კონტენტ მარკეტინგი- მიზნრობივი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით მოთხოვნადი კონტენტის შექმნისა და გავრცელების მარკეტინგული ტექნოლოგიაა, რომლის მიზანია თქვენი კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდა.

შედეგი:

  • მეტი ცნობადობა
  •  მეტი ვიზიტორები
  •  მეტი მომხმარებლები

ამ სტატიაში გთავაზობთ  მონაცემებს, რომლის ნახვის შემდგომ თქვენ დარწმუნდებით  კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობაში.

(ლიდი არის თქვენი შეთავაზებით დაინტერესებული პირი, რომელიც გიტოვებთ მის საკონტაქტო მონაცემებს)

კონტენტ მარკეტინგის გამოყენება

«კონტენტი — ძიების პირველი მიზეზი.» (Lee Odden, TopRank Marketing).

  • ყოველდღიური გავრცელება 27 000 000 კონტენტის ერთეული;
  • B2B-კომპანიების  86% – იყენებს კონტენტ-მარკეტინგს;
  • საშუალოდ მარკეტინგის ბიუჯეტის 28%- იხარჯება კონტენტ მარკეტინგისთვის;
  • B2C-კომპანიების 77% – იყენებს კონტენტ მარკეტინგს;
  • მარკეტოლოგების 55%  მომდევნო 12 თვის განმავლობაში კონტენტ მარკეტინგის ბიუჯეტის გაზრდას აპირებს;
  • მარკეტოლოგების 59% ყოველდღიურად ჰქმნის  კონტენტის მინიმუმ 1 -ერთეულს;
  • კონტენტ მარკეტინგი —ინვესტირების მთავარი სფერო  მომდევნო 12 თვის განმავლობაში;
  • B2B -ის  მარკეტოლოგები საშუალოდ კონტენტ მარკეტინგის 13 ტაქტიკას იყენებს;
  • ორგანიზაციების 47%  აქვს  კონტენტ-მარკეტინგის განყოფილება;
  • B2B -ის მარკეტოლოგების 70% დღეს ქმნიან უფრო მეტ კონტენტს ვიდრე ერთი წლის წინ;
  • წამყვანი კონენტ-მარკეტოლოგები შემდგომი 12 თვის მანძილზე საკუთარი ხარჯების ზრდას გეგმავენ;
  • მარკეტოლოგების 42% კვირაში რამდენჯერმე ახალ  კონტენტს აქვეყნებს;
  • კომპანიების 54% ყველა სახის მარკეტინგიდან უპირატესობას სწორედ კონტენტ მარკეტინგს ანიჭებენ;

«კონტენტ მარკეტინგი— ეს არის ერთადერთი მარკეტინგი,რომელიც დაგვრჩა.» (სეტ გოდინი, Seth Godin).

კონტენტის გავრცელება

კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

მარკეტოლოგების  პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც  სხვადასხვა სახით ავრცელებენ კონტენტს. 

კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

კონტენტ-მარკეტინგის მიერ გამოყენებული ტაქტიკები  (ზევიდან -ქვევით): კონტენტი სოციალურ ქსელებში, ელექტრონული გზავნილები, სტატიები საიტზე, ბლოგი, ვიდეო, ილუსტრაციები-ფოტოები, ტექნიკური დოკუმენტაცია, ონლაინ პრეზენტაციები, ინფოგრაფიკა, სემინარები/მედია პრეზენტაცია, კვლევითი ანგარიშები,  ბრენდირებული კონტენტის ინსტრუმენტები,ელექტრონული წიგნები, ბეჭდური ჟურნალები, წიგნები, მობილური აპლიკაციები, ციფრული ჟურნალები, ვირტუალური კონფერენციები, პოდგასტი, დაბეჭდილი ნაშრომები, თამაშები.

  • ხელის შესაწყობად/კონტენტის გასავრცელებლად  საშუალოდ გამოიყენება 3 ფასიანი სარეკლამო მეთოდი.
  • B2B-ის კონტენტის 80%  მისაღებად საჭიროა  რეგისტრაცია.

კონტენტ მარკეტინგის მიზანი და პროგრამები

«კონტენტი — ყველაფერი ის, რაც მკითხველისთვისაა ღირებული» (Avinash Kaushik, Google)

  • მარკეტოლოგების 55% ამ მომენტში დაკავებულია  მისთვის ყველაზე ეფექტური კონტენტის ძიებით. ხოლო 31% – კი ამ საქმით დაკავებას შემდეგი 12 თვის მანძილზე გეგმავს.
  • მარკეტოლოგების 63% ამ მომენტში მუშაობს საიტის მნახველების რიცხვის გაზრდისთვის. ხოლო 23% კი ამ საქმით დაკავებას შემდეგი 12 თვის მანძილზე გეგმავს.
  • მარკეტოლოგების 84%- მიიჩნევს,რომ კონტენტ მარკეტინგის მთავარი მისია ბრენდის ცნობადობის ამაღლებაა.  (brand awareness)
კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

მარკეტოლოგების პროცენტი, რომლებიც შემდეგ პოზიციებს  თავის მიზნებად ისახავენ (ზევიდან ქვევით): ბრენდის ცნობადობა,  ლიდების გენერირება, ჩართულობა,გაყიდვები,  მომხმარებლების შენარჩუნება.

  • მარკეტოლოგების 69% ამ მომენტში მუშაობს უფრო ეფექტური/ მაღალხარისხიანი კონტენტის შექმნაზე. ხოლო 19% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
  • მარკეტოლოგების 54% ამ მომენტში უფრო მრავალფეროვანი კონტენტის შექმნაზე მუშაობს. ხოლო 28% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
  • მარკეტოლოგების 63% ამ მომენტში ეძებს კონტენტის რეორენტაციის საუკეთესო გზას. ხოლო  23% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
  • მარკეტოლოგების 60% ამ მომენტში  ვიზუალური კონტენტის შექმნითაა დაკავებული. ხოლო 26% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
  • მარკეტოლოგების 63% ამ მომენტში დაკავებულია  საკუთარი აუდიტორიის შესწავლით . ხოლო 21% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

როგორ ზომავენ მარკეტოლოგები წარმატებას (ზევიდან ქვემოთ): ბრენდის ცნობადობა, ლიდების გენერირება , ჩართულობა, გაყიდვები, ლიდების დაბრუნება, კლიენტების შენარჩუნება

  • მარკეტოლოგების 58% ამ მომენტში  კონტენტის ოპტიმიზაციითაა დაკავებული. ხოლო 26% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს.

მოხმარებლების თვალით დანახული კონტენტ მარკეტინგი

«კონტენტ მარკეტინგის არსი — საინტერესო ისტორიის მოყოლაში მდგომარეობს.» (Joe Pulizzi, Content Marketing Institute)

  • ინტერნეტ მომხმარებლები ქსელში ყოფნის დროს 20% კონტენს უთმობენ.
კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

ბოლო 12 თვის მონაცემების თანახმად – მომხმარებლები ყიდვის გადაწყვეტილებას იღებდნენ კონტენტზე დაყრდნობით: ტექნიკური დოკუმენტაცია, სემინარები, ელექტრონული წიგნები, ვიდეო, ბლოგის პოსტები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული პრეზენტაციები, ROI კალკულატორები.

  • მომხმარებლების 68% დროს მათთვის საინტერესო ბრენდების შესახებ არსებული მასალების კითხვაში ხარჯავენ;
  • ადამიანების 60% პროდუქციის ძებნას ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ იწყებს;
  •  B2B -ის მომხმარებლების  55,8% მათთვის საინტერესო კონტენტს თავიანთი მობილური ტელეფონების მეშვეობით კითხულობენ;
  • მომხმარებლების 82%  უფრო დადებითად არიან განწყობილი იმ  კომპანიისადმი, რომლის კონტენტსაც გაეცვნენ;
  • მომხმარებლების 70% პროცენტი კომპანიას ეცნობა სტატიებიდან და არა რეკლამიდან;
  • მამხმარებლლების 70%  თავს უფრო ახლოს გრძნობენ იმ კომპანიასთან, რომელსაც რელევანტული კონტენტი აქვს;
  • B2B- ის მომხმარებლების95% უპირატესობას მცირე კონტენტს ანიჭებენ;

კონტენტ-მარკეტინგის სირთულეები

«კონტენტი — მეფეა.» ( Bill Gates)

  • კონტენტ-მარკეტინგთან მუშაობას  ეფექტიანად მარკეტოლოგების მხოლოდ 38% თვლის.
  • მარკეტოლოგების 81% თვლის, რომ კონტენტ-მარკეტინგში ყველაზე რთული სამუშაო საინტერესო მატერიალის შექმნაა.
კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

სირთულეები,რომელიც ხვდება B2B-ის მარკეტოლოგებს (ზევიდან ქვემოთ): კონტენტის მუდმივი წარმოება, კონტენტის ეფექტურობის გაზომვა, მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა, ბიუჯეტის დეფიციტი,მარკეტინგში ინტეგრაცია, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სირთულეები.

  • მარკეტოლოგების 58%  თვლის, რომ მათი კონტენტი ხელს არ უწყობს ჩართულობას;
  • მარკეტოლოგების 29% აღიარებს, რომ მატი კონტენტი არ იწვევს ინტერესს;
  • მარკეტოლოგების 29%  არსებული კონტენტი მოსაწყენია;
  • მარკეტინგის სფეროს პროფესიონალების მხოლოდ  39% არის კმაყოფილი კონტენტ-მარკეტინგში ROI -ის თვალყურით;
  • მარკეტოლოგების 29%  დიდი კონტენტს ძნელად ასათვისებლად მიიჩნევს;
  • მარკეტოლოგები 46% ამ მომენტში მუშაობენ კონტენტ-მარკეტინგის ROI- გაზომვაზე. ხოლო  36% ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;

კონტენტ-მარკეტინგის ეფექტურობა

«უნდა შეიქმნას ძალზე კარგი კონტენტი: სასარგებლო, სასიამოვნო და  შთამაგონებელი.» (Ann Handley MarketingProfs- კონტენტის მთავარი სპეციალისტი)

  • კონტენტ-მარკეტინგის ხარჯები ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით  62% უფრო მცირეა და ამასთანავე 3-ჯერ ეფექტური;
  • კონტენტ-მარკეტინგზე  დახარჯული ყოველი დოლარი   ლიდების მოზიდვაში  3-ჯერ ეფექტურია;
  • მარკეტოლოგების 53%-მა  კონტენტ-მარკეტინგი SEO- ყველაზე ეფექტურ ტაქტიკად აღიარა;
  • ბოლო 12 თვის მანძილზე წამყვანმა კომპანიებმა კონტენტ მარკეტინგის დახმარებით ლიდების რაოდენობა   18%-ით გაზარდეს;
  •  ფირმებს,რომლებიც კონტენტ-მარკეტინგს იყენებენ კონვერსიის კოეფიციენტები  6-ჯერ უფრო მაღალი აქვთ;
  • ორგანიზაციების 41% ,რომლებიც კონტენტ-მარკეტინგს  იყენებენ, ამბობენ რომ მათი ბრენდის  ცნობადობამ საგრძნობლად იმატა;
  • კომპანიების 51% ამბობს,რომ კონტენტ-მარკეტინგის წყალობით მიღებული ლიდები, უფრო ხარისხიანია;
კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები

კონტენტ მარკეტინგის ყველაზე ეფექტური ტაქტიკები (ზევიდან ქვევით): სემინარები/(Webcasts), ვიდეო, ბლოგი, ქეისები, კვლევითი ანგარიშები, ელექტრონული გზავნილები, ელექტრონული წიგნები, მიკროსაიტები.

  • ორგანიზაციების 48%  რომლებიც კონტენტ-მარკეტინგს იყენებენ ამბობენ, რომ ის ხელს უწყობს არსებული და მომავალი მომხმარებლების ჩართულობას;
  • კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბლოგი თვეში 67%- ით მეტ ლიდებს იღებენ;

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge