ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში დღეს რომ მძაფრი კონკურენციაა, ასეთი არასოდეს ყოფილა. ქვეყანაში უამრავი სამშენებლო პროექტია, იმდენი, რომ მომხმარებელი იბნევა და არჩევანის გაკეთება უჭირს. ჩვენ მომხმარებელს სწორედ არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით, სამშენებლო კომპანიებს კი – ბრენდის პოპულარიზაციასა და შესაბამისად, გაყიდვების უპირობოდ ზრდაში.

გაინტერესებთ, როგორ ვაკეთებთ ამას?

ჩვენი წარმატებული პროექტების შესახებ მოგიყვებით.

ალფა რეზიდენსი დღეს ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც გვენდო და საკუთარი სამშენებლო პროექტის  – სახლი კიკვიძის ბაღთან ექსკლუზიური გაყიდვების უფლება მოგვცა. კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში გაფორმდა და სულ მალე ალფა რეზიდენსმა,  ანალოგიური პირობებით,  უკვე მეორე პროექტი გადმოგვცა სახლი ბაგებში.

ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა უდიდესი რესურსია: მრავალფეროვანი სარეკალმო არხები, ტექნიკური შესაძლებლობები და გუნდი, რომელიც ამ რესურსს ოპტიმალურად იყენებს და  ზრუნავს პარტნიორი კომპანიის რეპუტაციაზე, წარმატებაზე და, რაც მთავარია, შედეგზე – გაყიდვების ზრდაზე, არა მხოლოდ რაოდენობრივად არამედ ხარისხობრივადაც.

პირველად საქართველოში! ჩვენ, აბსოლუტურად განსხვავებული პირობებით,  საკუთარ თავზე ავიღეთ სამშენებლო კომპანიების გაყიდვების სრული მართვა

სამშენებლო ინდუსტრიაში გაყიდვების აუთსორსში ჩვენი პირველი წარმატებული ნაბიჯების შესახებ მოკლედ უკვე მოგიყევით… ჩვენ პირველებმა დამკვეთი კომპანიის მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და გაყიდვების მიმართულებაში მომგებიანი ინვესტირება განვახორციელეთ და ისეთი შედეგები დავდეთ, რომელმაც მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა და, გაყიდვების წარმატებით დასრულების შემდეგ  შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება მივიღეთ. ეს კი ნებისმიერი სამშენებლო კომპანიისთვის დიდი კომფორტია.

სწორი მოლოდინებისთვის ჩვენ ჩვენი შესრულებული სამუშაოს ანალიზი გავაკეთეთ და სიამოვნებით გიზიარებთ თქვენც: სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის პირველივე თვეს ჩვენი შედეგი მთლიანი გაყიდვების მოცულობის 7- 9 %-ს შედგენ და დღემდე ყოველთვიურად 10 -%-მდე ზრდად ტენდენციას ვინარჩუნებთ.

ჩვენ უზრუნველვყოფთ გაყიდვებთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა მომსახურების მართვას ჩვენი ფინანსური რისკის საფუძველზე

  • ბრენდინგი, ნეიმინგი
  • მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია და განხორციელება
  • ბაზრის კვლევა
  • საფასო პოლიტიკის შემუშავება  (მაქსიმალური ფასის დადგენა ლოკაციისა და მშენებლობის პირობების მიხედვით)
  • იურიდიული კონსულტაცია
  • ბუღალტრული მომსახურება

ასევე  უზრუნველვყოფთ პროექტს საჭირო ადამიანური რესურსით:  

  • გაყიდვების მენეჯერებით
  • ქოლცენტრის ოპერატორებით
  • ობიექტის ოპერატორებით
  • ონლაინ პლატფორმების ოპერატორებით
  • მარკეტოლოგებით
  • ანალიტიკოსებით
  • ადმინისტრაციული მენეჯერებით
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერებით (Post Sale)

ჩვენ მთლიანად უზრუნველვყოფთ გადახდების კონტროლსშიდა განვადების შემთხვევაში თანხების ყოველთვიურად შეუფერხებლად შემოდინებას;  ბანკებთან ურთიერთობასმომხმარებლისთვის საუკეთესო პირობებით იპოთეკური სესხებით სარგებლობას. 

სრულად ვაფინანსებთ საჭირო სარეკლამო აქტივობებს და ვუზრუნველყობთ თანამშრომლებს, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით ასევე PR ატრიბუტიკით (ბროშურა, ფლაერი, სავიზიტო ბარათი, ბლანკიანი ფურცელი, საქაღალდე და ა.შ) 

ვგეგმავთ და ვახორციელებთ საჭირო აქტივობებს ბრენდის განვითარების ხელშეწყობისთვის (კორპორატიული ღონისძიება, მომხმარებლის ლოალობაზე ორიენტირებული სადღესასწაულო ივენთები, ბიზნეს გამოფენები, და ა.შ).

ჩვენთან თანამშრომლობას  თქვენთვის მოაქვს 

დაზოგილი:

  • დრო
  • ფინანსები
  • ადამიანური რესურსები

გაზრდილი:

  • ცნობადობა
  • იმიჯი/რეპუტაცია
  • გაყიდვები

ამიტომ თქვენ, როგორც პროფესიონალებმა,  მშვიდად შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა – შენება, გაყიდვები კი  ჩვენ – დარგის პროფესიონალებს მოგვანდოთ.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80