ჩვენ შესახებ

სარეკლამო კომპანია  ”Lemons” დაფუძნდა 2011 წელს, თუმცა  თავისი საქმიანობა 2009 წლიდან წამოიწყო. მოცემულ პერიოდში, საქართველოს ბაზარზე, საკმაოდ ბევრი მაღალკვალიფიციური კონკურენტი მოღვაწეობდა, მიუხედავად ამისა, Lemons.ge-მ თავისი სიტყვა თქვა და  მათ შორის ღირსეული ადგილიც დაიკავა.

2011 წლის 23 დეკემბერი, არის კომპანიის დაბადების დღე, ბევრი ფიქრის, მსჯელობის და აზრთა შეჯერების შემდეგ გადავწყვიტეთ კომპანიისთვის დაგვერქვა Lemons.ge.

რატომ Lemons? 

საინტერესო ისტორიაა, არ ვიღლებით ამის ახსნით, ისტორიის მოსაყოლად მოვიშველიებთ შემთხვევას, რომელიც შემდგომში ბევრჯერ განმეორდა.

კომპანიის შექმნიდან, რამდენიმე დღეში პირველი დამკვეთიც გამოჩნდა და პირველ ხელშეკრულებასაც მოვაწერეთ ხელი, გვარით “მელიმონაძე” პირველი კითხვაც აქ გაჩნდა – ალბათ ლემონსიც ამიტომ ქვია კომპანიას, გაღიმებული დამკვეთის სახე :) :)

ლემონს – წარმოიშვა სიტყვა ლიმონიდან – ლიმონი სიჯანსაღის, ჯანმრთელობის და სასიამოვნოდ  დავლილი ჟრუანტელის სიმბოლოა ჩვენთვის და ალბათ არა მხოლოდ. ლიმონის წარმოთქმისთანავე ადამიანების უმრავლესობა გამოყოფს ნერწყვს –  ვიფიქრეთ უფრო მეტად დაგვიმახსოვრებდნენ. კიდევ უფრო გამყარდა სახელის კონცეფცია, როდესაც ჩავეძიეთ და ვნახეთ რომ მაგალითად, ერთი მილიონი ხშირად მოიხსენება, როგორც ერთი ლიმონი :)  შესაბამისად ჯანსაღი პროდუქტის, ნერწყვის გამოყოფის სინდრომისა და მილიონების ხათრით 20 – მდე სახელის ჩამონათვალში გაიმარჯვა Lemons.ge.

ცხოვრებაში  დგება მომენტი ყველასთვის, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო.  იყო ბევრად უფრო სუსტი ვიდრე ხარ თუ პირიქით იყო ის ვინც შეგიძლია იყო, თუ დაისახავდი მკაფიო მიზნებს, იშრომებდი თავდაუზოგავად, ამ მიზნის მისაღწევად, არ იწიწუნებდი უხეირო ბედზე, განსაზღვრავდი სურვილებს და ამ სურვილების შესასრულებლად საჭირო პოტენციალს, არ დაიზარებდი გესწავლა საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეცდომების დაშვებითა და მათი გამოსწორების სურვილით, დასახული მიზნისთვის ყველა დაბრკოლების გადალახვით, დაცემით და გამარჯვების დაუოკებელი სურვილის გამო წელში გამართვით,  ჩვენ გავიარეთ წლები, სადაც იყო ღალატი, ქედმაღლობა, სიცრუე, უტიფრობა, იმედგაცრუება, წყენა, თუმცა უფრო მეტად იყვნენ საინტერესო ადამიანები, სასარგებლო სიტუაციები, პოზიტივი, ბედნიერი თვალები, მხიარული მომენტები,  მოლოდინი და მისი გამართლება და ამაყად ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ გავიმარჯვებთ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ტრიუმფია. ამისთვის კი მადლობა ყველა იმ კომპანიას და ყველა იმ ადამიანს ვინც გვენდო, ვინც თუნდაც ერთი პატარა საქმე გააკეთა ჩვენი გუნდის მეშვეობით, მადლობა თითოეულ მათგანს.

დღეს კი თამამად შეგვიძლია გითხრათ. Lemons.ge არის გუნდი, სადაც თქვენთვის მსჯელობენ, ფიქრობენ და დაუღალავად შრომობენ პროფესიონალი პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტინგის და პიარის სპეციალისტები, რომელთა დამსახურებითაც Lemons.ge დღესდღეობით ქართულ ბაზარს სთავაზობს სერვისების ფართო არჩევანს.

კონკურენტი კომპანიებისგან, ჩვენ გამოვირჩევით მენეჯერული და ორგანიზაციული კულტურით. თითოეულ პროექტზე მუშაობისას, ყველაზე დიდ დროს დაგეგმას ვუთმობთ. პროექტზე მუშაობს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შემდგარი გუნდი: პიარმენეჯერი, მარკეტოლოგი, პროექტმენეჯერი, დიზაინერი და პროგრამისტი, რათა ზუსტად ვიცოდეთ საქმის დასრულებამდე რას მივიღებთ და შევთავაზებთ, როგორც დამკვეთს, ასევე ქართულ ინტერნეტ ინდუსტრიას.
სარეკლამო კომპანია Lemons – ასოცირდება სანდოობასთან, ხარისხთან და  უნიკალურობასთან.  ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით დამკვეთის იმიჯს, ეს – ჩვენს დიდ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია. ჩვენს დამკვეთებს ინტერნეტ სფეროში მუშაობას ვუადვილებთ და მუდმივად ცვლადი ბაზრის პირობებში – განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთმომგებიან ცოდნასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი  მუშაობის სტილი პოზიტიური,  ღია, თანამედროვე, დინამიკური  და აქტიურია.

This is a unique website which will require a more modern browser to work!

Please upgrade today!