lemons


იტვირთება...

უკან

lemons

მომენტები, რომელიც უნდა ვიცოდეთ პარტიზანულ მარკეტინგზე
2018.08.01

მომენტები, რომელიც უნდა ვიცოდეთ პარტიზანულ მარკეტინგზე

პარტიზანული მარკეტინგი - მარტივი გზა ისეთი ფირმებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დიდი ბიუჯეტი. ამის გამო მას ხშირად მცირებიუჯეტიან მარკეტინგს ეძახიან. ესეთი სახის მარკეტინგი უფრო ეფექტურია, რადგან მიმართულია კონკრეტულ აუდიტორიაზე.

თვითონ ტერმინი გამოგონილი იყო 1984 წელს,  ამერიკელი მარკეტოლოგის  ჯეი კონრად ლევინსონის მიერ, რომელმაც გამოუშვა წიგნი,  ამავე სათაურით. მასში ის ყვებოდა მცირე ბიუჯეტიან რეკლამებზე ,რომლებიც თავიანთი ეფექტურობით  არაფრით ნაკლები არ იყო, ჩვეულებრივ შედარებით უფრო ძვირ რეკლამაზე. ძირითადად ლევინსონი რეკლამისთვის ფირმებს სთავაზობდა : ბუკლეტებს, სავზიტო ბარათებს და ასევე  სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.  წიგნი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი გამოსვლიდან მალევე გამოვიდა რმოდენიმე ნამუშევარი იგივე თემაზე. რამაც გამოიწვია  მეცნიერული მიდგომა ამ კონცეფციის "პარტიზანული მარკეტინგისადმი"

სხვათა შორის, ლევინსონმა წიგნის სათაური აიღო სამხედრო ტერმინიდან -პარტიზანი- ეს არის პატარა დაჯგუფება , რომელიც თავისი სიმცირითა და შეუმჩნეველი მოქმედებებით დიდ ზიანს აყენებდა  უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს.
დღეს ბევრს არასწორი დამოკიდებულება აქვს, როგორც  პარტიზანული, ასევე ვირუსული და ფარული მარკეტინგის მიმართ. ყველა ამ ტიპის მარკეტინგს თავისი მიზნები  და მეთოდები აქვთ. ამიტომაც ისინი მიეკუთვნებიან არატრადიციულ მარკეტინგურ საშუალებებს.

პარტიზანული მარკეტინგის პრინციპები:

1 – უარი ტრადიციულ მედია რეკლამაზე.  ეს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, მცირე ბიუჯეტიანი ფირმისთვის. რეკლამისთვის გამოიყენება ან ძალიან იაფი(ბუკლეტები, სავიზიტო ბარათები), ანდაც უფასო საშუალებები(სხვა ფირმებთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების გამოყენება).  ორ სხვადასხვა ფირმას შეუძლიათ ერთმანეთის რეკლამირება ამისთვის მათ დასჭირდებად მხოლოდ ბუკლეტების და სავიზიტო ბარათების დამზადება.

2 – უარი «გამალებულ შეიარაღებაზე»,  როცა ერთი ფირმა ცდილობს მეორის განადგურებას. პარტიზანული მარკეტინგი  გულისხმობს მცირე ბიუჯეტის გამოყენებით მაქსიმალური შედეგის მიღებას. ამ დროს აქცენტი კეთდება რეკლამის ეფექტურობაზე და არა მის რაოდენობაზე. პარტიზანული მარკეტინგის მთავარი მიზანია, მოიზიდოს მყიდველთა მხოლოდ  ის ის ნაწილი, რომელიც დაინტერესდება მისი პროდიქციით .

3 –აქცენტი მყისიერი შედეგზე.  მცირე კომპანიებისთვის, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ  ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ადამიანი კითხულობს ბუკლეტს ის მას ან ეგრევე იყენებს, ან  აგდებს. ანუ მალევე იღებს გადაწყვეტილებას განსხვავებით  სატელევიზიო რეკლამისა, რომელიც უფრო ხანგრძლივი ზემოქმედებისთვისაა გათვლილი.

4 – პარტიზანული მარკეტინგი შეუმჩნეველია.  როცა პარტიზანული მარკეტინგი შესამჩნევი ხდება, მას ეგრევე იმეორებენ კონკურენტები რაც მის ეფექტურობას უფრო ამცირებს. ამიტომ რაც უფრო შეუმჩნეველია ის მით უფრო ეფექტურია. ამიტომაც პარტნიორული შეთანხმებები ამ სფეროში იდება მხოლოდ ორ კომპანიას შორის.

5 – ეფექტიანობის მართვის შესაძლებლობა.  საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ  რისი გაკეთებაა საჭირო ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად , რადგან ბიუჯეტი შეზღუდულია და არ იძლევა მოქმედების ფართო არეალების გამოყენებას. ამიტომ ზუსტი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მომხმარებლებში გამოკითხვის ჩატარება და იმის გაგება,თუ რატომ ირჩევენ ისინი თქვენს კომპანიას. შედეგების მიხედვით კი ფირმა გადაწყვეტს,  თუ რა მიმართულებით დაიწყოს მარკეტინგული სამუშაოოები.

6 – არა კონკურენციას და კი პარტნიორობას.  თუ ორი მცირე ბიუჯეტიანი  კომპანიები დაიწყებენ ერთმანეთის რეკლამირებას.  მათი შემოსავლები გაიზრდება, თან  ძალიან მცირე ხარჯით ამიტომ პარტნიორობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პარტიზანულ მარკეტინგში. ასევე  პარტნიორის არჩევისას  უნდა გავითვალისწინოთ- სფეროთა თანხვედრა, რაც გულისხმობს  ურთიერთ შემავსებელი  საქონლის მწარმოებელ ფირმებს შორის  პარტნიორობას.

7  – ხელმისაწვდომობა.  პარტიზანული მარკეტინგით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც მცირე ასევე დიდ კომპანიებსაც, მთავარია მისი სწორი გამოყენება.ერთი შეხედვით დიდი ფირმებისთვის, ესეთი სახის მარკეტინგით მიღებული შედეგი არც ისე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ისინი პარტიზანული მარკეტინგით მომხმარებლის იმ სეგმენტზე გადიან, რომელსაც ჩვეულებრივი მედია რეკლამით ვერ აინტერესებენ.

მადლობა, რომ კითხულობთ ამ პოსტს.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ