ბევრი დაგვეთანხმდება, რომ ხარისხიანი დიზაინი — არ არის უბრალოდ ტენდენციების გათვალისწინება, ეს არის რამე  ორიგინალურის და უნიკალურის შექმნა.

1. ანიმაციური ლოგოები

ბოლო დროს ძალიან პოპულარულია “ხელით” ნაწერი ფონტები და ანიმაციური ლოგოები. ამის გამო უამრავი დიზაინერი იყენებს ამ ეგრეთ წოდებულ “ბავშვურ” ხელწერას, რომელიც  70-იან 80-იან წლებში ძალზედ პოპულარული იყო.

WeTransfer — დიდი ფაილების გასაგზავნი აპლიკაცია.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

2. მინიმალიზმი

მინიმალიზმი გულისხმობს არასაჭირო დეტალების მოშორებას და ძირითადი არსის დატოვებას, ეს დიზაინერებს საშუალებას აძლევს შეიმუშაონ თანამედროვე,შთამაგონებელი დიზაინი, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენებენ.

ეს ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება – მინიმალიზმისკენ სწრაფვა, ცოტა ფერები და სიმარტივე –  Apple თავის პროდუქციას ამ კრიტერიუმების მიხედვით ქმნის.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

გლუვი დიზაინი— ამავე ტენდენციის ნაწილია: მას ახასიათებს სუფთა, ელეგანტური ესთეტიურობა ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე. გლუვი დიზაინი ქმნის კომფორტის და სიცხადის შეგრძნებას, ხოლო  ასკეტური და მკაცრი  დიზაინი—სამგანზომილებიანი და გრადიენტებიანი დიზაინის ღირსეული ალტერნატივაა. მისი საშუალებით  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ლოგო.

3. გეომეტრიული ფორმები

გეომეტრიული ფორმების მქონე ლოგო ყოველთვის გამოირჩევა  სხვა სტილის ლოგოებისგან. ლოგოში გეომეტრიული სტილის გამოყენების ყველაზე კარგი მაგალითებია —  Waymo (უპილოტო ავტომობილები) და Ministry Of Sound (მუსიკალური ლეიბლი).

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

4. გამარტივებული

ბრენდების უმრავლესობა მიისწრაფის  ლოგოების გამარტივებისკენ, სუფთა ესთეტიკისკენ. ამ ტენდენციის გაჩენა გამოიწვია იმან, რომ ხალხი უფრო ხშირად იყენებს ისეთ მოწყობილობებს, რომლებსაც ზედმეტი დეტალები არ აქვს.

ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბმა იუვენტუსმა  კომპანია  Interbrand-ის მიერ  შექმნილი მინიმალისტური ლოგოს  გამოყენება  დაიწყო.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

5. ღია ფერები

ბოლო თვეების განმავლობაში ბრენდებმა  ყურადღების მისაქცევად ღია ფერების გამოყენება დაიწყეს . მსგავსს ლოგოებს  ნაკლები წონა აქვს, რის გამოც სურათი და საიტიც მალე იტვირთება.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

6. ტიპოგრაფიულ ხრიკები

ბოლო დროს ბრენდები მიმართავენ მცირე ტიპიგრაფიულ ხრიკებს  და ორაზროვან სიტყვებს, ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ ინდივიდუალიზმს.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

7. ერთმანეთზე გადამჯდარი ასოები

ეს ტენდენცია ჰგავს წინას: ასოები გადადის ერთმანეთში, რაც ლოგოს ძალის, სიძლირის შეგრძნებას მატებს. ცოტა ნიშნავს ბევრს: გარკვეული ელემენტების დამალვით დიზაინები ტოვებენ ზუსტად იმდენს, რამდენიც აზრის ჩასაწვდომადაა საჭირო.  სასტუმროები, კაფეები და რესტორნები ხშირად იყენებენ მსგავს ლოგოებს.  სიმშვიდის დახვეწილობის და პროფესიონალიზმის ხაზგასასმელად.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

8. შავ-თეთრი ლოგოები

შავი და თეთრი ფერი ქმნის სიძლიერის და ელეგანტურობის შეგრძნებას (Chanel). შავ-თეთრი ლოგოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი დიზაინისთვის, ასევე  ნებისმიერ სხვა ტრენდთან ერთად.  შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფერადი ლოგოს შავ-თეთრი ვარიანტიც.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

9. გრადიენტები

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოდაში მინიმალიზმია გრადიენტებიანი ლოგოები კვლავ მოთხოვნადია და ეს ისეთი დიდი კომპანიების დამსახურებაა როგორიცაა  მაგალითად Apple.  გრაფიკულ დიზაინში მსგავსი ტიპის ლოგოები  აღარ არის ისეთი პოპულარული როგორც ადრე, მაგრამ მიუხედავად ამისა დიზაინერები მრავალფეროვნებისთვის  მაინც იყენებენ მათ, ოღონდ უფრო ნაკლებად მკვეთრი ფერებით და მატერიალური დიზაინის ელემენტებით.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

10. Line Art

გრაფიკული დიზაინი მინიმალიზმმა მოიცვა  — ამიტომ დიზაინერები მიმართავენ  Line Art-ს, რომელშიც იყენებენ მარტივ ხაზებს და მუქ ფერებს, მისი საშუალებით ტექსტი და სურათი ერთმანეთში  ჰარმონიულად გადადის.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

11. ტრაფარეტული ტიპოგრაფია

ეს სტილი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ძალიან ლამაზი დიზაინი.

ტრაფარეტული ფონტები უამრავი ფორმის და ზომის არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისე, რომელიც ზუსტად შეეფერება თქვენ კომპანიას.   ასევე გახსოვდეთ, რომ ლოგო უნდა იყოს თამამი და დასამახსოვრებელი. 2017 წელს ტრაფარეტულ ლოგოებზე მოთხოვნა შენარჩუნდება.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

12.ერთმანეთზე გადადებული ფერები

ადრე უბრალო გეომეტრიული ფორმები ნაწილობრივ გრადიენტებით ედებოდა ერთმანეთს და გამოიყენებოდა ისეთი ლოგოებისთვის, რომელშიც ცხოველები ფიგურირებდნენ, მაგრამ დღეს  წამყვანი კომპანიების წყალობით ეს ტენდენცია აღარ არის მხოლოდ გარკვეული სეგმენტისთვის. ამ ტენდენციის გაჩენა  MasterCard-ის ცნობილი ლოგოს დამსახურებაა.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

13. ჩარჩოიანი ტექსტი

ხანდახან ჩვენ გვხვდება ლოგო,რომელშიც ტექსტი ჩასმულია რამე გეომეტრიულ ფიგურაში, ესეთი ფორმის ლოგო  ახდენს დიდ შთაბეჭდილებას და იპყრობს მყიდველის ყურადღებას.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

14. ხელით შესრულებული ლოგოები

ზოგიერთი ლოგო ძალიან ჰგავს ხელით შესრულებულ ნახატს, ამისთვის დიზაინერები იყენებენ უამრავ ეფექტს, მაგალითად ვინტაჟურ ნახატებს.  მსგავსი ლოგოები არის ინოვაციური, ისინი ამაღლებენ ბრენდის ცნობადობას.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

15. მოძრავი ელემენტები

ლოგოების უმრავლესობა სტატიკურია. მაგრამ როცა  მეტი კრეატიულობაა საჭირო დიზაინერები ანიმირებულ  GIF-ებს მიმართავენ, რაც ვიდეო და მობილური მოწყობილობების ეპოქაში ძალზედ პოპულარულია. მოძრავი ელემენტები დიდ ყურადღებას იქცევს, გარდა ამისა ესეთი ლოგოები შეიცავენ მოულოდნელობის დიდ ეფექტს, რაც ავტომატურად ინტერესს უფრო აღრმავებს.

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge