10 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში

10 ადგილი –  http://ebay.de – კომპანია «eBay» -ის  საიტი გერმანიაში . მისი ღირებულება შეადგენს 260,257,227 $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="568" height="319" />

9 ადგილი – http://ebay.com – კომპანია «eBay»-ს  მთავარი საიტი. ეს კომპანია შეიქმნა 1995 წელს მისი ავტორი კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს მკვიდრი, პროგრამისტი პიერ ომიდიარი გახლდათ. საიტის დღევანდელი ღირებულება შეადგენს– 262,406,248 $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" />

8 ადგილი – http://yahoo.co.jp  – კომპანია «Yahoo!»-ს საიტი იაპონიაში.   მისი ღირებულება შეადგენს 473,914,906  $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="548" height="368" />

7 ადგილი – http://baidu.com –  კომპანია «Baidu»-ს  საძიებო სისტემა. მისი ღირებულება შეადგენს 476,229,288  $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="544" height="306" />

6 ადგილი – http://amazon.com –  Amazon.com, Inc. — ამერიკული კომპანია, ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია. ის შეიქმნა  1995 წელს და დღეს მისი ღირებულება შეადგენს  546,434,655 $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="540" height="238" />

5 ადგილი – http://yahoo.com – «Yahoo!» –მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა მსოფლიოში.  მისი ღირებულება შეადგენს 634,406,149 $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="534" height="300" />

4 ადგილი – http://taobao.com«TaoBao» – ჩიეთის ინტერნეტ მაღაზია.  ის აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიაა. შეიქმნა 2003 წელს და უკვე 2011 წლისთვის მას 370 მილიონი  დარეგისტრირებული მომხმარებელი ყავდა. მისი ღირებულება შეადგენს  706,176,376 $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="576" height="240" />

3 ადგილი – http://youtube.com – «YouTube» ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა ვიდეოები. მისი ღირებულება შეადგენს  $1,468,630,066.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="571" height="321" />

2 ადგილი – http://facebook.com – «Facebook»  მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი, რომელიც 2004 წელს დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს. 2012 წლისთვის Facebook- ის მომხმარებლების რაოდენობამ  1 მილიარდს მიაღწია. ყოველდღიურად საიტზე 526 მილიონი ადამიანი შედის, 300 მილიონზე მეტი ფოტო იტვირთება და 3.2 მილიარდი კომენტარი იწერება. მისი ღირებულება შეადგენს  1,543,255,456 $.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="572" height="202" />

1 ადგილი – http://google.com –  «Google»,  მისი ღირებულება შეადგენს  1,766,143,981  $.  ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საიტია. «Google» არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და  დიდი საძიებო სისტემა. მისი მონაცემთა ბაზაში ინახება   20 მილიარდი გვერდი 200 სხვადასხვა ენაზე.  დაარსდა 1998 წელს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. საიტს თვეში 41 მილიარდ 345 მილიონი მოთხოვნის შესრულება შეუძლია.

0 ყველაზე ძვირადღირებული საიტი მსოფლიოში" width="571" height="321" />

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge