lemons


იტვირთება...

უკან

lemons

რა უნდა ვიცოდოთ ვირუსული მარკეტინგზე
2018.08.01

რა უნდა ვიცოდოთ ვირუსული მარკეტინგზე

ვირუსული მარკეტინგი მარკეტინგისა და რეკლამის ერთ-ერთი გამორჩეული ნაირსახეობაა, რომელიც გვეხმარება ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდაში. ის კომპიუტერში ვირუსის გავრცელების მსგავსია. ვირუსული მარკეტინგი  ორიგინალურობით და არასტანდარტული მიდგომებით იპყრობს პოტენციური მყიდველის ყურადღებას და დიდ გავლენას ახდენს მასზე.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის  ყველაზე ეფექტური რეკლამაა –დანახარჯი მინიმალურია შედეგი კი მაქსიმალური. თუმცა  მას აქვს ერთი უარყოფითი მხარე, რის  გამოც ვირუსული მარკეტინგი არ გახდა რეკლამის ძირითადი სახე.

ვირუსული რეკლამის გავრცელება მთლიანად მომხმარებლის რეაქციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია  ვირუსულ რეკლამას   ჰქონდეს კონკრეტული მესიჯი, სამიზნე აუდიტორია და ამოცანა. მსგავსი ტიპის რეკლამამ ბრენდის გარშემო დისკუსია უნდა გამოიწვიოს. მესიჯი იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს, რომ ინტერნეტმომხმარებლებს მისი გაზიარების სურვილი გაუჩნდეს.

ვირუსული რეკლამის გავრცელების მეთოდები.
ვირუსული რეკლამის პოპულარობაზე დიდი გავლენა იქონია ინტერნეტის განვითარებამ.  შესაძლებელი გახდა საინტერესო ინფორმაციის გაზიარება. ვირუსული რეკლამის გავრცელების ეფექტური საშუალებებია :სოციალური ქსელები, ვიდეო საიტები, ბლოგები, ფორუმები...

ვირუსული მარკეტინგის სახეები.
ვირუსული რეკლამა შეიძლება წარმოდგენილი  იყოს: ტექსტის, ფოტოს ან ვიდეოს სახით.  შედარებით ნაკლები შედეგის მომტანია  ტექსტური რეკლამა, რომელსაც დღეს ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით. მეტი პოპულარულობით სარგებლობს ვირუსული ვიდეოები.

ყურადღების მიქცევის გზები.
ვირუსული მარკეტინგის მთავარი მიზანი პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირება არ არის,  მისი ამოცანა პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაა.  მომხმარებელს იმდენად უნდა მოეწონოს რეკლამა, რომ მისი სხვებისთვის ჩვენება, გაზიარება მოუნდეს. დიდი შედეგი  მოულოდნელი დასასრულის მქონე, ორიგინალურ და იუმორისტულ ვიდეოებს მოაქვს,რადგან სწორედ მსგავსი ტიპის ვიდეოების გაზიარება  უყვარს ხალხს...

რითი უნდა მიიქციოს ყურადღება ვირუსულმა რეკლამამ ? რათქმაუნდა კარგი სიუჟეტით.  ეს შეიძლება იყოს  უბრალო  ისტორია  საშიში, პროვოკაციული, სახალისო  ან  თუნდაც აბსურდული შინაარსის   ...

უარყოფითი მხარეები.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღეს ინტერნეტი გადატვირთულია  ვირუსული რეკლამით და რაც უფრო გაიზრდება მათი რიცხვი  შედეგიანობაც პროპორციულად შემცირდება.   დღეს  დიდი ყურადღება მსგავსი რეკლამის ორიგინალურობას ეთმობა. თქვენი რეკლამა ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს.

სწორედ  ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო კომპანიებმა  უარი არ უნდა თქვან ჩვეულებრივ რეკლამაზე. ვირუსული რეკლამა  ახლადშექმნილი კომპანიისთვის შეიძლება  კარგი შედეგის მომტანი იყოს, მაგრამ უკვე არსებული კომპანიისთვის არ შეიძლება მისი ჭარბი რაოდენობით გამოყენება...

 

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ