სიტყვა მოტივაცია წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან – „მოტივი“, რომელიც გულისხმობს რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზებს, გადატანითი მნიშვნელობით კი მოსაზრებას, საბუთს რამეს სასარგებლოდ.

მოტივაცია არის სურვილი, შინაგანი იმპულსი, რომელიც ადამიანს მიზნის მიღწევის საშუალებისკენ უბიძგებს. მოტივაცია სჭირდება ყველა ადამიანს, ყველა საქმეში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი  მის გარეშე ვერაფერს გააკეთებთ.

მოტივაცია საქმიანობისკენ საკუთარი თავისა და სხვა პირების სტიმულირების პროცესია, პირადი ან ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად.

ორგანიზაციების ეფექტიანად მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოტივაციაზე. შესაძლოა ორგანიზაციას ჰქონდეს საუკეთესო სტრუქტურა, მაგრამ არ იყოს ეფექტიანი იმის გამო, რომ ხელმძღვანელობას არ შეუძლია დასაქმებულთა შრომის წარმართვა დასახული მიზნისაკენ.  ხელმძღვანელობამ უნდა შეძლოს თანამშრომლების კოორდინაცია, უნდა უბიძგოს ადამიანებს იმუშაონ სათანადო დონეზე, რისთვისაც მრავალი ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი.

ყველა მენეჯერმა უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ადამიანთა მოთხოვნილებები ინდივიდუალურია და აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან განსხვავებული.

“პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი ნაღებით, მაგრამ თევზი რატომღაც ჭიაყელას ამჯობინებს. ამიტომ, როცა მე მივდივარ სათევზაოდ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიყვარს მე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა თევზს” (დეილ კორნეგი)

მოტივაციისათვის არ არსებობს ერთი საუკეთესო ხერხი. ის რაც ადამიანთა ერთი ნაწილის მოტივაციისთვის ეფექტიანია, მეორე ნაწილისათვის შეიძლება სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს. ასე, მაგალითად, ზოგიერთი თანამშრომლის მოტივაციისათვის სრულიად საკმარისია საუკეთესო თანამშრომლად აღიარება, მაშინ როცა მეორესთვის ამას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს მნიშვნელობა. ეს მომენტი მეტად საგულისხმოა და ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მენეჯერებს.

 

 თუ თქვენ გადაწყვეტთ თანამშრომლების მოტივაციას შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს 10 მეთოდი:

1. საჯაროდ შეაქეთ გამორჩეული თანამშრომელი.

2. გაუკეთეთ სასიამოვნო, მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომლებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ განწყობის ასამაღლებლად. 

3. თუ არ გაქვთ პრემიის გასაცემი თანხა– იპოვეთ უფრო ნაკლებ ბიუჯეტიანი გზა.  მაგალითად, მიეცით თანამშრომელს დაუგეგმავი დასვენების დღე.

4. მიეცით უფლება საუკეთესო თანამშრომლებს დრო გამოშვებით იარონ თავისუფალი რაფიკით.

5. ფულადი დანამატი ნაცვლად მიეცით თანამშრომლებს ჯილდოს დამოუკიდებლად არჩევის საშუალება, მაგალითად: სადილი რესტორანში, ფიტნეს-კლუბის აბონიმენტი ან სხვა სახის სასაჩუქრე აბონიმენტი.

6. მოაწყვეთ სპორტული კორპორატიული აქტივობები –  ეს დაგეხმარებათ კოლექტივის დაახლოებაში და უფრო მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებაში.

7. მიეცით პრემიები მათ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე-  მაგალითად ზოგი დასავლური კომპანია პრემიებს აძლეევს ისეთ თანამშრომლებს, რომლებმაც წელიწადის განმავლობაში არცერთხელ არ გააცდინეს სამსახური და რეგულარულად დადიოდნენ ექიმებთან.

8. ზოგიერთი კომპანია აჯილდოვებს  არა  მარტო კარგ თანამშრომლებს, არმედ ხუმრობით სჯის ცუდებს.  მაგალითად ცუდ და ზარმაც თანამშრომლებს ანიჭებენ რაიმე სახალისო ტიტულს.

9. იზრუნეთ თანამშრომლების ოჯახებზე – ეს შეიძლება იყოს აბონიმენტები ბავშვებისთვის, თანამშრომლის ოჯახის წევრების დაზღვევა, საოჯახო მოსაწვევები სხვადასხვა ღონისძიებებზე.

10. მოტივაცია მყუდრო გარემოს მეშვებოთ. თანამედროვე ორგანიზაციებში  შექმნილია ისეთი გარემო, რომ თანამშრომლებს უხაროდეთ სამსახურში მისვლა. მათ აქვთ კომფორტული სამუშაო გარემო და დასასვენებელი ადგილის. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თანამშრომლებს უხარიათ სამსახურში მისვლა და ეზარებათ შინ დაბრუნება.

თანამშრომლების მოტივაციის ყველაზე კარგი მაგალითია კომპანია “Google

“ხარჯები დიდია, მაგრამ ასმაგად ანაზღაურებადი – გუგლისთვის ბედნიერი თანამშრომელი წარმატებული მუშაობის გარანტიაა”

 

თანამშრომლების შესწავლა, მათზე ზრუნვა და მოტივაციის ამაღლება იწვევს ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელსაც საერთო მიზანი აქვს და ამ მიზნის მიღწევისთვის თავს არ ზოგავს, შესაბამისად ასეთი გუნდი დიდი წარმატების საწინდარია – Lemons.ge ასეთი გუნდის ნათელი მაგალითია.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge