ინტერნეტ რეკლამის ეფექტურობის განსაზღვრა მრავალი  მახასიათებლის მიხედვით შეიძლება, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც  უნდა გავითვალისწინოთ, არის რეკლამის განლაგება, მისი განთავსების ადგილი.

ინტერნეტ რეკლამის სამყაროში რეკლამა განთავსების ადგილის მიხედვით, ორ კატეგორიად იყოფა: ვებგვერდის ზედა ან ქვედა ნაწილში განთავსებულ რეკლამად.
რეკლამის განლაგების ასეთი კონცეფცია  გაზეთებიდან მოდის. ვინაიდან,  გაზეთს კითხვისას, ძირითადად მკითხველი გაზეთს, ორად კეცავს, ამის გათვალისწინებით, ცდილობდნენ რომ რეკლამა გადაკეცვის ადგილისათვის აეცილებინათ. ინტერნეტის შემთხვევაში კი,  რეკლამების ისეთ განლაგება გახდა საჭირო, როცა მომხმარებელი რეკლამას ხედავს მაუსის გამოყენებით ქვემოთ ჩამოსვლის, ”სქროლის” გარეშე,  ან როცა მან რეკლამის სანახავად ქვემოთ უნდა გადაინაცვლოს.

ინტერნეტ რეკლამის განთავსებისას ხშირად მსჯელობენ იმაზე თუ რომელი ლოკაციაა რეკლამისათვის უკეთესი. რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს თავისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს,  თუმცა,  მილიონობით მომხმარებელის გამოკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ,  ზემოთ განთავსებული რეკლამები მეტ კლიკს იმსახურებენ და მათი საშუალო მაჩვენებელი 76%-ს უტოლდება.

მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელი ყურადღებას  კონკრეტულ საწყის გვერდზე ახდენს, ანუ  ვებგვერდზე შესვლისას თავდაპირველად რაც ხვდება იმას, და ეს სწორია რადგან,  ყველა მნიშვნელოვანი ამბავი  სწორედ ამ ნაწილში იყრის თავს. კვლევის თანახმად, მომხმარებლები ვებგვერდზე გატარებული დროის 80%-ს საიტის ზემოთ განთავსებული ინფორმაციის გაცნობაში ხარჯავენ. სწორედ ამიტომ საიტის ზედა ნაწილში რეკლამის განთავსება თითქმის ყოველთვის მაღალბიუჯეტიანია, თუმცა ღირს დაფიქრება თუნდაც დაბალი ბიუჯეტის ასე ვთაქვათ “ჰაერში გასროლაზე”.

ინტერნეტ რეკლამის განთავსების ადგილის სწორად შერჩევა  ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა იქნას გათვალსიწინებული მიზნობრივი ხარჯვისა და რეკლამირების სტრატეგიის განსაზღვრისას. თუმცა, ასევე რეკლამის დამკვეთმა ან და სარეკლამო სააგენტომ, რომელსაც დამკვეთი უკვეთავ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იმ კონკრეტული ვებგვერდის სფეციფიკურობა და მომხმარებელთა სპექტრი, რომელზეც რეკლამის განთავსებას აპირებს. შესაძლოა ამა თუ იმ , ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი კონტენტის, მომხმარებლისა და თავად სარეკლამო პროდუქტისა თუ სერვისის ხასიათის გათვალისწინებით, სასურველი შედეგის მისაღებად უკეთესი განთავსების ადგილი რეკლამის დამკვეთისათვის შესაძლოა სწორედ ვებ გვერდის  ქვემოთ იყოს და არა ზემოთ.

 

თუ თქვენ გაინტერესებთ ინტერნეტ რეკლამირება, მისი სწორად დაგეგმა და განხორციელება სასურველი შედეგის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge