რა არის  digital-მარკეტინგი?

დავიწყოთ სულ თავიდან, რას ნიშნავს ზოგადად  digital-მარკეტინგი  და საერთოდ  სიტყვა  digital -ი ? რას ნიშნავს  ეს კონცეფცია და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? Digital-  ინგლისური  სიტყვაა და ნიშნავს “ციფრულს” მივუმატოთ მას  “მარკეტინგი”  და გამოვა ციფრული მარკეტინგი – ეს არის ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომლის მიზანი ინტერნეტის მეშვეობთ მომხმარებლების მოზიდვა და მათი მომხმარებლებად ქცევაა.

რით განსხვავდება  digital მარკეტინგი ტრატიციული მარკეტინგისგან?

ხშირად ავიწყდებათ მთავარი: digital მარკეტინგი ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით იყენებს არხებს და მეთოდებს, რომლებიც მარკეტინგული კამპანიის ანალიზის საშუალებას  იძლევა, მათი დახმარებით  ადვილი გასაგები ხდება  თუ რა მუშაობს და რა არ მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ეს ყველაფერი   რეალურ დროში ხდება!

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი digital-მარკეტინგი?

ციფრული არხები იმდენად მნიშვნელოვანი და გლობალურია, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას აქვს ინფორმაციასთან წვდომა. წავიდა ის დრო, როცა ადამიანები პროდუქტზე იღებდნენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ  ამზადებდით და  აწვდიდით მათ. ციფრული მედია არხები  გამუდმებით ვითარდება. მომხარებლებმა თქვენი კომპანიის და პროდუქციის შესახებ უკვე იციან არა მხოლოდ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ ის თუ რას ფიქრობენ თქვენზე  მედია საშუალებებში,  სოციალურ ქსელებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  მომხმარებლებს  სხვისგან გაგონილი ინფორმაციის უფრო სჯერათ ვიდრე თქვენი, მარკეტოლოგების და  მართლებიც არიან რადგან  ისინი იმსახურებენ,როგორც მართებულ რეკლამას ასევე ხარისხიან პროდუქტს.  მომხმარებლებს უნდა შესთავაზოთ ბრენდი, რომელსაც ისინი ენდობიან, პროდუქცია, რომელიც მოეწონებათ და მადლიერები იქნებიან. კომპანიას, რომელსაც სურს მომხმარებლებთან უფრო ახლოს ყოფნა ვალდებულია დააკმაყოფილოს ყველა მათი მოთხოვნა.

კლიენტებთან ურთიერთობის მართვა

Digital-მარკეტინგი  და მასთან დაკავშირებული  არხები მნიშვნელოვანია.  მომხმარებლებს კონკურენტებზე უკეთ უნდა იცნობდეთ.   ზუსტად უნდა იცოდეთ როდის, რატომ და რა დროს არიან ისინი მზად მიიღონ თქვენი ინფორმაციული გზავნილი.  ამ ინფორმაციის ცოდნისთვის საჭიროა  გქონდეთ კონსოლიდირებული  წარმოდგენა მომხმარებლების  უპირატესობებზე და მოლოდინზე  სხვადასხვა არხების მიხედვით: ვები, სოციალური ქსელები, მობილური კავშირი, პირდაპირი იმეილ გზავნილები, გაყიდვის პუნქტები და სხვა.

რაც უფრო კარგად გესმით კლიენტების, მით უფრო მარტივად გაზრდით კონვერსიას.

იყო ინტერნეტ მარკეტინგი, ახლა გვაქვს Digital-მარკეტინგი…

Digital გარკეტინგი– ხელშეწყობის ინსტრუმენტების კომპლექტი, რომელიც მოიცავს ციფრულ არხებს. ის არ არის ინტერნეტ მარკეტინგის იდენტური, რადგან ის მოიცავს ისეთ არხებს, როგორიცაა ტელევიზია, რადიო და გარე რეკლამა.  Digital მარკეტინგის არსი მდგომარეობს აუდიტორიის ონლაინ გარემოში ჩართვაში, თუმცა მისი ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს ოფლაინ არხები. ამ ტიპის მარკეტინგის ძირითადი დანიშნულება –აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაა და დღეს სწორედ ეს განსაზღვრავს  Digital მარკეტინგის ტენდენციებს. იმის გამო, რომ ეს სფერო დინამიურია ახალი ტენდენციებიც ისევე სწრაფად ჩნდება, როგორც კარგავს აქტუალობას,  ამიტომ აუდიტორიასთან ეფექტური კონტაქტისთვის ბრენდს უწევს მუდმივ რეჟიმში ცვლილებების განხორციელება, რათა არ ჩამორჩეს აუდიტორიის მოთხოვნებს. თუმცა, ამ სირთულის გარდა Digital მარკეტინგს აქვს რიგი უპირატესობები. მათ შორის მთავარი– აუდიტორიასთან კომპლექსური მუშაობაა, რომელიც შეიძლება  ერთდროულად მიმართული იყოს: იმიჯის ფორმირებაზე და შენარჩუნებაზე, გაყიდვებზე, მომხმარებლების მხარდაჭერაზე, უკუკავშირის ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა. მიუხედავად  უამრავი ინსტრუმენტისა  Digital მარკეტინგი მცირე ბიზნესისთვისაც ხელმისაწვდომია, რასაც ვერ ვიტყვით ტელე რეკლამაზე.
მარკეტინგის ეს არხი განსაკუთრებით ეფექტურია, მაშინ თუ ის მიმართულია  რამე კრიტერიუმით   შერჩეულ მომხმარებელთა ჯგუფზე, რომელიც  ადვილად გამოირჩევა მომხმარებლების ფართო მასიდან. თუ  ამასთან ერთად  საჭირო აუდიტორია 35 წელზე ახალგაზრდაა მაშინ– Digital მარკეტინგი უფრო ეფექტური იქნება, რადგან ეს ასაკობრივი სეგმენტი უფრო აქტიურად იყენებს  Digital მარკეტინგის მიერ გამოყენებულ მონაცემთა გაცვლის ყველა საშუალებას.

გუშინდელი Digital-მარკეტინგი- ნიშნავს ისეთი არხების გამოყენებას როგორიცაა:ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, მობილური კავშირი  და  გარე რეკლამა.

Digital-მარკეტინგი დღეს  არის : საიტის, ბრენდის , პროდუქციის ყველა ციფრული არხით, სოციალური მედიით, მობილური აპლიკაციებით, საბანერო რეკლამით  და ინტერაქტიული პრეზენტაციით,  კონტექსტური რეკლამით, თიზერული და ბანერული რეკლამით, ემაილ მარკეტინგით, PR-კამპანიით  და პარტიზანული მარკეტინგის ინსტრუმენტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი   digital-მარკეტინგის  ძირითადი არხია ის ასევე იყენებს სხვა არხებსაც მაგალითად : მობილური კავშირი, მობილური აპლიკაცია, პოდკასტი, განცხადებების ონლაინ დაფა, ინტერაქტიული ეკრანები, ციფრული ტელევიზია და რადიო.

ხვალის Digital-მარკეტინგი -ეს არის ანალიტიკის სწრაფ ავტომატიზირებულ გადაწყვეტილებებთან და მაღალ ტექნოლოგიურ ციფრულ ინსტრუმენტებთან  კავშირი, რომელიც მიმართულია საიტის, ბრენდის და პროდუქციის მეშვეობით  კლიენტის მოქმედებებზე მაქსიმალური გავლენის მოსახდენად.

digital-მარკეტინგის პრობლემები

მომხმარებლები ციფრულ ახრებში  უამრავ  ინფორმაციას  ტოვებენ და ეს ინფორმაცია  ძალიან სწრაფად იზრდება, რაც ართულებს ყველა მონაცემის სწრაფ   დამუშავებას.

digital-მარკეტინგში თქვენი მთავარი მიზანი უზარმაზარი ინფორმაციის( Big Data-ანალიტიკა) ნაკადში საჭირო მონაცემების პოვნა, გაანალიზება, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.

მეორე პრობლემა- გაძლიერებული კონკურენციაა. იმის გამო, რომ ტრადიციულ მედიასთან შედარებით ციფრული არხები გაცილებით იაფია  რის გამოც ის ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვისაა ხელმისაწვდომი- ამიტომაც ამ სფეროში კონკურენციაც დღითიდღე იზრდება.

ციფრულ მარკეტინგში წარმატება  დამოკიდებულია:

  • კლიენტებთან კომპლექსური კომუნიკაციის მართვა სხვადასხვაა –  როგორც ტრადიციულ ასევე ციფრულ არხებში;
  • მომხმარებელთან დინამიური ურთიერთქმედების უნარზე;
  • დიდი რაოდენობით მონაცემთა ანალიზის უნარი,  პრობლემების სწრაფად და ეფექტურად  გადასაჭრელად.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge