lemons


იტვირთება...

უკან

lemons

«თუ თქვენ გსურთ რაიმე ახალი, მაშინ დაანებეთ  თავი   ძველის კეთებას»
2018.08.02

«თუ თქვენ გსურთ რაიმე ახალი, მაშინ დაანებეთ თავი ძველის კეთებას»

პიტერ დრიუკერი (Peter Ferdinand Drucker) ავსტრიელი წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი.
იგი იყო ავტორი, მენეჯმენტის დარგის კონსულტანტი, პედაგოგი და როგორც იგი თავად მიიჩნევდა „სოციალური ეკოლოგი“  მენეჯმენტის ახალი სკოლის დამფუძნებელი.
იგი  მენეჯმენტის მამადაა წოდებული.

მის 39 წიგნში და ასეულობით პოპულარულ ნაშრომში, რომლებიც ქვეყნდებოდა „The Wall Street Journal“ და „Harvard Business Review“, გაანალიზებულია ის, თუ როგორ ორგანიზდება ადამიანი სოციალური სექტორის სხვადასხვა სფეროში — ბიზნესში, სამთავრობო სამსახურში და არასამთავრობო (არამომგებიან) სექტორში. დრიუკერი სხვადასხვა დროს იყო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის და კლერმონტის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და მენეჯმენტის პროფესორი.

მან საკუთარი კვლევებით იწინასწარმეტყველა მენეჯმენტისა და ეკონომიკის დარგის, მე–20 საუკუნის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა. მათ შორის პრივატიზაცია და დეცენტრალიზაცია; იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური გაძლიერება; მარკეტინგის მნიშვნელობა და გადამწყვეტი როლი; ინფორმაციული საზოგადოების აუცილებელი მოთხოვნა უწყვეტი განათლების მიმართ;

1959 წ. დრუკერმა შემოიტანა „ინფორმირებული (გაცნობიერებული) მუშაკის“ ცნება  . ჩამოაყალიბა „გლობალური ბაზრის“ თეორია. 40–იანი წლებიდან დაფუძნებული ყველა მსხვილი კონცერნი  „დრუკერის პრინციპებით“ ფუნქციონირებს.

დრუკერს სჯეროდა ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური ჰარმონიის თანაარსებობის. პროფესიულ მოღვაწეობას იგი 95 წლის ასაკშიც აგრძელებდა. მიღებული აქვს მრავალი სამთავრობო ჯილდო. სიცოცხლის ბოლოს იგი სინანულით აღნიშნავდა, რომ „კორპორაციები, რომლებიც შენდებოდნენ როგორც პირამიდები, ახლა კარვებს ემსგავსებოდნენ ...“

თეორიების და იდეების უმრავლესობა, რომლებიც გამოქვეყნებულია მენეჯმენტის დარგში პიტერ ფერდინანდ დრუკერს ეკუთვნის .

მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ   ХХ -ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მენეჯმენტის თეორეტიკოსი.

გთავაზობთ მის კონცეფციებს:

1. დეცენტრალიზაცია და გამარტივება. დრუკერი მიიჩნევდა, რომ  კომპანიები ყველაზე კარგად მაშინ მუშაობენ, როცა დეცენტრალიზირებულები არიან. მას ასევე  სჯეროდა, რომ  კომპანიები უშვებენ ძალიან ბევრ პროდუქციას, შემდეგ ქირაობენ სპეციალისტებს და გადიან ბაზრის იმ სეგმენტზე, რომელისთვისაც თავი უნდა აერიდებინათ.

2.  «მცოდნე თანამშრომლის» პრინციპი. მან ეს კონცეფცია  1959 წელს შემოიღო — და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში  ცოდნაზე დაფუძნებული მუშაობა  სულ ურო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება  ბიზნესისთვის.

3. კონცეფცია, რომელიც  საბოლოო ჯამში ცნობილი გახდა,  როგორც «აუთსორსინგი».  პიტერი მას ხსნის ბიზნესის   წინა და უკანა  " ოთახის" მაგალითით: კომპანია დაკავებული უნდა იყოს მხოლოდ პრიორიტეტული დავალებების შესრულებით (წინა ოთახი),რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ბიზნესის შენარჩუნებაში. ხოლო რაც შეეხება მეორეხარისხოვან (უკანა ოთახი) ამოცანებს ისინი დელეგირებული უნდა იყვნენ სხვადასხვა კომპანიებში.

4. არაკომერციული სექტორის მნიშვნელობა. დღეს არაკომერციული ორგანიზაციები  ბევრი სახელმწიფოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს  თამოშობენ.

5. თანამშრომლის პატივისცემა. დრუკერი თვლიდა, რომ , კომპანიის თანამშრომლი ღირებული აქტივია. ის ამტკიცებდა, რომ  მცოდნე თანამშრომელი თანამედროვე ეკონომიკის ძირითადი კომპონენტია და რომ მსგავსი თანამშრომლის წარმოჩენა მხოლოდ მენეჯმენტის ჰიბრიდულ მოდელს შეუძლია. მისი ფილოსოფიის მთავარი თეზისი იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ  ფირმისთვის ყველაზე ღირებულ რესურსს ადამიანები წარმოადგენდნენ და რომ მენეჯერებს არა მარტო უნდა აღენიშნათ მათი პროდუქტიულობა, არამედ მიეცათ  თავისუფლება სამუშაოს  შესასრულებლად .

6. დაგეგმილი უკან დახევის გზები. საწარმოები და მთავრობა მიჩვეულია  გუშინდელი   წარმატების  ჩაბღაუჭებას და არ სურთ თავიანთი შეცდომების მიღება, აღიარება.

7. ყოველი  წარუმატებლობის  მიზეზი გაუაზრებელი მოქმედებაა.

8. არსებობს იდეა, რომ თქვენ უნდა აწარმოოთ ბიზნესი, მრავალი საჭიროებისა და მიზნების ბალანსირებით,  იმის მაგივრად,რომ კომპანია  რამე ერთი ღირებულების ირგვლივ შექმნან.

 

პიტერ დრუკერის ყველაზე საინტერესო ციტატები

«მთავარია გააკეთოთ სწორი რაღაცეები, ვიდრე რაღაცეები კარგად».

«თუ თქვენ გსურთ რაიმე ახალი, მაშინ დაანებეთ  თავი   ძველის კეთებას».

«არ არის არაფერი იმაზე უაზრო,როგორც საერთოდ  უმნიშვნელო საქმის კარგად შესრულება».

«ურთიერთობისას ყველაზე მთავარი —  რაც არ თქმულა იმის მოსმენაა ».

«პროდუქტის ან მომსახურების ხარისხი  —არის ის რასაც მომხმარებელი მისი მეშვეობით იღებს და არა ის რასაც მასში მისი შექმნისას დებთ.  პროდუქტი — არ არის ხარისხიანი მხოლოდ იმიტომ, რომ  მისი გაკეთება ძნელია და იმიტომ,რომ ის ძვირი ღირს,  როგორც ეს მწარმოებლების უმრავლესობას ჰგონია. ეს არაკომპეტენტურობაა. კლიენტი  ფულს იხდის მხოლოდ იმაში რასაც მისთვის სარგებელი მოაქვს. სწორედ ამიტომ ხარისხს სხვა არაფერი არ განსაზღვრავს».

«შედეგები მიიღწევა ხელსაყრელი შესაძლებლობების გამოყენებით და არა პრობლემების გადაჭრით».

«ბიზნესს აქვს მხოლოდ ორი უმთავრესი ფუნქცია: მარკეტინგი და ინოვაციები».

«უმეტესწილად, რასაც ჩვენ მენეჯმენტს ვეძახით არის ის, რაც ხალხს სამუშაოს შესრულებას ურთულებს ».

«მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზა— ეს მისი შექმნაა».

«ჩვენ მომავალზე ვიცით მხოლოდ ის, რომ  აწმყოსგან განსხვავებული იქნება».

«მომავლის წინასწარმეტყველება იგივეა რომ — გამორთული ფარებიანი მანქანით, ფანჯრიდან თავგამოყოფილმა  გრუნტიან გზაზე სიარული სცადო».

«კომპეტენტურობა არის აკეთო საქმე სწორად , ეფექტურობა კი სწორი საქმის კეთებაა ».

«შეკრებები, თათბირები კომპანიის არაეფექტურობის მაჩვენებელია, რადგან    თანამშრომლები  ან ზიან შეხვედრაზე ან აკეთებენ საქმეს. მათ ამ ორიდან მხოლოდ ერთი რამის კეთება შეუძლიათ ».

«კორპორატიული კულტურა სახელმწიფო კულტურის მსგავსია. არასდროს სცადოთ მისი შეცვლა. ეცადეთ იმუშაოთ იმასთან რაც უკვე არსებობს».

«ყოველი წარმატებული ბიზნესის უკან არის ადამიანი, რომელმაც როდესღაც  თამამი გადაწყვეტილება მიიღო».

«მენეჯმენტი— ნიშნავს საქმის სწორ კეთებას. ლიდერობა — სწორი საქმის კეთებას».

«ვერავინ ვერ სწავლობს თემას იმაზე კარგად, ვდრე ის  ვისაც აიძულეს მისი სწავლა».

«XX-ე საუკუნის სამმა ყველაზე ქარიზმატულმა  ლიდერიმა: ჰიტლერმა, სტალიმა და მაომ  კაცობრიობას  ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს, ამიტომ მთავარი ლიდერის ქარიზმა კი არა, არამედ  მისი მისიაა».

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

 

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ