როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილობებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები? არსებობს თუ არა  განსხვავება?  ბოლო კვლევების თანახმად განსხვავებები  არსებობს,თან საკმაოდ  დიდი.

მაგალითად, ქალები მობილურ მოწყობილობებს ხშირად იყენებენ თამაშებისთვის,  სურათებისთვის და “პოსტებისთვის”, ხოლო კაცები უყურებენ ვიდეოს, კითხულობენ ახალ ამბებს  და სარგებლობენ GPS-ით.

გარდა ამისა კაცები ქალებზე უფრო ხშირად ასკანერებენ კუპონებს და QR-კოდებს: 56% – 39%-ს  წინააღმდეგ.

ვიდეოების  და ფოტოების საყურებლად Facebook-ს ქალების 54%   ხოლო კაცების 39%- იყენებს

დეტალურად ამის შესახებ  marketingprofs-ის ინფოგრაფიკიდან შეიტყობთ.

 

სოციალური მედიის მიმოხილვა

როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილებებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები?

კაცები სოციალურ ქსელს ძირითადად სამუშაოსთვის, ბიზნესისთვის და გაცნობისთვის იყენებენ.

სოციალურ ქსელს  ბიზნესისთვის და საქმიანი ურთიერთობებისთვის კაცების 27% ხოლო ქალების 22% იყენებს.

სოციალური ქსელით  სარგებლობის   მეორე, ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის  – რომანტიული პარტნიორის გაცნობა. ამ მიზნით სოციალურ ქსელს კაცების 13% , ხოლო ქალების  7%  იყენებს.

ქალები სოციალურ ქსელს ძირითადად ახლობლებთან საკონტაქტოდ, კონტენტის გასაზიარებლად, გასართობად და ინფორმაციის საძიებლად იყენებენ.

კვლევების თანახმად  Facebook-ს ქალები კაცებზე უფრო აქტიურად იყენებენ:

  • ფოტოებს და ვიდეოებს უყურებს: ქალების- 54% კაცების- 39%;
  • კონტენტი (პოსტები და გაზიარებები): ქალების-50% კაცების- 42% ;
  • გასართობ კონტენტს ათვალიერებს: ქალების- 43% კაცების- 35%;
  • სხვების დასახმარებელ მეთოდებს ეძებს: ქალების- 35% კაცების- 25%;
  • რჩევებს იღებს : ქალების-29% კაცების- 16% .

 

 ბრენდთან ონლაინ ურთიერთქმედება.

როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილებებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები?

ქალებს მოსწონთ  საყვარელი ბრენდების  სოციალური ქსელების გვერდების  დალაიქება, დაკომენტარება და მათი ინფორმაციის გაზიარება. ამას ქალების 71% აკეთებს ხოლო კაცების – 18%

 

სტატისტიკის მიხედვით,  თარგეთირებულ რეკლამას  სოციალურ ქსელებში აიგნორებს ქალების-48% და კაცების 42%. ასეთივე მდგომარეობაა მობილური რეკლამის შემთხვევაშიც, მას  ქალების- 59% და კაცების 52%- აიგნორებს.

რა სფეროები აინტერესებთ ქალებს და კაცებს?

კაცები ინტერესდებიან შემდეგი თემებით:

  • მანქანები;
  • სპორტი;
  • იარაღი, ნადირობა, ომი;
  • სექსუალური თემები.

ქალები უპირატესობას ანიჭებენ :

  • ბავშვებს და ცხოველებს;
  • სიტუაციებს რეალური ცხოვრებიდან ;
  • საოჯახო თემებს;
  • სენტიმენტალურ ისტორიებს.

არის თემები, რომლებიც ორივე სქესის წარმომადგენლების  ყურადღებას იქცევს:

  • იუმორი;
  • სურვილები;
  • ღირებულებები;
  • ვარსკვლავები;

 

მობილური მოწყობილობების მიმოხილვა 

როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილებებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები?

ქალები და კაცები სრულიად  განსხვავებულად იყენებენ  მობილურ მოწყობილობებს.  ქალები უფრო ხშირად კითხულობენ, აზიარებენ კონტენტს,  თამაშობენ და იღებენ ფოტოებს, კაცებს კი ურჩევნიათ ვიდეოების ყურება, ამბების კითხვა და GPS-ის გამოყენება.

სმარტფონის   ფუნქციების პოპულარობა მომხმარებლის  სქესის მიხედვით:

  • SMS და MMS:  ქალების – 81% და  კაცების- 77%;
  • მესენჯერი: ქალების – 77%  კაცების- 76% ;
  • ელ.ფოსტა: ქალების –  66%  კაცების- 66% ;
  • ინტერნეტ-სერფინგი: ქალების – 64%  კაცების- 62%;
  • სოციალური ქსელები: ქალების – 57%  კაცების- 47%;
  • თამაშები: ქალების – 38%  კაცების- 28% ;
  • აპლიკაციების ჩამოტვირთვა: ქალების – 27%  კაცების- 26% ;
  • ფოტოების და ვიდეოების გადაღება: ქალების – 26%  კაცების- 19%;
  • ვიდეოს ყურება: ქალების – 13%  კაცების- 17%;
  • მუსიკა:ქალების – 12%  კაცების- 13%;
  • ჩატი: ქალების – 13%  კაცების- 11%;
  • GPS: ქალების – 11%  კაცების- 13%;
  • კითხულობენ ინფორმაციას: ქალების – 7%  კაცების- 10%;

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge