გახსოვთ თქვენი პირველი  გასაუბრება?

თითქმის ყველას ახსოვს პირველი გასაუბრება, რადგან ზოგისთვის ეს დღე საშინლად დასრულდა, ზოგისთვის კი ეს პირველი წარმატება იყო.  გასაუბრებისას დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას, რომელსაც თქვენ დამსაქმებელზე მოახდენთ. ამ პროცესს დიდი დრო არ სჭირდება, რადგან უცნობი ადამიანის გაცნობისას, შთაბეჭდილება საშუალოდ  პირველ  7 წამში ფორმირდება. ანალოგიური რამ ხდება ვებ-საიტზე შესვლის დროსაც.

ჩატვირთვის ხანგრძლივობა, მყვირალა ფერები, Pop up, მარტივი ნავიგაცია, ლოგო — ყველაფერი  ქმნის პირველ შთაბეჭდილებას. მომხმარებლის გაღიზიანება  სულ მცირე დეფექტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს   და თუ ამ დროს ის დატოვებს საიტს, ნაკლები  შანსია, რომ უკან დაბრუნდეს.

გთავაზობთ 5  აპრობირებულ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც თქვენ პირველი დადებითი  შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ:

 

1. გაცნობითი ვიდეო

თუ თქვენ  მხოლოდ წამები გაქვთ პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, მაშინ რაც უფრო მალე შეძლებთ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას  მომხმარებლებამდე  მით უკეთესი.

ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ეფექტური გაცნობითი ვიდეო, მისი საშუალებით  შეგიძლიათ  მოუყვეთ მომხმარებლებს თუ რა შეუძლია თქვენ პროდუქტს და თან  აჩვენოთ კიდეც.

მაგალითად: კომპანია  Vida( პირადი ტრენერების და ჯანმრთელი კვების კონსულტანტებთან საკონტაქტო პროგრამა)
ვებ გვერდზე განთავსებულია ვიდეო «როგორ მუშაობს Vida».  სამ წუთიანი ვიდეო გიამბობთ  უფრო მეტს ვიდრე ვრცელი სტატია და თან მსგავსი სახით მიწოდებული ინფორმაცია უფრო სწრაფად და მარტივად დასამახსოვრებელია.

როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ვებ გვერდზე პირველად შესვლისას? 5 საინტერესო მეთოდი

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია: http://playingeorgia.ge

როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ვებ გვერდზე პირველად შესვლისას? 5 საინტერესო მეთოდი

მომხმარებლებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ ის, როცა ვებ გვერდზე  შესვლისას   უამრავი ინფორმაცია “ეყრებათ თავზე”, ამიტომ ყურადღების მისაქცევათ ვიდეოს გამოყენება  მომგებიანია.  TMG Custom Media-ს  მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად  რესპოდენტების 60% -ს ტექსტის წაკითხვას  ვიდეოს ყურება ურჩევნია.

ამიტომ, თუ  გსურთ მომხმარებლისთვის პროდუქციის გაცნობა, პირდაპირ ნუ ჩამოთვლით მის დადებით თვისებებს, ნუ დააბნევთ მათ, უკეთესი იქნება თუ  აჩვენებთ პატარა ვიდეო რგოლს,რომელშიც ყველაფერი  ეტაპობრივად იქნება ახსნილი.

 

2. მთავარი სლაიდის აღწერა 

რა  განსაკუთრებული თვისებები აქვს  თქვენ პროდუქტს, რისი მეშვეობითაც ის  პოტენციურ მომხმარებლებს მიიზიდავს? წარმოიდგინეთ თავი მომხმარებლის ადგილას, რომელიც პირველად შედის  ვებ გვერდზე  და  არაფერი  იცის პროდუქტის  შესახებ. შეძლებს თუ არა ის ვებ გვერდზე  შესვლიდან   რამდენიმე წამის შემდეგ ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას?

თუ ვერა —  მაშინ თქვენ  უნდა იზრუნოთ ამ საკითხის გამოსწორებაზე.  ვებ გვერდი უნდა პასუხობდეს მომხმარებლების მოთხოვნებს.

მთავარი სლაიდის აღწერა— ეს არის ფრაზა,  რომლის საშუალებითაც   მომხმარებლებს ატყობინებთ თქვენი საქმიანობის შესახებ და თუ რატომ უნდა მოგმართონ თქვენ. მსგავსი ინფორმაცია უნდა იყოს თვალსაჩინო ყველასთვის, მომხმარებელს არ უნდა დასჭირდეს ბევრი დრო მის მოსაძებნად და რაც მთავარია სათქმელი ერთ მაქსიმუმ ორ წინადადებაში უნდა ჩაატიოთ.

მაგალითად საიტი :  http://hroutsourcing.ge/ka

როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ვებ გვერდზე პირველად შესვლისას? 5 საინტერესო მეთოდი

3. სქროლი!

ნუ შეაწუხებთ მომხმარებლებს  მოკლე,გადატვირთული გვერდებით, საიტი დაყავით გრაფებათ და შეეცადეთ  მაქსიმალურად გრძელი და სანახაობრივი ვებ გვერდი შექმნათ,

გრძელი ვებ გვერდები  საშუალებას გაძლევთ გამოყოთ ძირითადი ასპექტები, დაყოთ სხვადასხვა ინფორმაცია ცალკეულ ბლოკებად.

მაგალითად დავით კენჭაძის საიტი

როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ვებ გვერდზე პირველად შესვლისას? 5 საინტერესო მეთოდი

 

არ დაგავიწყდეთ ის, რომ თქვენი საიტი უნდა გახადოთ საინტერესო, რათა მომხმარებელს გაუჩდეს მისი ბოლომდე დათვარიელების სურვილი.

 

4. ყურადღების ფოკუსირება

კარგია როცა მომხმარებელი  ვებ გვერდზე შემოსვლისას მალევე პოულობს მისთვის საჭირო ინფორმაციას. კარგია თუ  თქვენ მათ საიტზე ორიენტირებაში დაეხმარებით

მომხმარებლების დასახმარებლად თქვენ შეგიძლიათ მოუწოდოთ მათ  მოქმედებისკენ , მაგრამ გაითვალისწინეთ , რომ მოწოდების ეფექტურობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად: ფერი, ტექსტის  ზომა, შრიფტის ტიპი, ადგილმდებარეობა, მასთან დაკავშირებული სურათი.  თქვენი მოწოდება  ბუნებრივია გამომდინარეობს  ვებ გვერდის  კონტენტიდან.

არ შეგეშინდეთ ცარიელი სივრცის. არ არის საჭირო საიტის გადატვირთვა ახალ-ახალი ვიზუალური ელემენტების დამატებით.  ცარიელი სივრცის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ადვილად მიიქციოთ მომხმარებლის ყურადღება თქვენთვის საჭირო თემებზე.

მაგალითად, Swrve  – ფერის დახმარებით იქცევს მომხმარებლის ყურადღებას და მოუწოდებს მათ მოქმედებისკენ. ნარინჯისფერი ღილაკები კარგად ჩანს ფირუზისფერ ფონზე.

როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე ვებ გვერდზე პირველად შესვლისას? 5 საინტერესო მეთოდი

გახსოვდეთ, რომ მარტო ფირმის ფერების გამოყენება შეიძლება არ იყოს მომგებიანი, რადგან  თქვენთვის საჭირო ინფორმაცია შეიძლება საერთოდ დაიკარგოს და არ გამოჩნდეს, ამიტომ ეცადეთ კონტრასტული ფერების გამოყენება.

 

5. სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება

არ მიუძღვნათ ვებ გვერდი  მხოლოდ საკუთარ თავს.  მომხმარებლებს აინტერესებთ, როგორ დაეხმარება თქვენი პროდუქცია ან/და მომსახურება მათ პრობლემის გადაწყვეტაში და არა ის თუ რატომ არის თქვენი კომპანია ყველაზე კარგი.

პროდუქციაზე ან/და  მომსახურებაზე არსებული ინფორმაციის გარდა ვებ გვერდზე  სასურველია  განთავსებული  იყოს  სხვა სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციაც: ბლოგი, საიხლეები, ელექტრონული წიგნები და სხვა. მათი წყალობით თქვენ უფრო მეტად დააინტერესებთ მომხმარებლებს, ასევე გაიზრდება თქვენდამი ნდობაც და კეთილგანწყობა.

 

დასკვნა

ნუ მოაბეზრებთ თავს  მომხმარებლებს გადატვირთული კონტენტით, უამრავი ინფორმაციით და ფოტოებით. თქვენ საიტზე შემოსვლისას მომხმარებელს მალე უნდა საჭირო ინფორმაციის მიღება. თუ ისინი მალევე შეძლებენ საიტზე ორიენტირებას და ინფორმაციის მიღებას, ისინი ისევ დაბრუნდებიან თქვენ ვებ გვერდზე  და საბოლოოდ თქვენი მომხმარებლები და შესაძლოა თაყვანისმცემლებიც კი გახდნენ.  გახსოვდეთ, რომ პირველ შთაბეჭდილებას   გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ზუსტად მასზეა დამოკიდებული კომპანიის შემდგომი წარმატება.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge