ტრენინგ ცენტრი Lemons.ge

  • ვებ პროგრამირება
  • ვებ პროექტ მენეჯმენტი, კოპირაიტინგი
  • სოც. მედია მენეჯმენტი

სარეკლამო კომპანია”Lemons” გთავაზობთ ვებ-პროგრამირების შესწავლას პროფესიონალურ დონეზე.

სწავლება, სტაჟირება და დასაქმება ჩვენსავე ვებ-სტუდიაში.

სწავლების მიმდინარეობის პროცესში თქვენ თავად ხართ ჩართული სხვადასხვა სირთულის პროექტების დამუშავებასა და მის შექმნაში.

იღებთ, როგორც ვებ პროგრამისტის ასევე პროექტ-მენეჯერის მუშაობის სამუშაოს დიდ გამოცდილებას.

სასწავლო პროგრამა, წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის უზრუნველყოფს დასაქმებას. HTML + CSS + Photoshop – ის გამოყენება დიზაინის დასაჭრელად/დასამუშავებლად თემები:სამუშაო გარემოHTML-ის ძირითადი კომპონენტების ზოგადი მიმოხილვა

  • CSS-ის ძირითადი ფუნქცია და HTML-თან კავშირი
  • ფორმები და ცხრილები
  • CSS-ის მემკვიდრეობითობა და შესაბამისი მაგალითები
  • სურათის ტიპები და მათი დამუშავების მეთოდები
  • შესავალი Javascript-ში
  • ცვლადები, ლოგიკური და ციკლის ოპერატორები
  • Javascript-ის ივენთები და სელექტორები
  • JQuery

მეორე საფეხური: ვებ პროგრამირება და მონაცემთა ბაზები  PHP  MYSQL.

თემები:

  • კურსისთვის აუცილებელი კომპონენტების ზოგადი მიმოხლივა
  • ცვლადები და მონაცემთა ტიპები
  • ლოგიკური და ციკლის ოპერატორები
  • მასივები
  • მონაცემთა ბაზა MySQL
  • ფაილურ სისტემასთან მუშაობა
  • რეგულარული გამოსახულება (regexp)
  • ფუნქციები და კლასები
  • MVC სტრუქტურა (Framework Codeigniter)
  • უსაფრთხოება

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

კურსის ღირებულება: 2000 ლარი.

მესამე საფეხური:

  • უფასო სტაჟირება.

წარმატებული მოსწავლეებისთვის, დამატებით  სტაჟირება  ჩვენსავე , ვებ–სტუდიაში, დასაქმების პერსპექტივით!

ინტეგრირებული სასწავლო კურსი
სოც. მედია მენეჯმენტი + ვებპროექტ მენეჯმენტი + კოპირაიტინგი

თანამედროვე სამყარო ითხოვს ისეთ მენეჯერებს, რომელთაც შეუძლიათ სრულფასოვნად დაგეგმონ და აკონტროლონ ვებგვერდის შესრულების პროცესი, მაგრამ მენეჯერს საამისო საბაზისო ცოდნა თუ არ გააჩნია, როგორ უნდა წარმოადგინოს ამა თუ იმ კომპანიის იმიჯი ვებსივრცეში, სამწუხაროდ, ვიღებთ იმ სურათს, რაც დღეს ქართული ინტერნეტ ბაზრის რეალობას წარმოადგენს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კურსი მსმენელებს საშუალებას მისცემს, პირველ რიგში, სწორად გაიაზროს თუ რატომ სჭირდება პროფესიონალურად შესრულებული ვებგვერდი, სოციალური ქსელი და ინტერნეტაქტივობა ნებისმიერი ტიპის ბიზნესსა თუ საქმიანობას.

კურსის მსმენელები ასევე შეძლებენ ზუსტად განსაზღვრონ, რა ტიპის იმიჯი სჭირდება ამა თუ იმ კომპანიას ინტერნეტ სივრცეში.
რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ამ იმიჯის რეალობად გარდაქმნას, როგორც დიზაინით ,ისე სწორი მოდულების რეალიზაციით.

კურსის მიზანია:

ვებპროექტების მართვის ეფექტური მეთოდებისა და სისტემური მიდგომების გამოყენებით, პროექტების დაგეგმვის, განხორციელების, კონტროლისა და რეპორტინგის სწავლება.
წარმოდგენა შეუქმნას მსმენელებს თუ როგორ იქმნება კომპანიის იმიჯი ინტერნეტში. ამისათვის რისი ცოდნაა აუცილებელი;
რა დრო სჭირდება სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნას და შემდეგ მის პოპულარიზაციას ინტერნეტ მომხმარებელში.
მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ,არამედ პრაქტიკულად შეასრულებენ რეალური კომაპნიის ვებგვერდის პროექტმენეჯმენტს, რის შემდეგაც ისინი მარტივად შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან და მართონ, შეავსონ სწორი, საჭირო ინფორმაციით და გაყიდონ ნებისმიერი ვებპროექტი.
მომავალი პროექტმენეჯერები შეისწავლიან პროექტების მართვსს, გუნდის შექმნის, დროის, სტრესისა და კონფლიქტების მართვის, საფასო სტრატეგიების შექმნის, რისკებისა და კრიზისების მართვის მეთოდებს. კურსი მოიცავს თეორიულსა (50%) და პრაქტიკულ (50%) ნაწილს. პრაქტიკულ ნაწილში მსმენელები რეალურად არსებულ პროექტს – დაგეგმავენ, შეასრულებენ და მოახდენენ მის პრეზენტაციას.

კურსი განკუთვნილია:

მათთვის, ვისაც სურს გაერკვიოს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
ასევე მათთვის, ვინც აპირებს შექმნას თავისი კომპანიის ვებგვერდი ან იმიჯი ინტერნეტში,;
მათთვის ვინც ფიქრობს რომ სამომავლოდ მისი საქიანობა აუცილებლად რაღაც დოზით იქნება დამქირავებელი კოპანიის ვებგვერდის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული.
და ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობს ვებ საიტის შექმნაზე და სურს უკეთ შეძლოს მისი განვითარების უკეთ დაგეგმა და შესრულება.

კურსის მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან:

1.პროექტმენეჯერის ზოგად თვისებებს;
2. პროექტმენეჯერის სამუშაოს ფუნქციურ აღწერას;
3. დამკვეთთან ურთიერთობის თავისებურებებს, რათა სწორად დაგეგმონ პროექტი
4. პროექტის დაწერისთვის აუცილებელი კითხვარის შედგენაშევსებას;
5. პროექტის შესრულებისთვის პროექტის ამოცანის სრულფასოვან წერას;
5. ვებპროექტის შექმნისთვის საჭირო კონტაქტების დამყარებასა და მოძიებას;
7. ჰოსტინგისა და დომენის არსს;
8. ვებპროექტის შემსრულებლებთან ურთიერთობის დეტალებს;
9. რა უნდა ღირდეს ამა თუ იმ ტიპის ვებ პროექტი და მისი შეფასების პრონციპი;
10. დიზაინერთან მუშაობის პრონციპს;
11. ნებისმიერი სამართავი პანელის მართვას;
12. როგორი სამართავი პანელი სჭირდება ამა თუ იმ ტიპის ვებპროექტს.
13. დამკვეთისა და შემსრულებლების უფლებებსა და მოვალეობებს;
14. ვებპროექტის ტესტირებას;
15. ინფორმაციის სწორი განთავსებას;
16. ვებპროექტის ონლაინში ჩაშვების თავისებურებებს;
17. კოპირაიტინგიტექსტის შექმნისა და რედაქტირების ხელოვნება
18.სოციალური ქსელის მართვას (Facebook, youtube, google+ , …)
19. აპლიკაციების დაგეგმვა, მართვა.
კომპანიის საქმიანობისა და იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანს აპსექტს, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათს, წარმოადგენს ვებგევრდი და მასზე განთავსებული, მიზნობრივად სწორად შედგენილი და ჩამოყალიბებული, სტილისტურად, გრამატიკულად და აზრობრივარდ გამართული ტექსტები. ვებგევრდი, რომელიც დიზაინის, პროექტისა და ფუნქციების მიხედვით მაღალი სტანდარტებს მიეკუთვნება, მაგრამ მასზე განთავსებული ტექსტი მომხმარებელს არათუ სწორ წარმოადგენას უქმნის, არამედ აბნევს კიდეც. იქმნება კომპანიისადმი არასანდოობის წარმოდგენა:” ეს კომპანია თუ საკუთარ ვებგვერდზე ვერ გადმოსცემს ზუსტად რასაც წარმოადგენს და საქმიანობს, როგორ შეგვიქმნის ჩვენ დაპირებული მომსახურებების კომფორტს?”
ამისათვის, ნებისმიერ პროექტმენეჯერს უნდა ჰქონდეს კლიენტისთვის საჭირო ტექსტის შექმნის, რედაქტირებისა და შეთავაზების შესაძლებლობა.

კოპირაიტინგის კურში ისწავლება:
თუ როგორ შევქმნათ საიმიჯო, სარეკლამო თუ საინფორმაციო ტექსტი, რომელიც იქნება:

    • სწორად პერიფრაზირებული და ფორმულირებული;
    • სადა
    • კონკრეტული;
    • ენერგიული;
    • სათქმელი მკითხველამდე სწორად იქნება მიტანილი ;
    • ზუსტად ექნება შერჩეული სტილი და ტონალობა შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით;
    • თუ როგორ დაიწეროს კლიენტისთვის მნიშვნელოვანი და კლიენტის მომხმარებლისთვის საინტერესო ტექსტი;
    • როგორ დაწეროთ გასაგები, დინამიური და საჭირო ტექსტები ინფორმაციულ სტილში
    • თუ რომელი სტილია საჭირო ტექსტის რედაქტირებისას: ინფორმაციული, სარეკლამო თუ მხატვრული.

ტექსტის შექმნისა და რედაქტირების ხელოვნების კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ:ინფორმაციული სტილის ტექსტად დაწეროთ თვით მონაყოლი ამბავიც კი, აქციოთ იგი სტატიად, განცხადებად, ბრძანებად და სხვა…
სტილისტურად გაასწოროთ მხატვრული ტექსტი ისე, რომ ავტორისეული თხრობის მანერა და მწერლის ენის სტილისტური ნიშნები უცვლელი დარჩეს…ტრენინგს გაუძღვება ირა მელიმონაძე ვებ სტუდია Lemons.ge დამფუძნებელი.

კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა ( 24 საათი)
კურსის განრიგი: (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით)
ლექციების ჩატარების დრო: 19:00-21:00

სწავლის საფასური: 600 ლარი
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის:ტელ: 2 45 01 01/ 571 55 55 59
ელ-ფოსტა: ira@Lemons.ge

 სოციალური მედიის მართვა   კომპანიის წარმატებული იმიჯის შესაქმნელად თითქმის ერთადერთი ძლიერი  იარაღია.
დღეს უკვე წარმატებულ და ცნობილ ორგანიზაციებში  სოციალური მედიის მართვის განყოფილება, ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეპარტემენტია.
უამრავი ქართული კომპანია დღეს პროგრამისტებსა და სოციალური მედიის სპეციალისტებს ქირაობს, რათა მათი დახმარებით გაავრცელოს ინფორმაცია სოციალური მედიის არხებით.  ერთი რამ ნათელია  ბიზნესი მიხვდა, რომ  სჭირდება კადრები, რომლებიც ბიზნესის წარმატებისათვის ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუნენტებს გამოიყენებენ. ამიტომ, სოც. მედია მენეჯერის სასწავლო კურსი თქვენს პერსონას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე.

სოციალური მედიის არხები:

  • Facebook – და როგორ გავაფართოვოთ ფეისბუქის შესაძლებლობები
  • Wikipedia – და რას ნიშნავს ვიკი ტექნოლოგია
  • Twitter – და სოციალეური მედიის როლი ობამას საარჩევნო კომპანიის დროს
  • YouTube –  და ვირუსული ვიდეო
  • Bambuser – და ინტერნეტ პირდაპირი ეთერი
  • Soundcloud – და ინტერნეტ რადიო
  • Google Maps – და საკუთარი რუქა
  • Blog – და ონლაინ დღიური
  • Issuu – და ონლაინ ჟურნალი
  • Flickr –  და ონლაინ ფოტო გალერეა
  • Vimeo – და ონლაინ ვიდეო არქივი
  • Pinterest – და ონლიან ფოტო ალბომი
  • Linkedin – და სოციალური ქსელი საქმიანი ადამიანებისათვის
  • Google+  – და google – ის სოციალური ქსელი
პროგრამის უმეტესი ნაწილი მოცავს პრაქტიკულ სამუშაოებს და თითოეული უნარ-ჩვევის პრაქტიკაში გამოყენების სწავლებას.
ძირითადი თემები:
  1. საკითხის აქტუალობა, მედიის როლი მარკეტინგში და პიარში;
  2. რა არის სოციალური მედია?
  3. სოციალური მედიის ძირითადი პრინციპები;
  4.  როგორ შეცვალა სოც. მედიამ სამყარო;
  5. როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელები ბიზნესისათვის;
  6. რას ნიშნავს ინტერნეტ მარკეტინგი;
  7.  SEO – ეფექტური ინტერნეტმარკეტინგი;
  8. სოციალური მედია და პიარი;
  9. ონლაინ პიარკამპანიის დაგეგმვის პრინციპები;
  10. ონლაინ რეპუტაცია;
  11. Facebook – მარკეტინგის მძლავრი იარაღი,
  12. Google-ის პროდუქტები;
  13. ბლოგი – შექმნა და მართვა.
  14.  სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები;
  15. წარმატების მომტანი სარეკლამო კამპანიები მსოფლიოსა და საქართველოში;
  16. წარუმატებელი Facebook გვერდები საქართველოში.
  17.   Facebook Page თუ  Facebook Profile თუ  Facebook Group
  18. როგორ ვმართოთ Facebook გვერდი: პოსტების მომზადება, ფოტოს ზომები და პარამეტრები, ასაკის, სქესის, ადგილის ფილტრი;
  19. როგორ შევარჩიოთ მომხმარებელთან სასაუბრო ტონი;
  20. როგორ შევარჩიოთ პოსტების სიხშირე;
  21. როგორ მოვამზადოთ შედეგების რეპორტი;
  22. როგორ დავამუშავოთ მასალა  Photoshop-ის გამოყენებით;
  23. Facebook რეკლამა, ფუნქციები, ბიუჯეტის დაგეგმვა, გადახდები;
  24. რას ნიშნავს Keyword –    საძიებო სიტყვების სწორი შერჩევა;

 

კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა ( 24 საათი)
კურსის განრიგი: (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით)
ლექციების ჩატარების დრო: 18:00-21:00

სწავლის საფასური: 500 ლარი
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

პროგრამას უძღვება – სარეკლამო კომპანია Lemons  -ს დამფუძნებელი და დირექტორი ირა მელიმონაძე.

შეგიძლიათ გამიცნოთ მე :) მოიონახულოთ ჩემი “Facebook Profile” – https://www.facebook.com/iramelimonadze და ვიმეგობროთ სანამ ურთიერთსასარგებლო შეხვედრებს დავგეგმავთ. <3
 კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიებში.
კითხვებისა და  ფასდაკლებებისთვის  შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:
ტელ: 2 45 01 01/ 571 55 55 59
ელ-ფოსტა: ira@Lemons.ge

ვის დავუკავშირდეთ?

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია Lemons.ge

მადლობა, რომ კითხულობთ ამ პოსტს.

მისამართი: დავით ბაქრაძის ქ. 6

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 571 55 55 59

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

This is a unique website which will require a more modern browser to work!

Please upgrade today!