იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

საიტის შექმნა - ძირითადი ეტაპები
2018.10.10

საიტის შექმნა - ძირითადი ეტაპები

მომხმარებელთა უმრავლესობა  ეძებს   თქვენ  ბიზნესს ინტერნეტში.  საიტის ქონა ყველა ბიზნესისთვისაა საჭირო, პროდუქციას  ყიდით ონლაინ თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ინტერნეტში თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განსაკუთრებით საკონტაქტო ინფორმაცია.
საიტის შექმნამდე კარგი იქნება თუ დაფიქრდებით რისი მიღწევა გსურთ. კონკურენტების საიტების  დათვალიერება დაგეხმარებათ ზუსტად შეარჩიოთ  მიმართულება, რომლის მიხედვითაც  შეიმუშავებთ  სტრატეგიას.
საიტის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდებათ 4 ძირითადი ნაბიჯი.

  1. დაარეგისტრირეთ დომეინი
    თქვენი დომეინი – საიტის დასახელება– უნდა საუბრობდეს თქვენ   პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე, იმისთვის, რომ  მომხმარებლებმა შეძლონ მარტივად  მისი საძიებო სისტემებით მოძებნა. ასევე  მომხმარებლები ელოდებიან, რომ  საიტის და თქვენი ბიზნესის სახელები ერთმანეთს დაემთხვევა.  ასევე   კარგი იქნება თუ ამ სახელს საკონტაქტო ელექტრონული ფოსტისთვის გამოიყენებთ.  დომეინის დასარეგისტრირებლად თქვენ უნდა მიმართოთ  აკრედიტებულ  რეგისტრატორს და გადაიხადოთ შესაბამისი  საფასური.
    (ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენ საიტს ან  კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას -  ასევე დომენურ სახელს ინტერნეტი  ციფრებში გადაიყვანს რასაც  IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად, 123.123.123.123 . იმისათვის, რომ  დომეინი მუშაობდეს იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და   უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.

დომეინის რა კატეგორიები არსებობს? 
ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად:
- გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ...
- სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ...
- ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, .
ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომეინი, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა, რომლის  სარგებლობის უფლება  გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაქვთ . მინიმუმ 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი.
რაც შეეხება .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენას -  უნდა იყოთ საქართველოში რეგისტრირებული  იურიდიული ან ფიზიკური პირი და შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით.
რა  და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენში?
დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.

2. მოძებნეთ ჰოსტინგ კომპანია
იმისთვის, რომ თქვენი დომეინი გაჩნდეს ინტერნეტ სივრცეში დაგჭირდებათ ჰოსტინგ კომპანია. ინტერნეტ პროვაიდერების უმრავლესობა გთავაზობთ მსგავს მომსახურებას. ასევე  მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ ელექტრონული ფოსტის მისამართები. ჰოსტინგის ფასი დამოკიდებულია თქვენი საიტის მოცულობაზე  და მისი მნახველების ოდენობაზე. გახსოვდეთ ჰოსტინგი რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოთ დომეინი მაინც იგივე რჩება!

3. მოამზადეთ კონტენტი
დაფიქრდით რას გააკეთებენ მომხმარებლები თქვენ საიტზე? ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რამდენი გვერდი და რა სახის ფუნქციები დაგჭირდებათ საიტისთვის.  დაფიქრდით, რა ინფორმაციის  და შესაძლებლობების ნახვა სურთ  მომხმარებლებს თქვენ საიტზე  და დარწმუნდით იმაში,რომ  ისინი ადვილად შეძლებენ  ამ ინფორმაციის მოძიებას საიტზე.  თქვენ შეგიძლიათ  თავად  მოამზადოთ  კონტენტი ან დაიქირავოთ  ქოფირაითერი. რელევენტური და საინტერესო  კონტენტი კარგი და ხარისხიანი სურათებით  მოიზიდავს ბევრ მომხმარებელს.

4. ააწყვეთ  თქვენი  საიტი
შეგიძლიათ საიტი გააკეთებინოთ ფრილანსერს ან ვებ-სტუდიას . გახსოვდეთ, რომ  საიტს უნდა შეეძლოს განახლება, ამიტომ უნჯობესია თუ ამ ფაქტს დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინებთ.
თუ  ამ საქმეში არც ისე ბევრი არ გაგეგებათ უმჯობესია მიმართოთ ვებ-სტუდიას.  პროფესიონალთა გუნდის დახმარებით  პირველ ეტაპზე თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება ტექნიკური ამოცანა, შემდეგ დიხატება საიტის დიზაინი  და ყველა დეტალის შეთანხმების მერე იწყება საიტის შექმნის პროცესი წინასწარ გაწერილი ვადებით.  სურვილის შემთხვევაში ვებ-სტუდიას შეუძლია შემოგთავაზოთ  კონტენტის შექმნაც.
თქვენი საიტის დიზაინი მორგებული უნდა იყოს მობილურ მოწყობილობებზეც, რადგან დღეს  ინტერნეტ სივრცის მომხმარებლების  55% მეტი საიტებზე შესასვლელად სწორედაც, რომ მობილურ მოწყობილობებს და პლანშეტებს  იყენებენ.
სასარგებლო რჩევები ვებსაიტის შესაქმნელად:
დაფიქრდით იმაზე თუ რისი ცოდნა სურთ თქვენ მომხმარებლებს და არა იმაზე თუ რისი თქმა გსურთ თქვენ მათთვის;
მიმართეთ პროფესიონალებს. არაპროფესიონალის მიერ შესრულებული სამუშაოები დაგიჯდებათ უფრო ძვირი. დაკარგავთ დროსაც და ფინანსებსაც;
რეგულარულად განაახლეთ თქვენი საიტი;
დარწმუნდით, რომ საიტზე არსებული საკონტაქტო ინფორმაცია  არის სწორი და  მომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი;
მიუთითეთ საიტის მისამართი სავიზიტო ბარათზე;
საძიებო სისტემებიზე ოპტიმიზაცია SEO. ეს საქმე მიანდეთ პროფესიონალებს.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

 

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ