New Zeland Transport Agency —იფიქრე ჩემზე

სააგენტო: Clemenger BBDO

ახალი ზელანდიის სატრანსპორტო  სააგენტო  ამტკიცებს, რომ  სოციალური  რეკლამა ყველაზე კარგად მუშაობს.

Clemenger BBDO და  ახალი ზელანდიის სატრანსპორტო  სააგენტოს   საერთო ნამუშევარი— «იფიქრე ჩემზე»  –  აგრძელებს ახალ ზელანდიაში მცხოვრები   ხალხის   ცნობიერების შეცვლას უსაფრთხო ტარებასთან დაკავშირებით.

კამპანია ჩაეშვა  2016 წლის  27 მარტს, რომელიც  მძღოლებზეა ორიენტირებული

UVK — მსახიობები

სააგენტო: Y&R (Lima, Peru)

პერუს კინოთეატრების ქსელმა UVK -მა  გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირება და ამ  ინფორმაციის გასავრცელებლად  იუმორისტული ვიდეორგოლი  “მსახიობები” გამოუშვა.

Audi — დუელი

სააგენტო: Venables Bell & Partners

ეს რეკლამა გამოვიდა დონალდ ტრამპის და ჰილარი კლინტონის პირველი დებატების დროს.

GeorgeTown Opticians — თვალის გუგა

სააგენტო: Design Army

პირველი ვიდეორგოლი ოპტომეტრისტების ოჯახზე.   ის 2015  წელს  გამოვიდა  და სარეკლამო ინდუსტრიაში უამრავი ფანი შეიძინა.

ახალ ეპიზოდში მთავარი გმირები ბებიასთან მიდიან, რომელიც   შეთავსებით ოპტომეტრიას  ორაკულია. მას სურს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება, მაგრამ ამ დროს უცნაური რამ ხდება …

CARE NORWAY — საყვარელო  მამიკო

სააგენტო: SCHJAERVEN REKLAMEBYRÅ

ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Care International- ის ვიდეორგოლი  მალევე გახდა ვირუსული. მან 2016 წლის კანის ლომების ფესტივალზე  ორ კატეგორიაში აიღო ჯილდო. ვერცხლი –  ონლაინ-ფილმების კატეგორიაში და ოქრო –  სცენარისთვის.

სცენარის მიხედვით ჯერ კიდევ არ დაბადებული  გოგონა წერს მამას წერილს, რომელშიც ის თხოვს   დაიცვას ბიჭების  უდანაშაულო “ხუმრობებისგან”

Emirates — მეორე პილოტი

სააგენტო: WPP Team Air

ჯენიფერ ენისტონი აგრძელებს ავიაკომპანია   Emirates- ის ლუქსით  მოგზაურობას, რომლის დროსაც ის თავგადასავალში ხვდება.

BMW Films — გაქცევა

BMW – ფილმების სერიიდან ერთ-ერთი.  კომპანია BMW-ს სარეკლამო კამპანიის ვდეორგოლზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან: ჯონ ფრანკენჰაიმერი, ენგ ლი, ვონგ კარ-ვაი, გაი რიჩი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ჯონ ვუ, ჯო კარნახანი  და ტონი სკოტი.  AdAge-მა  რეკლამების ეს სერია 21-ე საუკუნის საუკეთესო სარეკლამო კამპანიებს შორის მესამე ადგილზე დააყენა.

SAVANT — გადასვლა

სააგენტო: J. WALTER THOMPSON ARGENTINA

არგენტინული ფარმაცეპტული გიგანტის Savant- ის რეკლამაში სააგენტო  J.Walter Thompson- მა 2016 წელს  კანის ლომების ფესტივალზე  ვერცხლი მოიგო.  შეყვარებული მოზარდების შეწყვეტილი სიყვარულის ისტორიის ყურება უსასრულოდ შეიძლება.

Nike — Unlimited you

სააგენტო: Wieden + Kennedy (Portland)

ეს  Just Do It «Unlimited» -კამპანიის ნაწილია, რომელიც სულ  23  ვიდეორგოლისგან შედგება.  კამპანია ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც არ უყენებენ საკუთარ თავს შეზღუდვებს მიუხედავად:

  • სხეულის ჯანსაღი  ნაწილების არქონისა (კაილ  მეინარდი —  ММА- ს მებრძოლი, პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც  ამპუტირებული   კიდურების მიუხედავად კილიმანჯარო დაიპყრო);
  • ასაკისა (დედა მადონა ბაჯერი  «რკინის მონაზონი», რომელმაც 82 წლის ასაკში გაირბინა  სუპერ ტეატლონი  “IronMan”);
  • წარსული გამარჯვების და დამარცხების აჩრდილებისა( სერენა უილიამსი — ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე რთული  საჩოგბურთო კარიერა  აქვს  ისტორიაში);
  • სქესისა  (ელენა დელლ დონი— ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის  ყველაზე ღირებული მოთამაშე (2015წ);
  • სექსუალური ორიენტაციისა (კრის მოიზერ  — პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი, რომელიც ამერიკის  ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა);

Kenzo World — ახალი არომატი

რეჟისორმა : სპაიკ ჯონსმა,  ქორეოგრაფმა: რაიან ჰეფინგტონმა, მოდელმა და მოცეკვავემ: მარგარეტ კელიმ  KENZO-ს ახალ რეკლამაში დაამსხვრიეს პარფიუმის რეკლამის სტერეოტიპები.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge