პრომო, სავიზიტო ვებ გვერდი – ეს არის კომპანიის სახე ინტერნეტში, ასე ვთქვათ მისი ვირტუალური სავიზიტო ბარათი,  რისი საშუალებითაც მომხმარებელი კომპანიაზე ძირითად ინფორმაციას იღებს. პრომო საიტის  შექმნას არ სჭირდება  ბევრი ფული და დრო, მაგრამ ამავდროულად მისი სწორი დაგეგმვა და შემდეგ შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული სვლაა.

ნებისმიერი საქმიანობის დროს, ინფორმაციის გასავრცელებლად   მინიმუმ პრომო საიტი მაინც უნდა არსებობდეს.  აქ აღარ დავიწყებ იმის ახსნა-განმარტებას, თუ რატომ და რისთვის. რისთვის გვჭირდება პრომო, სავიზიტო ვებ გვერდი პირდაპირ გადავალ თემაზე, თუ რა უნდა ჰქონდეს პრომო, სავიზიტო ვებ საიტს ყოველ მიზეზ გარეშე.

– მარტივი ნავიგაცია;

– ესთეტიკური და კრეატიული ვიზუალი;

– საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

– მართვის სიმარტივე.

დეტალურად ავხსნათ თითოეული რა, რისთვის და რატომ:) 

მარტივი ნავიგაცია – მომხმარებელმა ძალიან მარტივად და სწრაფად უნდა შეძლოს თქვენი ვებ საიტის მოძიება ინტერნეტში.  გახსოვდეთ, რომ  სავიზიტო ვებ გვერდი  არ უნდა იყოს გადატვირთული, რადგან მისი დანიშნულება მხოლოდ ძირითადი, საკვანძო ინფორმაციის მიწოდებაა, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომ მომხმარებელი საიტზე შესვლიდან 7 წამში იღებდეს გადაწყვეტილებას –  რომ  ის ერთადერთი რისთვის გვჭირდება პრომო, სავიზიტო ვებ გვერდი ვისაც ეძებდა სწორედ თქვენ ხართ.   ამისთვის საჭიროა 1-3 ჯადოსნური წინადადება, რომელიც ზუსტად და მკაფიოდ ასახავს თქვენ უპირატესობებს.

ესთეტიკური იერსახე –  სანამ გადაწყვეტთ თუ როგორი ვიზუალი უნდა ჰქონდეს თქვენ ვებ გვერდს, გახსოვდეთ, რომ ის წარმოაჩენს თქვენ იმიჯს ინტერნეტში. იმიჯის მნიშვნელობა კი მოგეხსენებათ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია გადაწყვეტილების მიღებისას.  თქვენი პოტენციური მომხმარებლები, პირველ რიგში  შეგაფასებენ თქვენი საიტის ვიზუალითა და ეფექტებით. მოიფიქრეთ ისეთი რამ, რომ ისინი დატოვოთ 7 წამზე მეტ ხანს, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ გაართოთ მომხმარებელი, მინიმალისტური მანიპულირებადი ეფექტებით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა –  პრომო ვებ გვერდზე  ძირითადად უნდა განათავსოთ  ინფორმაცია კომპანიის შესახებ, საკონტაქტო ტელეფონი, მომსახურება რომელსაც სთავაზობთ მომხმარებელს ან  პროდუქცია , რომელსაც ყიდით და 1-3 მიზეზი თუ რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ. იშვიათ შემთხვევაში,  საიტზე ასევე შეიძლება განათავსოთ ინფორმაცია თქვენი მიღწევების და ჯილდოების შესახებ. მაქსიმალურად მოკლედ და ლაკონურად.

მართვის სიმარტივე –  ეს ორმხრივად უნდა დაიგეგმოს,  როგორც მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილი საიტზე საჭირო ინფორმაცის მოძიება,  ასევე  იმ ადმიანისთვის, ვინც ამ ინფორმაციის განთავსებაზე იზრუნებს, ანუ ადმინისტრატორისთვისაც ადვილი უნდა იყოს საიტის მართვა. ამიტომ ერთი კეთილი რჩევა – რისთვის გვჭირდება პრომო, სავიზიტო ვებ გვერდი  გარდა ვიზუალური მხარის დაგეგმვისა, სანამ დაკვეთას გააფორმებთ, დაფიქრდით რას და როგორ უნდა აკეთებდეს თქვენი სამართავი პანელი.

p.s. თქვენი შემდეგი სტყვები,  რომ “ეს” ისედაც უნდა ჰქონოდა თითქოს ადმინპანელს, ეს შეცდომაა,! დაიმახსოვრეთ –  სამართავ პანელს ექნება ის, რაც თქვენ მოითხოვეთ.

მარტივი სამართავი პანელის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ინფორმაციის განთავსებაზე ზრუნვა შეეძლება კომპანიაში უკვე არსებულ, რომელიმე ნაკლებად დატვირთულ თანამშრომელსაც და თქვენ ეს ყველაფერი აგარიდებთ დახარჯოთ ენერგია –  ახალი კადრის აყვანაზე და თანხა მისი ხელფასისთვის.

ყველაზე მთავარი, თქვენი საქმიანობის ინტერნეტში  მარტივი ნავიგაციისთვის  მხოლოდ პრომო, სავიზიტო საიტის სწორი დაგეგმვა და მისი შექმნა როდია, არ დაგავიწყდეთ მისი ინტეგრაცია საძიებო სისტემებთან ანუ SEO.

კომპანიები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ  თავიანთ იმიჯზე და პოზიციებზე ინტერნეტში,  საიტს ანახლებენ მინიმუმ ყოველთვიურად საჭირო და სასარგებლო ინფორმაციით, ხოლო ვებ გვერდს  წელიწადში ერთხელ უცვლიან დიზაინს, იფიქრებენ ახალ საჭიროებებს, რომლებსაც ითხოვენ პირდაპირ თუ ირიბად მათი მომხმარებლები.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge