მითი 1.  საიტის დამოუკიდებლად შექმნის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ   დიდი ეკონომია

თუ ფიქრობთ, რომ  დამოუკიდებლად  შექმნით საიტს და ამით  ფულს დაზოგავთ,  თქვენ ცდებით. საიტი იქნება  უფრო  გამართული, დახვეწილი  და მოახდენს უფრო კარგ შთაბეჭდილებას  მომხმარებლებზე, როდესაც ის შექმნილი იქნება  არა მოყვარულის, არამედ პროფესიონალთა გუნდის მიერ. გრძელვადიან პერსპექტივაში, კარგი საიტი მოგცემთ დიდ უკუგებას.

პროფესიონალთა გუნდში საიტის შესაქმნელად დახარჯული  თანხა  საბოლოოო ჯამში მოგიტანთ უფრო კარგ შედეგს და ნაკლებ სანერვიულოს.

აი რატომ:

  • საიტის შექმნა მოითხოვს  ამ სფეროში სიღრმისეული ცოდნის ქონას. თქვენ შეიძლება ვერ ერკვეოდეთ ზოგიერთ საკითხში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი საიტი, მიანდეთ ტექნიკური გადაწყვეტილებები  პროფესიონალებს.
  • ვებ-სტუდიის გუნდს დასჭირდება გარკვეული დრო თქვენი ბიზნესის სპეციფიკაციების შესასწავლად და  საიტის მათზე მოსარგებად.
  • ფართო სპექტრის  მომსახურებების მქონე  ვებ- სტუდიას შეუძლია დაგეხმაროთ  როგორც საიტის შექმნაში ასევე მის ასამუშავებლად საჭირო ყველა კომპონენტში (SEO, კონტენტ მარკეტინგი, ინტერნეტ მარკეტინგი და სხვ.).

მითი 2. ყველა საიტი არ უნდა იყოს ოპტიმიზირებული  მობილურ ვერსიაზე

სმარტფონების გაჩენასთან ერთად — გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც  დაივიწყეს პერსონალური კომპიუტერები და მთელ ინფორმაციას  უკვე მხოლოდ მობილური მოწყობილობებით ეცნობიან, ამის გათვალისწინებით  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  საიტის მობილური ვერსიის არსებობას.

თქვენ არ უნდა დაუჯეროთ ამ მითს რადგან:

  • მომხმარებლების მიზანი, რომლებიც  თქვენ საიტზე  პერსონალური კომპიუტერის და სმარტფონის საშუალებით ხვდებიან სხვადასხვაა: ეს უკანასკნელები, როგორც წესი სწრაფად იღებენ ინფორმაციას და მზად არიან  სწრაფი შესყიდვისთვის. კვლევებმა, რომელიც ევროპის 13  ქვეყანაში ჩატარდა , აჩვენა, რომ სმარტფონების მფლობელების 42%  შენაძენს იმპულსურად აკეთებენ.
  • ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია მობილური მოწყობილობებისთვის უზრუნველყოფს მომხმარებლების კარგ ინტერფეისს. (UX), რაც უზრუნველყოფს მომხმრებლების მიერ  მობილური მოწყობილობებით თქვენი საიტის სრულყოფილ და კომფორტულ დათვალიერებას.
  • თუ თქვენი საიტი არ არის ადაფტირებული მობილურ მოწყობილობებზე,  ვიზიტორების რაოდენობა თანდათან შემცირდება, რაც ავტომატურად იმოქმედებს საიტის რეიტინგზე საძიებო სისტემებში.

საიტი, რომელიც არ «მეგობრობს»  მობილურ მოწყობილობებთან  საბოლოო ჯამში მომხმარებლებს  დაგაკარგვინებთ.

მითი 3. საიტისთვის კონტენტის შექმნა — მარტივი საქმეა

ადამიანების უმრავლესობა საიტის შექმნის დროს მისი კონტენტის მომზადებას ბოლოსთვის  ინახავს. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ  მათ კონტენტის შექმნა მარტივი ჰგონიათ და ფიქრობენ,რომ მას არ სჭირდება ბევრი დრო და რესურსი. ეს დიდი შეცდომაა.  საიტის კონტენტი — ეს არის ის რაც მომხმარებლებს იზიდავს. კონტენტზე მუშაობა უნდა დაიწყოს საიტის შექმასთან ერთად  და არა მისი დასრულების შემდეგ.

და აი რატომ:

  • კონტენტ მარკეტინგის საშუალებით თქვენ  ადგენთ სამიზნე აუდიტორიას და  კონკურენტებს. ასევე ის  დაგეხმარებათ  განსაზღვროთ ძირითადი ფუნქციები და  უპირატესობები, ფასების  დიაპაზონი.
  • შთამბეჭდავი  კონტენტის შექმნა არის რთული და  მოითხოვს დიდ დროს.
  • საიტის კონტენტი უნდა იყოს:  საკვანძო სიტყვებით ოპტიმიზირებული, კარგად დაწერილი და უნდა შეიცავდეს მძლავრ  შეტყობინებას, რომელიც მოუწოდებს მომხმარებლებს ქმედებისკენ. ეს არ არის ის რაზეც ეკონომიის გაკეთება ღირს.

კონტენტ სტრატეგიის შემუშავება ისევე მნიშვნელოვანია,როგორც საიტის ამოცანის დაწერა.

მითი 4. რაც უფრო რთულია საიტი მით უკეთესია

ბევრი თვლის, რომ  თუ საიტს ექნება უამრავი ფუნქცია ის უფრო კარგი  იქნება  და უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა ,საბოლოო ჯამში თქვენ დააბნევთ მათ, ისინი ვერ გაიგებენ თუ რას სთავაზობთ  და უბრალოდ დატოვებენ საიტს.

როგორ შეიძლება ავნოს ბევრმა ფუნქციამ თქვენ საიტს?

  • საიტის გაგებადობა მცირდება, როცა მას უამრავი არა საჭირო ფუნქცია აქვს. საბოლოო ჯამში მომხმრებლების დაბნევა გამოიწვევს მათ  დაკარგვას.
  • გახსოვდეთ – რაც უფრო მარტივია, მით უფრო კარგია.  თქვენ უნდა შექმნათ საიტი, რომელიც იქნება მორგებული მომხმარებლების მოთხოვნებზე და არ იქნება გადატვირთული. მომხმარებლებს საიტზე მოხვედრისას არ უნდა დასჭირდეთ  დიდი დროის დაკარგვა  იმის გასარკვევად  თუ სად მოხვდა და რა უნდა ქნას.

მითი 5. ლამაზი, მიმზიდველი საიტის არსებობა უზრუნველყოფს  საკმარის ტრეფიკს

ბევრს სჯერა, რომ  მიმზიდველი საიტის შექმნა  საკმარისია ტრაფიკის მოსაზიდად. დიზაინი მნიშვნელოვანია, მაგრამ  არის სხვა უამრავი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ტრაფიკის ზრდისთვის.

მაგალითად:

  • მარტივი დომეინი
  • ჰოსტინგი
  • საიტის ხელმისაწვდომობა
  • კონტენტის ხარისხი
  • საკვანძო სიტყვების გამოყენება
  • SEO (საძიებო ოპტიმიზაცია)

გაზომვადი და ნათელი  მიზნების  დასახვა, სამიზნე აუდიტორიის  სპეციფიკაციების გათვალისწინება  დაგეხმარებათ ამ რთული გზის გავლაში.  მიზნების პრიორიტეტულობა ასევე ხელს შეუწყობს საიტის მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებას. გახსოვდეთ, რომ კარგი დიზაინი არ არის ერთადერთი, რაც თქვენს ვებ საიტს სჭირდება.

მითი 6. როგორც კი დასრულდება საიტის შექმნა დადგება დასვენების დრო!

ხშირია შემთხვევები, როდესაც  საიტზე მუშაობა მისი დამზადების და ჩაბრების შემდეგ  ჩერდება – ეს ძალიან ცუდია.  უნდა გახსოვდეთ, რომ  საიტზე მუშაობა არ უნდა შეწყდეს მისი ჩაბარების შემდეგ — მასზე მუშაობა უწყვეტი პროცესია.  თუ  თქვენ ფიქრობთ,  რომ  საიტის შექმნა ეს რთული  პროცესია  მაშინ იცოდეთ, რომ  —ეს მხოლოდ დასაწყისია!

განაახლეთ თქვენი საიტი გამუდმებით, შეაფასეთ ის, დროთაგანმავლობაში თქვენ მოგიწევთ მისი ოპტიმიზირება.

და ბოლოს

საიტის შექმნა  მოითხოვს  სტრატეგიულ აზროვნებას, ამ სფეროს სიღრმისეულ ცოდნას, პრაქტიკას და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებას.  დროა შეხედოთ ფაქტებს  და  მოახმაროთ  საიტის შექმნას  სათანადო ყურადღება.  

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge