იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

ვებ ანალიტიკა - მომავლის ტენდენციები
2018.08.02

ვებ ანალიტიკა - მომავლის ტენდენციები

პირველ რიგში  თქვენ უნდა გაარკვიოთ, საიდან გადმოვიდნენ თქვენი მომხმარებლები, რა უნდათ, რას ეძებენ თქვენ საიტზე და სად და როგორ ურჩევნიათ მათ შენაძენის გაკეთება.

ინტერნეტში გაყიდვების გასაზრდელათ მნიშვნელოვანია იცოდეთ: როგორ გაიგეს მომხმარებლებმა თქვენი საიტის და პროდუქციის შესახებ, რამ იმოქმედა მათი შენაძენის გაკეთების სურვილზე, რამ შეუშალათ ხელი შენაძენის გაკეთებისას, რატომ დატოვეს მათ თქვენი საიტი და გადავიდნენ სხვაგან?! მსგავსი ინფორმაციის შეგროვებით დაკავებული არიან  სპეციალური, საიტზე დაყენებული ან კომპიუტერზე ჩაწერილი  ანალიტიკური სისტემები,  მიღებულ მონაცემებს კი ვებ ანალიტიკოსები ამუშავებენ.

რატომ უნდა იცოდნენ მარკეტოლოგებმა ვებ ანალიტიკა?

ინტერნეტ მარკეტინგში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მომხმარებლების ქცევის და იმ არხების ზუსტ ცოდნას, რომლის საშუალებითაც იქნა მოზიდული აღნიშნული მომხმარებლები. ამ ყველაფრის გარეშე სარეკლამო ბიუჯეტი არაეფექტურად დაიხარჯება. კონტენტი და სარეკლამო კამპანიები არ გაამართლებს მომხმარებლების მოლოდინს. გარდა ამისა კრიზისული პერიოდის დროს კომპანიას არ შეუძლია ცალკე ვებ ანალიტიკოსის დაქირავება ამიტომ უმეტეს შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულება მარკეტოლოგს უწევს.

მომხმარებლების მონიტორინგის ყველაზე გავრცელებული სისტემებია: Google Analytics, Similar Web, Adobe Analytics, Com Score...

ვებ ანალიტიკის სისტემის ტიპები 

ინფორმაციის შესაგროვებლად:

  • საჭიროა საიტზე კოდის დაყენება;
  • საიტის მომხმარებლები აყენებენ სპეციალურ პროგრამას კომპიუტერზე

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

  • დახურული – ინფორმაციას ხედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც მფლობელი მისცემს ნებას;
  • ღია– საიტის სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას ვინც სერვისში ფული გადაიხადა;
  • შერეული – მფლობელი ირჩევს რომელი მონაცემები გაიხსნას და რომელი დაფაროს.

რას ეტყვის მარკეტოლოგს  Google Analytics?

  • რომელი არხების  (ძიება, სოციალური ქსელები, რეკლამა და სხვ.) საშუალებით მოხდა მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომხმარებლების გეოგრაფიული მდგომარეობა – ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი;
  • სქესი, ასაკი, მომხმარებელის ინტერესების სია;
  • რა მოწყობილობები გამოიყენეს მომხმარებლებმა თქვენი სიტის სანახავად: პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, მობილური მოწყობილობა და ასევე რომელი  ბრაუზერი;
  • რამდენი და რომელი გვერდები ნახეს ვიზიტორებმა;
  • რამდენ დროს ატარებენ მომხმარებლები საიტზე;
  • ახორციელებდნენ თუ არა ისინი შესყიდვებს/რეგისტრაციას/ან სხვა  კონვერსიას.

საიტისთვის საჭირო ძირითადი მეტრიკის შერჩევა – ვებ ანალიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეტრიკის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ბიზნესის სპეციფიკა: რას ყიდით, ვისთვის გინდათ მიყიდვა. ასევე მნიშვნელოვანია საიტის სტრუქტურა.

 

ვებ ანალიტიკის  2018 წლის ტენდენციები!

  1. მონაცემების დემოკრატიზაცია: უფრო და უფრო მეტი სპეციალისტი მიიღებს  საიტის სტატისტიკურ მონაცემებთან წვდომას,  ვებ ანალიტიკის საშუალებით გადაწყდება ყოველდღიური ამოცანები.
  2. მომხმარებლების საიტზე ქცევის ანალიზი.
    გაიზრდება ქცევითი ფაქტორის როლი. სარეკლამო ბიუჯეტის ზრდასთან ერთად უფრო დიდი მნიშვნელობა მიენჭება პერსონალიზირებულ რეკლამას, რომელიც სეგმენტირებული იქნება აუდიტორიაზე  არა სქესზე და ასაკზე, არამედ მომხმარებლების რეალურ მოთხოვნილებებზე. სარეკლამო კამპანია დაეყრდნობა ვებ ანალიტიკის მიერ საიტიდან აღებულ ინფორმაციას. მომხმარებლების 95%  პერსონალიზირებული რეკლამის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი, ამიტომ ამ მხრივ მონაცემების შეგროვება ჩვეულებრივად გაგრძელდება.  მომხმარებლების ქმედებების ინტერპრეტირება,  წინასწარ განსაზღვრა და საჭირო მიმართულებით  გაშვება ინტერნეტ მარკეტინგის და ვებ ანალიტიკის  ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იქნება.
  3. პირველ ადგილას არის  CTA – მოწოდება მოქმედებისკენ.
    ვებ ანალიტიკის 3 სახიდან  – აღწერილობითი, პროგნოზირებადი და  წამახალისებელიდან – ყველაზე მეტად გავრცელებულია წამახალისებელი  ანალიტიკაა.
    აღწერილობითი (descriptive) პასუხობს კითხვაზე, რა და რატომ მოხდა   საიტზე წარსულში; პროგნოზირებადი (predictive) გთავაზობთ მომხმარებლების  მომავალ მოქმედებებს საიტზე, ხოლო წამახალისებელი (prescriptive) მიდის უფრო წინ, ის არწმუნებს მომხმარებლებს განახორციელონ ესა თუ ის ქმედება  საიტზე. ქცევითი ფაქტორების ანალიზი და პროგნოზირებადი ანალიტიკის შესაძლებლობები მოგცემთ საშუალებას განათავსოთ საიტზე ეგრეთ წოდებული   «ხაფანგები» – ყველა ის ელემენტი, რომელიც უბიძგებს მათ მოქმედებისკენ. მაგალითად: კონტაქტის დატოვება, სიახლეების გამოწერა, პრომო მასალების ჩამოტვირთვა, დამატებითი პროდუქციის შეძენა და სხვადასხვა მომსახურების შეძენა.
  4. მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა სისტემების ინტეგრაცია.
    მომავალში მარტო Google Analytics- ის მონაცემები არ იქნება საკმარისი. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება  ყველა არსებული ინფორმაციის ერთ სივრცეში შეგროვებით  – საიტის შიდა სტატისტიკა  SQL, სისტემები: ERP, CRM, HR (RStudio, PowerBI) და POS, და ასევე სხვადასხვა  მნიშვნელოვანი აპლიკაციები, რომლებიც მონაცემების შეგროვებაში დაგეხმარებათ.
  5. ვებ ანალიტიკოსები და Big Data- ის სპეციალისტები უფრო მოთხოვნადები გახდებიან.
    სხვადასხვა მონაცემების ზრდა  და   ბუნდოვანი ინფორმაციული ლანდშაფტი  უფრო  მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს, რომლებიც შეძლებენ კონცეფციის შემუშავებას,  სტრატეგიის აგებას და დინამიკის ცვალებადობის თვალისდევნებას

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ