მომხმარებლების მოთხოვნები და ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება. ის რაც ერთი თვის წინ ძალიან პოპულარული იყო დღეს  შეიძლება საერთოდ არ იყოს მოთხოვნადი ან პირიქით.

  1. Line art

სწორი ხაზი, რომელიც გრაფიკულ დიზაინში გამოიყენებოდა ისევ აქტუალური რჩება. ეს არის ნახატის ერთი ხაზით და ერთი ფერით შესრულების ხელოვნება, ამ დროს ძირითადად შავი ფერი გამოიყენება. ხაზები ასოცირდება   სიხისტესთან და დაუმარცხებლობასთან.

უწყვეტი და წყვეტილი ხაზები  ტოვებენ  ბუნებრიობის და სიმშვიდის შეგრძნებას. უწყვეტი ხაზით შესრულებული ნახატის შესრულებ ა— დიდი ოსტატობაა. ეს მხატვრის ჩანაფიქრის და ფანტაზიის მარტივი გადმოცემაა.

მაგალითისთვის შეხედეთ ამ ლოგოებს_ ერთი შეხედვით ისინი ძალიან სადად გამოიყურებიან, მაგრამ ამავდროულად  ორიგინალურები და საინტერესოები არიან.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

2016 წელს ძალიან პოპულარული იყო გეომეტრიული,  სიმეტრიული ლოგოები, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდება.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

ხაზოვანი პიქტოგრამები –  2017 წელს ძალზედ პოპულარულია. დიდი მოთხოვნა იქნება ორიგინალურ და ვიწრო პროფილიან იკონკებზე. შექმენით ის, რაც ჯერ არავის შეუქმნია ან არსებობს,მაგრამ მცირე რაოდენობით.

  1. თანამედროვე რეტრო 

თანამედროვე გრაფიკულ  დიზაინში  2017 წელს   დაბრუნდება  70-იანი 80-იანი წლების  რეტრო დიზაინი. ეს სტილი პოპულარული დასავლეთში 2016 წელს გახდა  და თანდათან ევროპაც მოიცვა.  ამ დიზაინში იყენებენ 70-იანი წლების ნივთებს, რომლებიც წარსულში დარჩნენ, მაგრამ დღეს სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება.

მსგავსი სტილის იკონკები  ჯერ არც ისე პოპულარულია  ამიტომ თქვენ უამრავი რამის მოფიქრება შეგიძლიათ.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

  1. ეფექტური ფერთა გამა 

მიკროსტოკების მონაცემებზე დაყრდნობით წელს აქტუალური იქნება  ნათელი და გაჯერებული ფერები. გამოიყენეთ ისეთი ღია  ფერები როგორიცაა: ატმისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი და  მწვანე. ეს დაკავშირებულია პოპულარულ მატერიალურ დიზაინთან, რომელშიც ზუსტად ეს ფერები გამოიყენება.  ამ ფერებთან ერთად შავი ფერის გამოყენება თქვენ დიზაინს შეძენს კონტრასტს და მიიქცევს ყურადღებას.

ექსპერტები  ამბობენ, რომ 2017 წელს ყველაზე აქტუალური ფერი იქნება მწვანე, რადგან დღეს გლობალური პრობლემები დაკავშირებულია ეკოლოგიასთან და ბუნების დაცვასთან.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

  1. გეომეტრიული ფიგურები

გეომეტრიული გრაფიკული დიზაინი 80-იანებს გვაგონებს. ცოტა ხნის წინ გეომეტრიულ ფიგურებს სერიოზულად არავინ  აღიქვამდა,  მოდაში იყო   მოცულობითი და  3D გამოსახულებები, მაგრამ დრო გადის და ილუსტრაციები იცვლება. უფრო პოპულარული იქნება სამკუთხედის, წრის, კვადრატის და მართკუთხედის   ფორმის ფიგურები. ყველა ფიგურას თავისი დანიშნულება აქვს.  მართკუთხედი ასოცირდება ძალაუფლებასთან; კვადრატი წესრიგთან, პირდაპირობასთან და პატიოსნებასთან; წრე დედამიწაზე ცხოვრებასთან და მზესთან;  ოვალი მოძრაობასთან.

  1. უარყოფითი სივრცე

ეს ტენდენცია კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პოპულარული.  ეს მიმართულება არის ყველაზე მოთხოვნდი და რთული შესასრულებელი. ყველაფერი ავტორის ორიგინალურობაზეა დამოკიდებული.

ამ მიმართულების ხიბლი იმაში მდგომარეობს , რომ მხატვარი  რამდენიმე მოვლენას  ერთ ობიექტში ასახვს. მაგალითად  მარცხენა ილუსტრაციაზე  მაყურებლები პირველად ვიოლინოს ხედავენ და  მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ  ამჩნევენ ციფრებს.

ორიგინალური გაფორმება სამი ერთში: ვიოლინოს ტანი სამიანია, სიმები ერთიანი, ორიანი კი ვიოლინოს ზედამხარესაა მოთავსებული. ამ მეთოდმა ყურადღება ჯერ ვიოლინოთი  მიიქცია და შემდგომ ციფრებით.

ასევე ძალიან ლამაზი ილუსტრაციაა ხელმარჯვნივაც: თეთრი გედის მსგავსი ლოგოგრამა  და მის შიგნით  გარეული  იხვი.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

  1. ემოციური ტიპოგრაფია

ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება  როგორც ვიდეოსთვის ასევე ილუსტრაციებისთვის.  მაყურებლის ყურადღებას  დიდი ასოები და  არასტანდარტული განლაგება  იქცევს.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

  1. ილუსტრაციის უნიკალურობა

სტოკური ილუსტრაციების გამოყენებას მივყავართ იქამდე, რომ უკვე ყველას ნამუშევრებში ერთნაირი დეტალები აქვთ, ამის გამო იქმნება ნაკლებად ორიგინალური დიზაინი. პოპულარული ბრენდები უკვე უარს ამბობენ მსგავსი მეთოდის გამოყენებაზე.

ორიგინალური და ექსკლუზიური ნამუშევრის შექმნას , როგორც წესი  დიდი დრო მიაქვს, მაგრამ საბოლოო შედეგი ყოველ დახარჯულ საათს აგინაზღაურებთ.

ჩინელი გრაფიკოსი მხატვრის  ნამუშევრები ციკლიდან “როგორ მუშაობს”

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

  1. მოდულური დიზაინი

მოდულური დიზაინი — დიზაინში კვადრატების და მართკუთხედების ფორმების  გამოყენებაა. ეს ტენდენცია ვებ-დიზაინში წელსაც აქტუალური იქნება, მაგრამ ნაკლებად მკაცრი ფორმატით. ტექსტის არასტანდარტული განლაგება იქცევს ყურადღებას და აღვივებს ინტერესს, რადგან ეს ჯერ კიდევ ახალია  და  ამიტომაც უფრო შესამჩნევია.

ილუსტრაციების 8 ძირითადი ტენდენცია 2017 წლისთვის

  1. აბსტრაქტულობა და მინიმალიზმი 

თითქოს ეს მიმართულებები დიდიხანია რაც არსებობს, მაგრამ ბოლო წლებია რთულმა აბსტრაქტულმა ილუსტრაციებმა დაკარგა ინდივიდუალურობა და ამის გამო ნაკლებად მოთხოვნადიც გახდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მინიმალიზმმა  გაძლიერება და მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო – ორი მიმართულების შერწყმა.

არსებითად აბსტრაქტული მინიმალიზმი –ეს მატერიალური დიზაინის  საფუძველია. მაგრამ თუ material – გარკვეული ფიგურების სტრუქტურა და ღია ფერებია – აბსტრაქტულ მინიმალიზმსს  არანაირი შეზღუდვა არ აქვს, ამიტომ 2017 წელს მოთხოვნა იქნება არც ისე მკვეთრ ფერებზე და უცნაურ ფიგურებზე.

ყველა ტენდენციის ბრმად შესრულება არ ღირს. ნებისმიერმა სამუშაომ უნდა გაითვალისწინოს პროექტის  ჩანაფიქრი, მისი მიმართულება, თემატიკა და აუდიტორია. თქვენ უნდა იცოდეთ რა იქნება პოპულარული, მაგრამ  არ ღირს მათი გამოყენება მხოლოდ იმის გამო, რომ ის პოპულარულია.თემის სპეციფიკიდან გამომდინარე  ყველა მხატვარმა უნდა მოძებნოს თავისი მიმართულება და გამოიყენოს  ორიგინალური ტექნიკა და მეთოდები.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge