1998 წელს შეიქმნა  Google , რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქციას, რომელსაც PageRank ეწოდება. 

უკვე დიდი ხანია რაც  Google -ის ალგორითმი  საიტებს  ჰყოფს ორად ხარისხიანად და უხარისხოდ. დაბალი ხარისხის  საიტები  საძიებო სისტემებში   დაბალ პოზიციებს  იკავებენ.

რა ფაქტორებს  ანიჭებს უპირატესობას  Google?  როგორ  წყვეტს  სისტემა, რომ თქვენი საიტი არ არის ხარისხიანი? შეიძლება თუ არა ამ ფაქტორის დამოუკიდებლად გაგება? არსებობს გარკვეული ჩამონათვალი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საიტის ანალიზში. თქვენ ნახავთ უამრავ ფაქტორს: დაწყებული საიტის ჩატვირთვის სიჩქარით  და დამთავრებული ტექსტებში დაშვებული  ორთოგრაფიული შეცდომებით.

რა არის ხარისხი  Google-ს  თვალსაზრისით ?

Google -ის სისტემას აქვს საკუთარი  შეფასება  იმის შესახებ  თუ რომელი საიტი არის  ხარისხიანი და რომელი არა. ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს  საიტის ხარისხსს  საკმაოდ აშკარა და გასაგებია, ხოლო ზოგი   შიძლება უცნაურიც კი გეჩვენოთ:

  • Google-სთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უნიკალურ კონტენტს;
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტენტი მომხმარებლებისთვისაც ფასეული იყოს — არ არის საკმარისი უბრალოდ სხვა სიტყვებით დაწეროთ  ის რაც სხვა საიტზე წერია;
  • ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს  შიდა ლინკებს;
  • გვერდის შემადგენლობა  ზუსტად უნდა პასუხობდეს  მომხმარებლების მოთხოვნებს.

ბოლო პუნქტი ყველაზე საინტერესოა. მაგალითად,  თუ მომხმარებლი ძიების შედეგად  რეკომენდირებულ საიტზე შედის და მხოლოდ ერთი საიტით ღებულობს საჭირო ინფორმაციას და არ გადადის სხვა შეთავაზებულ ვებ გვერდებზე  Google -ს ალგორითმი მსგავს საიტს ხარისხიანად აღიქვამს.

ხოლო თუ მომხმარებელი  საძიებო სისტემის მიერ რეკომენდირებულ საიტიდან ერთ-ერთზე შესვლის შედეგად  მას მალევე ტოვებს და ძიების სხვა შედეგებზე  გადადის  მაშინ   Google-ს ალგორითმისთვის ეს საიტი არა  რელევანტურია  და ავტომატურად უხარისხოა.  თუ ეს ფაქტი ხშირად განმეორდება (pogo-sticking ეფექტი), უმეტეს შემთხვევაში ესეთი საიტი მოხვდება საძიებო  სისტემის ბოლოში.

არსებობს სხვა ფაქტორებიც: 

  • საიტის ჩატვირთვის სიჩქარე;
  • მომხმარებლებს საიტზე  ნებისმიერი მოწყობილობით შესვლა უნდა შეეძლოთ;
  • ტექსტები არ უნდა შეიცავდნენ გრამატიკულ შეცდომებს. ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ  საიტები, რომლებიც მსგავს შეცდომებს შეიცავენ საძიებო სისტემაში უფრო დაბალ საფეხურებზე არიან;
  • არა-ტექსტურ ელემენტებს უნდა ჰქონდეთ ტექსტური ალტერნატივა. მაგალითად ვიდეოს უნდა დაერთოს სკრიპტი;
  • საიტის ყველა ელემენტი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს;
  • საიტზე  უნდა იყოს ლინკები დამატებითი რესურსებისთვის, სადაც მომხარებელი უფრო დაწვრილებით შეძლებს  ინფორმაციის შესწავლას.

ეს არ არის ყველა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს საიტის პოზიციაზე. თუმცა, ეს არის ძირითადი პუნქტები, რომლის მეშვეობითაც Google განსაზღვრავს კონტენტის ხარისხს.

როგორ გავარკვიოთ დამოუკიდებლად ხარისხიანია თუ არა საიტი?

არსებობს გარკვეული ალგორითმი რომელსაც მარკეტოლოგები და  SEO-ოპტიმიზაციის სპეციალისტები იყენებენ. თუმცა არ ღირს ყურადღების განძაფრება შემდეგ პარამეტრებზე:

  • დრო საიტზე;
  • Bounce rate- მა მომხმარებელთა რაოდენობის თანაფარდობა, რომლებმაც საიტი ან  შესვლისთანავე დატოვეს ან არ ნახეს ერთი გვერდის მეტი;
  • ორგანული ტრაფიკი;
  • ასოცირებული კონვერსიები- ვიზიტები, რომელმაც გამოიწვია კონვერტაცია.

არ ღირს ამ ფაქტორების გათვალისწინება, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მომხმარებელმა უბრალოდ  ვერ იპოვა მისთვის საჭირო გვერდი.  ესეთი მომხმარებელი უმრავლეს შემთხვევაში  უბრუნდება ძიების რეზულტატებს და გადადის სხვა საიტზე.

Bounce rate— არ  არის ძალიან ინფორმაციული პარამეტრი.  ეს კოეფიციენტი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი თუ მომხმარებელი  მომენტალურად იღებს  პასუხს თავის კითხვაზე.

იგივე ეხება ორგანულ ტრაფიკსაც, რადგან უხარისხო საიტსაც შეუძლია საკმაოდ დიდი მსგავსი ტრაფიკის მიზიდვა.

ასოცირებული კონვერტაცია- კიდევ ერთი არაინფორმაციული მაჩვენებელი. საიტი შეიძლება არ აკონვერტირებდეს   მომხმარებლებს, მაგრამ ეს არ არის მისი დაბალი ხარისხის მაჩვენებელი.

პირველადი ნაბიჯები

ქვევით წარმოდგენილია  პარამეტრები,  რომლებიც დაგეხმარებათ  საიტის გაანალიზებაში და იმის გარკვევაში თუ რამდენად  ხარისხიანად მიიჩნევს  Google ალგორითმი მას.

1. პარამეტრების კომბინაცია, რომელიც გიჩვენებთ მომხმარებლების ჩართულობას:

  • ვიზიტების რაოდენობა;
  • შიდა და გარე ლინკები;
  • ერთი ვიზიტის დროს ნანახი გვერდების რაოდენობა.  თუ მომხმარებელი პირველი  გვერდის ვიზიტისას იწყებს საიტის თვალიერებას, ეს კარგის ნიშანია, მაგრამ თუ ეს ასე არ ხდება, არ ღირს ნაადრევი დასკვნების გამოტანა. ეს მაჩვენებელი უნდა განიხილოთ საიტზე გატარებული დროის მაჩვენებელთან, Bounce rate და მნახველების რაოდენობასთან ერთად.

2. პარამეტრები, რომლებიც , პირდაპირ არ ეხება თქვენ საიტს:

  • შიდა ბმულების რაოდენობა;
  • ბმულების რაოდენობა directory კატალოგში;
  • სოციალურ ქსელებში მოხსენიება.

3. საძიებო სისიტემის მეტრიკები:

  • უნდა შეამოწმოთ არის თუ არა   თქვენი საიტი  ინდექსირებული. ამისთვის საკმარისია  შეიყვანოთ საიტის მისამართი საძიებო სისტემის ველში;
  • მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ შეამოწმოთ  ინდექსირდება თუ არა სათაურები;
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ  click-through rate- მაჩვენებელი.

4. შეამოწმეთ თქვენი საიტის  ქვედა განყოფილებები და სუბდომეინი-გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • არის თუ  არა ამ გვერდებზე არსებული კონტენტი აქტუალური?
  • შეესაბამება თუ არა შინაარსის ორგანიზება  მიღებულ პარამეტრებს?
  • ატარებს თუ არა ამ გვერდების შემადგენლობა მომხმარებლებისთვის ფასეულობას?

შემდეგ  უნდა დაყოთ საიტის  გვერდები სამ კატეგორიად. ეს ადვილი გასაკეთებელია, ყველა URL-ს ექსპორტირებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Screaming Frog ან  DeepCrawl ინსტრუმენტები. მათი მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ  URL-ს სიები  თქვენთვის საჭირო მეტრიკებით. ზემოთ ნახსენები მეტრიკების გამოყენებისას, აუციებლად უნდა დაყოთ გვერდები   სამ ჯგუფად:

  1. მაღალი მნიშვნელობის. ამ ჯგუფში  იქნება ხარისხიანი კონტენტის მქონე გვერდები. ამ ჯგუფში არანაირი ცვლილებები არ ხორციელდება.
  2. საჭიროებს დამუშავებას. ეს არის საკმაოდ ხარისხიანი გვერდების ჯგუფი,, რომელსაც საძიებო სისტემებში დარჩენის  უფლება აქვს. მაგრამ ამავდროულად საჭირო იქნება მათში ცვლილებების განხორციელება.
  3. დაბალი ხარისხი. ეს გვერდები არ შეესაბამება სტანდარტებს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ წაშლას. დასაწყისისთვის უნდა ჩაატაროთ ტესტირება. გააკეთეთ ყველა დაბალხარისხიანი გვერდის  ასლი და შემდეგ წაშალეთ ისინი. შემდეგ უნდა გაარკვიოთ როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა საძიებო სისტემაში  თქვენ   რეიტინგზე. თუ თქვენი პოზიცია არ გაუმჯობესდა -მაშინ ჯობს ნაკლებად კრიტიკული იყოთ თქვენი საიტის მიმართ.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge