ფერი არა  მხოლოდ ვებ-გვერდის დიზაინის  მნიშვნელოვანი კომპონენტია,  არამედ  ის ასევე დიდ როლს თამაშობს  UX-ში  (user experience, ურთიერთქმედების გამოცდილება). ამ ინსტრუმენტის საშუალებით  თქვენ შეგიძლიათ გარკვეული ემოციების გამოწვევა, ყურადღების მიქცევა და ვიზუალური მინიშნების შექმნა საიტზე უფრო კომფორტულად მუშაობისთვის.

ფერის არჩევისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე — ის უნდა შეეფერებოდეს  იმ სფეროს რომელშიც მუშაობთ: არასწორად შერჩეულმა  ფერთა პალიტრამ შეიძლება შექმნას არასწორი შთაბეჭდილება  კომპანიის შესახებ. მაგალითად თქვენი საყვარელი ფერები შეიძლება არ შეესაბამებოდეს  თქვენ ბრენდს ან არ მოეწონოს თქვენ სამიზნე აუდიტორიას.

ჩვენ დაგეხმარებით იპოვოთ იდეალური პალიტრა,  მოგიყვებით თუ რომელი ფერი რა ემოციას იწვევს და რომელი ფერი უბიძგებს მომხმარებლებს მოქმედებისკენ.

  • სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება

კრეატიული და მცოდნე დიზაინერის ხელში ფერები და გამოსახულება ქმნიან  უნიკალურ სტილს, რომელიც მომხმარებლებში დადებით ემოციებს იწვევს.

თუ ფერებს  UX- ის მხრივ შევხედავთ, მაშინ  მათ სხვა მიზანი უჩნდებათ: უბიძგონ მომხმარებელს გარკვეული მოქმედებისკენ, საჭირო ტექსტის წაკითხვისკენ  და ლინკზე გადასვლისკენ.

ამ გავლენის მისაღწევად ჯერ უნდა იპოვოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია. ადამიანები ასაკიდან, სოციალური სტატუსიდან და კულტურული ფასეულობებიდან გამომდინარე  ერთნაირ ფერებზე განსხვავებულად რეაგირებენ.

თავდაპირველად განსაზღვრეთ ოთხი საკვანძო  მომენტი:

1. პროდუქტი და ბიზნესი  რომლისთვისაც იქმნება საიტი;
2. სამიზნე აუდიტორიის შემადგენლობა;
3. როგორ აღიქვავს სამიზნე აუდიტორია გარკვეულ ფერებს;
4. როგორი ფერების გამოყენება შეიძლება UX- ისთვის;

საინტერესო ფაქტია ის, რომ ზოგიერთი სფერო ერთ კონკრეტულ ფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგალითად , ტექნოლოგიური გიგანტები Dell და HP  ვებ-დიზაინში ლურჯ ფერს ანიჭებენ უპირატესობას.

ამ ტენდენციას თავისი მიზეზები აქვს — სწორი  ფერთა  გამა  პოტენციურ  მომხმარებლებში იწვევს კომპანიისთვის საჭირო ემოციებს:

რა გავლენას ახდენს ფერი მომხმარებელზე?

ფერების მნიშვნელობა:
ყვითელი — ოპტიმიზმი, სიცხადე, სითბო;
ნარინჯისფერი — კეთილგანწყობა, მხიარულება, სითამამე;
წითელი— მღელვარება, ენერგია, თავდაჯერებულობა;
იასამნისფერი — ხელოვნება, ფანტაზია, სიბრძნე;
ცისფერი — ნდობა, დაცვა, ძალა;
მწვანე — გონება, ზრდა, ჯანმრთელობა;
რუხი — ბალანსი, ნეიტრალურობა,სიმშვიდე.

თუ თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  Twitter- ის დიზაინმა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ლურჯი ფერი თქვენს საიტზე.  უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა იფიქროთ კლიენტებზე —გაარკვიოთ რომელი ფერი მოეწონებათ მათ.

ფერთა პალიტრას , რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენ აუდიტორიას  ბრენდის ჰარმონიული  იმიჯის შექმნა შეუძლია.

ფერთა პალიტრის შექმნა

გადავხედოთ ფერების წრეს — მარტივი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ჰარმონიული ფერების კომბინაციის შერჩევას:

რა გავლენას ახდენს ფერი მომხმარებელზე?

წითელი, ყვითელი და ლურჯი არის  პირველადი (primary) ფერები. მათი კომბინირებით თქვენ შექმნით მეორად (secondary) ფერებს : ნარინჯის ფერი, მწვანე და იასამნისფერი. თეთრი ფერი შეგიძლიათ ფონად გამოიყენოთ, ხოლო   შავი —  ჩრდილად.

ფერები, რომლებიც  ერთმანეთის პირისპირ დგანან  ეწოდებათ კომპლემენტარული,  დამატებითი, მაგალითად მწვანე და წითელი.  მსგავსი ფერების შეხამება  ძალიან კონტრასტულია და საიტზე მათი გამოყენება ყურადღების მისაქცევად შეგიძლიათ. კომპანია Work Ninja -მ საიტის მთავარ გვერდზე ზუსტად ეს ფერები გამოიყენა:მწვანე ფონზე ვხედავთ ნათელ წითელ ღილაკს, რომლის  უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია.

რა გავლენას ახდენს ფერი მომხმარებელზე?

დაიმახსოვრეთ—არ გამოიყენოთ ყველგან მსგავსი კომბინაციები, რადგან მომხმარებლები დაიბნევიან  მათ არ ეცოდინებათ   რას მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში.

ფერებს, რომლებიც ფერების წრეში  გვერდიგვერდ დგანან  მიმდებარე ფერები ეწოდებათ.  ამ ფერების შეხამება ნაკლებად კონტრასტულია, რაც  ვიზიტორების უფრო მშვიდ ემოციებს იწვევს.  Lloyds Bank- მა აირჩია მსგავსი ფერები თავისი საიტისთვის.

რა გავლენას ახდენს ფერი მომხმარებელზე?

User Experience -ს გაუმჯობესება

ფერების არჩევის შემდეგ, დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი გამოიყენება. მთავარია საიტი გამოიყურებოდეს შეთანხმებულად, ასევე, დარწმუნდით, რომ ფერები არ ართულებენ ვიზიტორებთან ურთიერთქმედებას.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge