ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, ბრენდ სიმბოლიკაში გამოყენებული სხვადასხვა ფერები გავლენას ახდენენ მის რეპუტაციაზე.

წითელი

ბრენდებს შორის, რომლებმაც ეს ფერი აირჩიეს ყველაზე გამორჩეულები არიან: Coca-Cola, Canon, Levis, H&M და სხვა.

წითელი ფერის დადებითი ენერგეტიკა ასოცირდება: ძალასთან, ენერგიასთან, აღტაცებასთან, ვნებასთან და  აღფრთოვანებასთან. მაგრამ ამ ფერს აქვს უარყოფითი მხარეც, რადგან ის ასევე ასოცირდება—  შიშთან, ტკივილთან და საფრთხესთან.

წითელი ფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი:

  • მას შეუძლია გამოიწვიოს,როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ემოციები;
  • შეუძლია შექმნას სასწრაფოობის ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გაყიდვებისთვის;
  • აღძრავს მადას, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ სწრაფი კვების ობიექტებს;
  • ასწრაფებს  გულისცემას , ამიტომ ის ხშირად გამოიყენება სწრაფი მანქანების  სარეკლამო კამპანიებში.

წითელ ფერს უფრო დიდ  უპირატესობას ქალები ანიჭებენ  (9%- 7% წინააღმდეგ), მამაკაცების 2%  ამბობს, რომ ისინი არასდროს აირჩევდნენ ამ ფერს.

იაფფასიან ფერად წითელს გამოკითხულთა მხოლოდ  9% მიიჩნევს.

ნარინჯისფერი

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ნარინჯისფერი აირჩიეს.

დადებითი ემოციები, რომელსაც ნარინჯისფერი იწვევს: კეთილგანწყობას, ენერგიის მოზღვავებას, სითბოს, რამე ახლის კეთების და დაწყების სურვილს.

უარყოფითი ემოციები რომელსაც ის იწვევს : იმედგაცრუება, რამეს დაკარგვის შეგრძნება, ინერტულობა.

ნარინჯისფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი:

  • ნარინჯისფერი ასოცირდება სითბოსთან, მზესთან;
  • ითვლება, რომ ნარინჯისფერი ჰქმნის სიხარულს და დადებით ემოციებს;
  • ბევრისთვის ნარინჯისფერი ასოცირდება შემოდგომასთან;
  • გამოკითხულების უმრავლესობას ნარინჯისფერი ღარიბულ ფერად მიაჩნიათ;

იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებიც ნარინჯისფერს ირჩევენ: თავგადასავლების მიმართ მიდრეკილება, კონკურენტუნარიანი, არაკეთილგანწყობილი.

კაცების და ქალების 5%  ამ ფერისადმი დადებითადაა განწყობილი.

გამოკითხული კაცების 22%  და ქალების 33% აირჩია ნარინჯისფერი.

ქალების 33% არ ირჩევს ამ ფერს ხოლო 26% მას  “ღარიბულ” ფერად მიაჩნევს.

ყვითელი

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ყვითელი  ფერი აირჩიეს.

ყვითელი ფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი:

დადებითი ემოციები, რომელსაც ყვითელი ფერი იწვევს: ოპტიმიზმი, სითბო, სიხარული, კრეატივის შექმნის სურვილი და განივრული შესაძლებლობების ზრდა.

ნეგატიური ასოციაციები: ირაციონალობა, შიში, იმედგაცრუება, სიმხდალე;

  • ყვითელი ფერი არის ახალგაზრდობის, სიხარულის  და მზის სიმბოლო;
  • უფრო  დიდი ეფექტის მისაღებად ყვითელ ფერთან ერთად უნდა გამოიყენოთ მუქი ფერები.

იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებიც ნარინჯისფერს ირჩევენ: დამოუკიდებლობა, მიზანსწრაფულობა, იმპულსურობა.

გამოკითხული  მამაკაცების 57%  თქვა,რომ ყვითელი მათი საყვარელი ფერია. ის მხოლოდ გამოკითხულთა 1% არ მოსწონს.

გამოკითხული ქალების 35% თქვა,რომ ყვითელი მათი საყვარელი ფერია.

გამოკითხულთა 22% თვლის, რომ ყვითელი ფერი   სიღარიბის სიმბოლოა.

მწვანე

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის მწვანე  ფერი აირჩიეს. ფერის ფსიქოლოგიის თანახმად მწვანე ფერი არის : ჯამრთელობის, სიახლის, ბუნების და ზრდის სიმბოლო.

უარყოფითი ასოციაციები,რომლებსაც მწვანე ფერი იწვევს— მოწყენილობა, დათრგუნულობა, სისუსტე.

მწვანე ფერის  ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი:

  • ამშვიდებს თვალს და არის ჯამრთელობის სიმბოლო;
  • მწვანე ფერი ყველაზე ხშირად ასოცირდება ახალთან, ქორფასთან;
  • ეს ფერი გავრცელებულია ეკო ბრენდებში და ფარმაცეფტულ კომპანიებში;
  • ეს ფერი პოპულარულია სხვადასხვა ბიზნეს სფეროებშიც: ბანკებში, საფონდო  ბირჟებზე, ფინანსებში და სამხედრო სფეროში.

ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მწვანე ფერი არიან  ღია  და მეგობრულები.

გამოკითხული კაცების და ქალების 14%  ის აირჩია როგორც საყვარელი ფერი.

ის არ უყვარს გამოკითხული კაცების 2%  და ქალების 16 %

გამოკითხულთა 6% მას იაფასიან ფერად მიიჩნევს.

ლურჯი

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ლურჯი  ფერი აირჩიეს.

დადებითი ემოციები, რომელსაც ლურჯი ფერი იწვევს: ნდობა, ლოიალურობა, ლოგიკურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოება.

ნეგატიური ასოციაციები—სიცივე, ჩაკეტილობა, არამიმზიდველობა.

  • ლურჯი ფერის აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი;
  • ლურჯი არის სიძლიერის და თავისუფლების სიმბოლო და ამიტომაც მას მრავალი ბრენდი იყენებს;.
  • ლურჯი ფერი — სიმშვიდის სიმბოლოა.

იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებიც ლურჯ ფერს ირჩევენ: ლოიალურება და  თავაზიანობა..

ლურჯი ფერი უყვართ გამოკითხული  კაცების 57%   და ქალების 35%

ლურჯი ფერი არ მოსწონთ გამოკითხულების  1%

გამოკითხულთა 1% მას იაფასიან ფერად მიიჩნევს.

იასამნისფერი

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის იასამნისფერი  ფერი აირჩიეს.

დადებითი ემოციები, რომელსაც ისასმნისფერი იწვევს: თავისუფლება,დახვეწილობა, სიმდიდრე.

ნეგატიური ემოციები, რომლებსაც ის იწვევს —არეული განწყობა, დათრგუნულობა.

იასამნისფერის   ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი:

  • ისტორიულად, იასამნისფერი  ასოცირდება  უპირატესობასთან, სიმდიდრესთან;
  • ამ ფერს იყენებენ ფირმები, რომელიც ხაზს უსმევენ თავიანთ პრესტიჟს;
  • იასამნისფერი ითვლება ექსტრავაგანტულ ფერად ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ;
  • მუქი იასამნისფერი  ამშვიდებს და გამოიყენება ქალთა პროდუქციისთვის.

ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ იასამნისფერი არიან : მგრძნობიარეები, დიდებულები, გამგებები.

გამოკითხულებიდან იასამნისფერი უყვართ მამაკაცების 1%   და ქალების 23% .

გამოკითხულთა 4% მას იაფასიან ფერად მიიჩნევს.

ვარდისფერი

ღია ვარდისფერი ძალიან ძნელი გამოსაყენებელია  ყველ კომპანია ვერ იყენებს. სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ვარდისფერი აირჩიეს.

ვარდისფერის პლიუსები: წარმოსახვა, ვნება, შემოქმედებითობა, ახლის სურვილი.

უარყოფითი ასოციაციები: აღშფოთება, დაუმორჩილებლობა,იმპულსურება, არასერიოზულობა.

  • ღია ვარდისფერს ყველაზე ხშირად იყენებენ ქალთა პროდუქციისთვის;
  • ის შეიძლება  გახდეს ბრენდის საფირმო სტილის საბაზისო ფერის დანამატი;
  • ვარდისფერი — ეს კომფორტული ფერია, რომელიც იმედთან ასოცირდება.

ფსიქოლოგიური თავისებურებები,ამ ფერის მოყვარულებს ახასიათებთ: სულიერება, სიახლისკენ სწრაფვა, პრაქტიკულობა.

გამოკითხულებიდან  კაცების 1% და ქალების 5%  ვარდისფერი საყვარელი ფერია.

გამოკითხული კაცების 9%  და ქალების 2% არ უყვართ ვარდისფერი

გამოკითხულთა 3% მას “ღარიბ” ფერად მიიჩნევს.

შავი

კლასიკური ფერია, რომელიც ხშირათ მწუხარებასთან ასოცირდება, რაც არასწორია. სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის შავი ფერი აირჩიეს.

შავი ფერი ასოცირდება: ელეგანტურობა, უსაფრთხოება, ძალა, ძალაუფლება, სიმდიდრე.

უარყოფითი ასოციაციები: სიცივე, სიბრაზე, საფრთხე, დეპრესია, დეპრესიულობა, მწუხარება.

  • შავი—  «გავლენიანი» ფერია, რომელიც ასოცირდება  ძალაუფლებასთან და ფუფუნებასთან.
  • ძვირადღირებული ბრენდები იყენებენ შავ და თეთრ ფერებს.
  • შავი ფერის რამე ღია ფერთან გამოყენება ბრენდს  ძენს უნიკალურობას და დახვეწილობას.
  • გამოიყენება მოდის და ჯამრთელობის სფეროში.

იმ ადამიანების პიროვნული თვისებები, რომლებსაც შავიფერი უყვართ: სიმტკიცე, თვითდაჯერებულობა, სერიოზულობა.

გამოკითხულებიდან  კაცების 8% და ქალების 6%  შავი საყვარელ ფრად დაასახელა;

თეთრი, ვერცხლისფერი

ძირითადად ის ასოცირდება  სისუფთავესთან და რამე ახალთან. სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის  ეს ფერები აირჩიეს.

თეთრი  და მისი დამხმარე ფერი— ვერცხლისფერი—ასოცირდება: სისუფთავესთან, უდანაშაულობა, სიმარტივე, ხელშეუხებლობა.

უარყოფითი ასოციაციები: სტერილურობა, სიცარიელე, გულგრილობა .

  • ამ ფერებს იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიების ბრენდები ;
  • საფირმო სტილის დიზაინში ის ხშირად გამოიყენება, როგორც დომინანტური ფერი;
  • არასწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება აღიქვან  გულგრილობის  და სიზარმაცის სიმბოლოდ.

იმ ადამიანების პიროვნული თვისებები, რომლებსაც თეთრი ფერი უყვართ: ოპტიმისტურობა, დამოუკიდებლობა, უდანაშაულობა.

გამოკითხულებიდან  კაცების 1% და ქალების 2%  ვერცხლისფერი საყვარელ ფერად დაასახელა;

გამოკითხულთა 9% მას “ღარიბ” ფერად მიიჩნევს.

ფერების ფსიქოლოგიის მარკეტინგში გამოყენებით, შეძლებთ მომხმარებლებისთვის ბრენდის  თქვენთვის საჭირო იმიჯით წარდგენას…

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge