იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

3 მძლავრი მეთოდი  საიტზე  ვიზიტორების  მოსაზიდად
2018.08.03

3 მძლავრი მეთოდი საიტზე ვიზიტორების მოსაზიდად

საიტის ვიზიტორების დაბალი რიცხვი  უარყოფითად მოქმედებს   ბიზნესზე, რადგან ტრაფიკი – ნებისმიერი ინტერნეტ ბიზნესისთვის სასიცოცხლო ძალაა.

ინტერნეტ  რესურსის ქონა არ გულისხმობს  ავტომატურად  ვიზიტორების  ყოლას.  თქვენ უნდა გამოიყენოთ  ინტერნეტ მარკეტინგის  მთელი არსენალი რათა გაარკვიოთ  პერსპექტივები  და დაარწმუნოთ  მომხმარებლები  თქვენ საიტზე გადმოსვლაში.

გჭირდებათ მხოლოდ  პროდუქტით დაინტერესებული  ვიზიტორები?  მარკეტინგული პროგრამაც მხოლოდ  მათკენ უნდა იყოს მიმართული.

მარტივი განტოლება:  მეტი ტრაფიკი– მეტი პოტენციური მომხმარებელი,  მეტი პოტენციური მომხმარებელი – მეტი გაყიდვები.

საბედნიეროდ, არსებობს ბევრი გზა, თუ როგორ  მოვიზიდოთ მომხმარებლები საიტზე

ვიდეო მარკეტინგი

იცით თუ არა, რომ  YouTube  არის სიდიდით მეორე საძიებო სისტემა?! 

თქვენი პოტენციური მომხმარებელი ყოველთვის YouTube- ზეა.  ამ  მომენტშიც კი ვიღაც ეძებს ინფორმაციას თქვენ სფეროზე.  ამიტომ კარგია თუ თქვენ კონტენტს   ამ პლათფორმაზეც განათავსებთ.

ადამიანებს მოსწონთ ვიდეოს ყურება.  ეპოქაში,  რომელშიც   ყურადღებას არ  აქცევენ იმეილ მარკეტინგს და ბანერულ რეკლამას  ვიდეო მაინც იქცევს ყურადღებას და ეს მას მარკეტინგის  მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  ხდის.

როგორი ვიდეო უნდა შექმნათ?  ეს  მეტწილად  დამოკიდებულია  თქვენი  ბიზნესის სფეროზე. ვიდეო კონტენტის ერთ-ერთ   ყველაზე პოპულარული ტიპი, რომელსაც ნებისმიერი ბიზნესი იყენებს არის – “როგორ  გავაკეთოთ ეს”. მაგალითად , თუ თქვენ გაქვთ სპორტ დარბაზი   შეგიძლიათ დადოთ ვარჯიშების ვიდეოები, რომლითაც დაეხმარებით პოტენციურ მომხმარებლებს.  ჩაწეროთ საინტერესო იტერვიუ ან  ექსპერტის აზრი.

რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ    უპირველეს ყოვლისა ვიდეო   უნდა იყოს ინფორმაციული და არ იყოს გადატვირთული.

რაც შეეხება ვიდეოს ხანგრძლივობას ის არ უნდა იყოს 3- წუთზე დიდი. ხანგრძლივმა ვიდეომ შეიძლება დაღალოს მომხმარებლები.

კიდევ  3 რჩევა  ვიდეო კონტენტის შესაქმნელად:

  1. დარწმუნდით, რომ შეიმუშავეთ დეტალური წერილობითი აღწერა, რომელიც ნათლად განმარტავს  თქვენ  საქმიანობას და  შესაძლებლობებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა,  საძიებო სისტემებში რანჟირებისთვის;
  2. დაამატეთ URL -ს   თქვენი საიტის სახელწოდება და ვიდეოს აღწერას მიაქციეთ ყურადღება. ეს არის ტრაფიკის მოზიდვის   ერთ-ერთი საშუალება;
  3. უბიძგეთ მოქმედებისკენ. ვიდოს ბოლოს თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მომხმარებლებს თუ რა გააკეთონ: ნახონ რამე გვერდი, იყიდონ პროდუქცია ან მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და სხვა.

ბლოგინგი

სიტყვას კვლავ აქვს ძალა  და  ამიტომ ბლოგი –აუდიტორიისთვის  საკუთარი აზრის მიტანის საუკეთესო საშუალებაა.

გაუზიარეთ თქვენი აზრი მიმდინარე  ტენდენციებზე  მომხმარებლებს. გამოთქვით  აზრი  თქვენ სფეროში  მომხდარ რამე სიახლესთან დაკავშირებით.  მოყევით  თქვენი  წარმატების შესახებ.   დაწერეთ სია    “Top-10”  ადამიანის შესახებ, რომელსაც მოსწონს   მსგავსი ტიპის  კონტენტი. დაწერეთ  კმაყოფილი კლიენტიების შესახებ. თქვენ ასევე შეგიძლიათ  გაუზიაროთ მომხმარებლებს ფოტო, ვიდეო და საინტერესო ბმულები, რომლებიც უკავშირდება თქვენი მოღვაწეობის  სფეროს.

იფიქრეთ ბლოგზე, როგორც  მომხმარებლებთან მუდმივ დიალოგზე. პირველ რიგში უნდა იყოთ   ღია და პატიოსანი . ეს ყველაფერი მოგცემთ კმაყოფილ  მომხმარებელს - და ბუნებრივია მეტ  დამკვეთს, ვიდრე სხვა რომელიმე  წყარო.

თუ დაიწყებთ ბლოგის წარმოებას გახსოვდეთ, რომ  პოსტები  რეგულარულად  უნდა წეროთ.  ყოველდღიური წერა არ არის საჭირო,  თქვენი სფეროდან გამომდინარე შესაძლოა  კვირაში ორი სტატიის დადებაც  საკმარისი იყოს.

ბლოგი უმეტეს წილად გამოიყენება არსებულ და  პოტენციურ მომხმარებლებთან საკონტაქტოდ.  მისი საშუალებით  თქვენ აშენებთ  ნდობას, მომხმარებლებს აძლევთ საშუალებას გაგიცნონ უკეთ.

ვირუსული რეკლამა

ვირუსული რეკლამა არის კონტენტი - ვიდეო, ფოტო, სტატია-  რომელთა მიზანიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა,მისი ეფექტურობისათვის აუცილებელია  მასალა  იყოს იმდენად საინტერესო, რომ ის  მნახველებმა გაუზიარონ საკუთარ მეგობრებს. ხშირად მსგავსი მასალა ტოპ ნიუსებიც ხდება, მთავარი კი ისაა, რომ როგორც წესი  მსგავს  რეკლამაში არასოდეს ჩანს “რეკლამის” დამკვეთი.

მისი გამოყენების უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ რომელი ფორმატიც არ უნდა აირჩიოთ   მთავარია გახსოვდეთ რომ  მსგავსი კონტენტის მიზანი აუდიტორიის ყურადღების მიქცევაა და კიდევ რაც მთავარია მათ უნდა გაუჩნდეთ  მასალის გაზიარების სურვილი.

  1. ინფოგრაფიკა– რა არის თქვენი ნიშის  ძირითადი ტენდენციები?  არის  შემდეგი თვის ან წლის პროგნოზები?  ინფოგრაფიკა – არის ვიზუალურად ახსნილი   მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  ეს შეიძლება იყოს  გრაფიკები ან დიაგრამები , სტატისტიკური მონაცემები ან მოკლე ტექსტური ჩანართები. ინფოგრაფიკა საშუალებას გაძლევთ   გახადოთ მოსაწყენი ინფორმაცია  ვიზიტორებისთვის მიმზიდველი,  ამისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ფერები, ლამაზი ფონტები ილუსტრაციები და სხვა.  ეს არის  ვიზიტორების ყურადღების მიქცევის და მისთვის სასარგებლო ინფორმაციის გაცნობის ერთ-ერთი  საუკეთესო საშუალება.
  2. სურათები– მას მიეკუთვნება თქვენი  პროდუქტის  და მომხმარებლის სურათები, რომლებიც სარგებლობენ  აღნიშნული პროდუქტით. მაგალითად თქვენ გაქვთ  ყვავილების მაღაზია- შეგიძლიათ  საიტზე განათავსოთ  მომხმარებლის სურათი, რომელსაც უჭირავს თქვენი პროდუქცია. მსგავსი კონტენტის გავრცელებაში თქვენ ყელაზე კარგად დაგეხმარებათ  სოციალური ქსელი Instagram-ი.
  3. ვიდეო  არის სასაცილო სკეჩი ან კლიპი, რომლის მიზანიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა, მისი ეფექტურობისათვის აუცილებელია, რომ ვიდეო იყოს იმდენად საინტერესო, რომ მნახველებმა ის  საკუთარ მეგობრებს გაუზიარონ.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ