ლექსი.

15. როლი

ფილმის ყურებისას წარმოიდგინეთ თავი მთავარი გმირის ადგილას. როგორ მოიქცეოდით თქვენ მის ადგილას? როგორ გადაწყვეტდით მის პრობლემებს უკეთ?

16. არარეალურია რეალურია

რა მოხდებოდა პინგვინს,რომ ჩლიქები ჰქონოდა? თუთიყუშს კი — კბილები?

მოიფიქრეთ 10  უჩვეულო ცხოველი  და წარმოიდგინეთ  როგორ იცხოვრებდნენ ისინი სინამდვილეში, რომ არსებობდნენ?

17. ერთი ასო 

შეადგინეთ წინადადება, რომელშიც ყველა სიტყვა ერთიდაიგივე ასოთი  დაიწყება. მაგალითად: «საღამოს სასეირნოდ სიარული სასიამოვნოა». აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი წინადადების შედგენაა.

ამ დავალების შესრულება მეგობრებთან ერთადაა საჭირო. ერთმა ადამიანმა დახატოს რამე ფიგურა- მეორემ  დაუხატოს რამდენიმე დეტალი, ხოლო მესამემ დაასრულოს ნახატი.

19. ახალი სიტყვა

მოიფიქრეთ ახალი სიტყვა და მისი მნიშვნელობა. მაგალითად, «ძუნწალგინი» — სიძუნწის საწინააღმდეგო პრეპარატი.

როდესაც თქვენ წააწყდებით რამე პრობლემას არ მოიფიქროთ მისი გადაჭრის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა. მოიფიქრეთ სახვადასხვა ვარიანტები . ამით თქვენ განავითარებთ კრეატიულ აზროვნებას და თან იპოვით პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ ვარიანტს.

21. გიჟი  არქიტექტორი

დაწერეთ 10 ნებისმიერი  ელემენტი. ქალაქები, გვარები, ნივთები, დასახელებები- არამატერიალური ობიექტების გამოყენება არ შეიძლება.

მაგალითი: ბორბალი, სპილო, ფული, პლანშეტი,ლეოპარდი, მანქანა, ლოგინი, ეტლი.

შემდეგ დახატეთ შენობა, რომელშიც ყველა ეს ნივთი იქნება.

როგორ შევასრულოთ ეს დავალებები

ამ დავალებების ეფექტურობის ასამაღლებლად:

  1. ივარჯიშეთ  ყოველდღე.
  2. შეასრულეთ დღეში მინიმუმ ერთი დავალება.
  3. დაუტმეთ  დავალებების შესრულებას 10-15 წუთი მაინც.

თუ თქვენ  შეასრულებთ  ამ დავალებებს  რამდენიმე კვირაში მიხვდებით, რომ თქვენ  უფრო შემოქმედებითად , კრეატიულად აზროვნებთ.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო: www.lemons.ge