დღეს მე შევეხები ყველასათვის ნაცნობ თემას, ინტერნეტ რეკლამის ერთ-ერთ ბოლო დროს ყველაზე პოპულარულ სახეობას ე.წ. ტიზერული რეკლამა.

“teaser” ინგლისური სიტყვაა და გამაღიზიანებელს, პროვოკაციულს ნიშნავს.
ხოლო ტიზერული რეკლამა ერთგვარ სარეკლამო აქტივობაა, რომელშიც ამა თუ იმ  პროდუქტის ან მომსახურების შესახებ მინიმალური ინფორმაციაა ან კიდეც ინფორმაცია საერთოდ არ არის და გაჟღერებულია მხოლოდ ერთი მესიჯი.  მისი მთავარი მიზანია მომხმარებლის ისეთ დონეზე დაინტრიგება, რომ მომდევნო ნაბიჯებს ელოდოს, რეკლამირებული პროდუქტის ლინკზე გადასვლის სურვილი გაუღვივოს და საბოლოო ჯამში  მას რეკლამირებული პროდუქციის ყიდვის სურვილი გაუჩნდეს.

ინტერნეტ რეკალმის სხვადასხვა სახეობებს შორის ტიზერულმა რეკლამამ პოპულარობა დამაინტრიგებელი სათაურებითა და გამოსახულებებით მოიპოვა.

ბევრმა არ იცის, რომ პირველად ეს სარეკლამო ხერხი გამოყენებულ იქნა აშშ-ს ბაზარზე გამოსული სიგარეტებისთვის. თამბაქოს მწარმოებელი კომპანია მალევე მიხვდა, რომ ყუთზე აქლემის გამოსახულება არა მხოლოდ დასამახსოვრებელი იქნებოდა მომხმარებლისთვის, არამედ ასევე მშვენიერი პერსონაჟი იქნებოდა სარეკლამო აქციის ჩასატარებლად.

და აი რა მოხდა: რამდენიმე დღით ადრე, სანამ სიგარეტები გაყიდვაში შევიდოდა, რეკლამის სპეციალისტებმა აშშ-ს 90-მდე ქალაქის გაზეთებში გაუშვეს შემაშფოთებელი განცხადებები. პირველი განცხადება მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგებოდა: “აქლემი”. მას მოჰყვა მეორე განცხადება: “აქლემები მოდიან”, შემდეგ კი – “ხვალ ქალაქში აქლემები უფრო მეტი იქნება, ვიდრე აფრიკასა და აზიაში ერთად!”.

 

შეშფოთებულ მოქალაქეებს ჯერ ვერ გაეგოთ რა იმალებოდა ამ განცხადებების უკან. რამდენიმე დღეში კი გაჩნდა ბოლო, მეოთხე განცხადება, რომლითაც ყველაფერს ნათელი მოეფინა და ქალაქების გაოცებულმა მაცხოვრებლებმა გაიგეს, რომ: “სიგარეტი, სახელწოდებით “აქლემი” უკვე აქ არის!”.

სარეკლამო აქცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ თითქმის ყველა მწეველმა გასინჯა ახალი სიგარეტი “Camel”-ი
გამოცდილი ინტერნეტ მარკეტოლოგების აზრით, ტიზერული რეკლამის გამოყენება უფრო ეფექტურია კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების განვითრების საწყის ეტაპზე. ანუ უფრო ეფექტურია ახალის მარტივად და გლობალურად გასაცნობად! თუმცა,  ტიზერული რეკლამა ასევე წარმატებით გამოიყენება სარეკლამო კამპანიის შემდგომ ეტაპებზეც.
ტიზერული რეკლამა ორი ნაწილისგან შედგება – პირველ ნაწილში მომხმარებლები უშუალოდ სარეკლამო ბლოკს ხედავენ – ანუ ტიზერს, რომელიც პროვოკაციულ კითხვას შეიცავს და მომხმარებლის ცნობისმოყვარეობას იწვევს. მეორე ნაწილში კი მომხმარებელი პირველ ნაწილში დასმულ შეკითხვაზე იღებს პასუხს.
ტიზერული სარეკლამო კამპანია შესაძლოა, როგორც ერთი დღის განმავლობაში, ასევე 2-3 კვირის მანძილზე გაგრძლდეს. ყველაფერი ბრენდის სტრატეგიაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ეფექტიანი არის 1-2 კვირა მაქსიმუმ, არც ძალიან მალე და არც ძალიან დიდი ხნით.
თუმცა  ტიზერული რეკლამის წარმატების ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორი მისი კრეატიულობაა.
“არაორდინალური და კრეატიული ტიზერული რეკლამა ყოველთვის აღვივებს მომხმარებელთა ცნობისმოყვარეობას და არ იძლევა ნანახი რეკლამის დავიწყების საშუალებას. ამავდროულად არაა მომაბეზრებელი და საოკამოდ  ორიგინალური რჩება.
ტიზერული რეკლამა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში რეკლამისდამკვეთმა შეძლოს მომხმარებლის დაინტერესება და პროდუქტზე მასობრივი მოთხოვნის გამოწვევა.

ჩვენთან მომრავლდა მსგავსი კამპანიები, მინდა გკითხოთ რომელი გახსოვთ ყველაზე მეტად ან/და რომელი მოგეწონათ?

 

მადლობა, რომ კითხულობთ ამ პოსტს :)

 

თუ თქვენ გაინტერესებთ ინტერნეტ რეკლამირების ეს მიმდინარეობა , მისი სწორად დაგეგმა და განხორციელება  დაგვიკავშირდით:

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge