ფაინენშალ  ტაიმსმა  ფილიპ კოტლერი   დაასახელა ყველა დროის  მენეჯმენტის გურუდ (ჯეკ უელშის, ბილ გეიტსის და პიტერ დრაკერის შემდეგ).
ევროპის მენეჯმენტის ცენტრმა კი ის დაასახელა, როგორც “მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ექსპერტი მარკეტინგის სტრატეგიული პრაქტიკის ქონაში”. კოტლერი მიჩნეულია სოციალური მარკეტინგის ერთ-ერთ პიონერად.

დოქ. კოტლერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სასწავლო წიგნის ავტორია  (Marketing Management – მარკეტინგის მენეჯმენტი), რომელიც  მეთორმეტედ  გამოიცა. ის  მრავალი სახელგანთქმული წიგნის ავტორი და თანაავტორია: Kotler on Marketing, Lateral Marketing, Strategic Marketing for Non-Profits, Marketing from A to Z, The 10 Deathly Marketing Sins, Marketing Moves, Marketing Places, The Marketing of Nations, და Social Marketing.

დოქ. კოტლერმა 100- სტატიაზე მეტი გამოაქვეყნა მოწინავე ჟურნალებში:  The Harvard Business Review, Sloan Management Review, Business Horizons, California Management Review, და The Journal of Marketing.

ის დაჯილდოვებულია, როგორც:  წლის მარკეტინის გამორჩეული განმანათლებელი. ჯილდო მიანიჭა  ამერიკული მარკეტინგის ასოციაციამ და წლის მარკეტერმაც (Sales and Marketing Executives International-SMEI)

თავის საკონსულტაციო ფირმის, The Kotler Marketing Group (KMG) მეშვეობით, დოქ. კოტლერს მრავალი  ამერიკული და უცხოური კომპანიებისთვის გაუწევია დახმარება . მათ შორისაა – IBM, Michelin, Bank of America, General Electric, Honeywell, და Motorola – მარკეტინგული სტრატეგიის და დაგეგმარების, მარკეტინგული ორგანიზების და საერთაშორისო მარკეტინგის სფეროში.

ის მუდმივად მართავს სემინარებს მარკეტინგის მოწინავე კონცეფციებზე. ასევე მონაწილეობს KMG-ს კლიენტების პროექტებზე.

კოტლერის წიგნი “მარკეტინგის საფუძვლები” იქცა მარკეტინგის  ერთგვარ “ბიბლიად”.

ფილიპ კოტლერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  წიგნია “10 მომაკვდინებელი ცოდვა მარკეტინგში”

პირველი ცოდვა –  კომპანია ნაკლებ ყურადღებას აქცევს ბაზარს და  ნაკლებად არის ორიენტირებული მომხმარებლებზე;

მეორე ცოდვა – კომპანიას არ ესმის  თავის სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნები;

მესამე ცოდვა – კომპანია   ვერ  განსაზღვრავს კონკურენტებს  და ვერ აკონტროლებს  მათ ქმედებებს;

მეოთხე ცოდვა – კომპანია  არასწორად  ურთიერთობს დაინტერესებულ პირებთან ;

მეხუთე ცოდვა – კომპანია არ ეძებს ახალ შესაძლებლობებს;

მეექვსე ცოდვა –  დაგეგმარების ეტაპები ხორციელდება არასწორად;

მეშვიდე  ცოდვა – კომპანიის მომსახურებებს და სავაჭრო  სტრატეგიებს ბევრი ნაკლი აქვს;

მერვე  ცოდვა –  კომპანია არ ცდილობს ძლიერი ბრენდის შექმნას;

მეცხრე  ცოდვა –  მარკეტინგის განყოფილების  ცუდი ორგანიზებულობა ხელს უშლის  ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიას;

მეათე  ცოდვა – კომპანია  არ იღებს მაქსიმალურ სარგებელს  ახალი ტექნოლოგიებისგან.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge