ყველას  აქვს  უნიკალური  ისტორია. ალბათ ფიქრობ, რომ შენი  ცხოვრების  ისტორია  არაფრით  გამოირჩევა და  უინტერესოა, მაგრამ  ცდები! ზუსტად  ეს   წარმატების  ისტორია და გამოცდილება ხდის  შრომას   ღირებულს.  იმ  ადამიანის  მოსმენა,  რომელიც  თავის  მიღწევებზე  თვალების  ციმციმით   და  დიდი  ენთუზიაზმით   ჰყვება  ყველაზე  სასიამოვნოა!როდესაც  შენ პირად ისტორიას სხვას უზიარებ ეს  ადამიანს  საშუალებას  აძლევს,   ყველაფერი   უკეთესად   წარმოიდგინოს და თანამონაწილე გახდეს. თითქოს  ამ  ისტორიას  უხატავ  და  უფლებას რთავ  მასში  „იცხოვროს“ ….

ცხოვრება  სათავგადასავლო  ისტორიების  შესაცნობად  გიხმობს…  შენივე  ცხოვრების  გასახალისებლად. რაც უფრო მეტი „ისტორია“ გაქვს უფრო ძლიერი და გამბედავი ხარ!  სირთულეების გადალახვას სწავლობ და ზუსტად  ამ  სირთულეებში  იმალება  შენი  გამარჯვების,  წარმატების  საიდუმლო,   რომელსაც   დიდიხანი  ეძებდი.

ყველას აქვს ისტორია,  რომელის  შესახებაც  სხვებმა  არ  იციან. თუ  ამ „საიდუმლო ისტორიებს“  ფარდას ახდი დაეხმარები  და  გაუადვილებ  სხვებს  ამა  თუ  იმ  პრობლემის  გადაჭრას, რაც საბოლოოდ მათთან  ემოციურად  დაგაკავშირებს. ეს  კი   დიდ  მოტივაციას   მოგცემს   გაუზიარო  სხვებს  შენი   ისტორია და დაეხმარო მათ …..

 

ავტორი: მარიამ მაჭავარიანი

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  – Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა; მე-7 სართული

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge