რადგანაც  ვებ-დიზაინი  ფოკუსირებას აკეთებს  მომხმარებლებთან დადებით   ურთიერთქმედებაზე , ამისთვის დიზაინერებმა უნდა შექმნან ყველაზე მოსახერხებელი და მიმზიდველი პლათფორმები.  მინიმალისტურ პრინციპებისადმი ერთგულებით  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ   ეფექტური რესურსი, რომელიც არ  იქნება   გადატვირთული, რაც აუმჯობესებს და აადვილებს  ვიზიტორებთან ურთიერთქმედებას.

მოდით შევხედოთ პრინციპს “less-is-more” -ს და მის ანარეკლს  ვებ-დიზაინში.

минималистский дизайн
მინიმალისტური დიზაინის მოკლე ისტორია

ზოგიერთ  ვებ-დიზაინერს   შეცდომით ჰგონია, რომ  მინიმალისტური დიზაინი ეს მხოლოდ ესთეტიური არჩევანია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მხოლოდ ესთეტიკაზე ფოკუსირება მოდი  განვიხილოთ  მინიმალისტური დიზაინი.

ტენდენცია Minimal-ი  ვებ-დიზაინში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. როდესაც ადამიანები განიხილავენ მინიმალიზმს,უფრო ხშირად ფიქრობენ ტრადიციულ  იაპონურ კულტურაზე. იაპონური კულტურა აფასებს ბალანსს და სილამაზეს. ამომავალი მზის ქვეყნის არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ხელოვნება და გრაფიკული დიზაინი  უკვე დიდიხანია რაც მინიმალისტური  ასპექტებით ხასიათდება.

თანამედროვე მატერიალების ჩანერგვით  ისეთი როგორიცაა მინა  და  ფოლადი.  ბევრმა არქიტექტორმა დიაიწყო  ამ სტილის არქიტექტურული ნაგებობების შექმნა.  ლუდვიგ მის ვან დერ როე გერმანელ-ამერიკელი  არქიტექტორი-მოდერნისტი  იყო  მინიმალისტური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. მას მიაკუთვნებენ ფრაზას “რაც უფრო ცოტაა, მით უფრო მეტია” .

минималистский дизайн

“Less-is-more” -მიდგომა  მალევე გადავიდა არქიტექტურიდან  ხელოვნების სხვა დარგებში და ინდუსტრიაში.

რა არის მინიმალისტური ვებ-დიზაინი?

დღეს, თანამედროვე   ვებ-დიზაინში  მინიმალიზმი  გაჩნდა,როგორც ძლიერი ტექნიკა. ის გახდა ერთგვარი რეაქცია  სირთულის გაზრდის ტენდენციისადმი. ვიზუალური სირთულე გავლენას ახდენს მომხმარებლის აღქმაზე: რაც უფრო მეტი ელემენტია   დიზაინში მით უფრო რთულად გამოიყურება ის მომხმარებლისთვის.

სწორად გამოყენებული მინიმალიზმი დაგეხმარებათ   პროექტებზე ორიენტირებული ამოცანების გამარტივებაში.   EyeQuant- ის მიერ ჩატარებული კვლევა  აჩვენებს, რომ   მინიმალისტური დიზაინის მქონე საიტებს  უფრო ნაკლები  მომხმარებლები ტოვებენ.  მინიმალიზმმა  ვებ რესურსებს მოუტანა  დამატებითი  უპირატესობები : სწრაფი ჩატვირთვა და  სხვადასხვა ზომის  ეკრანებთან  უკეთესი თავსებადობა .

მინიმალისტური ვებ-დიზაინის  ერთ-ერთი  ყველაზე  თვალსაჩინო მაგალითია  Google Search. Google  1990 წლიდან  პრიორიტეტულ ყურადღებას აქცევს  თავისი ინტერფეისის  სიმარტივეს. მთავარი გვერდი  მთლიანად შექმნილია ცენტრალური  საძიებო  სისტემის ირგვლივ.

минималистический веб-дизайн
მხოლოდ საფუძვლები

ვებ-დიზაინში  მინიმალისტური  დიზაინის სტრატეგია მდგომარეობს – ინტერფესის გამარტივებაში – სხვადასხვა ელემენტების და კონტენტის  შემცირებით, რომლებსაც არ აქვს ღირებული  დანიშნულება. იმისთვის,  რომ დიზიანერმა  შექმნას  მინიმალისტური დიზიანი საჭიროა მკაცრად განისაზღვროს   ყველა ელემენტის მნიშვნელობა და  გამოაჩინოს მათგან ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი.

დიზაინის თითოეულ ელემენტს უნდა ჰქონდეს მიზანი. როგორც ჯოშუა  ბეკერი ( Joshua Becker) ამბობს: “თქვენ არ გჭირდებათ მეტი სივრცე. თქვენ გჭირდებათ ნაკლები ნივთები”.

ამავდროულად დარწმუნდით, რომ კონტენტის  შემცირებით მომხმარებლებს არ გაუჭირდებათ რამე  მოქმედების შესრულება.  მთავარი იდეა მდგომარეობს   იმაში, რომ  გზავნილი გახადოთ  უფრო მარტივი, გასაგები  და არა  ფარული. ასე, რომ  შექმენით  დიზაინი  კონტენტის ირგვლივ   და დატოვეთ  საკმარისი ხილული ელემენტები,    (მაგალითად, ძირითადი ნავიგაცია) რადგან მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ საიტზე  ორიენტირება.

უარყოფითი სივრცე

უარყოფითი (ან თეთრი)  სივრცე  არის მინიმალიზმის  ყველაზე მნიშვნელოვანი  ელემენტი, რომელიც მას  დიდ ძალას ანიჭებს.  უარყოფითი სივრცე – ეს არის უბრალოდ ცარიელი სივრცე არსებულ  ვიზუალურ დანამატებს შორის.  იაპონურ კულტურაში ის ცნობილია როგორც МА- პრინციპი: ობიექტების ღირებულების  ხაზგასასმელად ხდება  მათ შორის არსებული სივრცის დამუშავება.

უარყოფით სივრცეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც თეთრ სივრცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად თეთრი იყოს.

Отрицательное пространство

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge