lemons


იტვირთება...

უკან

lemons

WOM - მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები!
2018.08.09

WOM - მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები!

როგორ უზრუნველყოთ ფირმის წარმატება -  პოპულარობა ისე, რომ რეკლამაში ფული არ დავხარჯოთ? როგორ მოვიქცეთ,  რომ   მომხმარებლებმა თქვენზე უამბონ მეგობრებს, ნაცნობებს და გამვლელებსაც კი... ეს ყველაფერი  ძალიან მარტივია! რაშიც  WOM - მარკეტინგი დაგეხმარებათ.

WOM მარკეტინგი-ის სურათის შედეგი

ენდი სერნოვიცი  თავის  გახმაურებულ ბესტსელერში  «Word of Mouth Marketing»- ში აღწერს თუ როგორ "აიძულებენ" ჭკვიანი კომპანიები მომხმარებლებს მათზე საუბარს.

 

WOM - მარკეტინგი  ყოველთვის არსებობდა, მაშინაც კი როცა  არ არსებობდა ბლოგები, ფორუმები და სოციალური ქსელები, მაგრამ ზუსტად ონლაინ სივრცის  განვითარების შემდეგ კომპანიები მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ  საუბარის  (თუნდაც უარყოფითის) კონტროლირება და  მათი  თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება.

რა არის WOM - მარკეტინგი?

«Word-of-mouth  — არის საუბარი ადამიანებს შორის, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობს . Word-of-mouth marketing - ის მიზანი არის , რომ ამ საუბრის დროს ლაპარაკობდნენ თქვენზე»

Word-of-mouth marketing- დაფუძნებულია ოთხ მარტივ  წესზე:

  • იყავით საინტერესო;
  • იყავით მარტივი;
  • გახადეთ ხალხი ბედნიერი;
  • მოიპოვეთ ნდობა და პატივისცემა;

WOM მარკეტინგი-ის სურათის შედეგი

ხალხის საუბარი —   Word-of-mouth მარკეტინგის  ძირითადი კომპონენტია.  რატომ უნდა ისაუბრონ თქვენზე ან თქვენ პროდუქციაზე?   არსებობს რამდენიმე მიზეზი.

1. უყვართ ის, რასაც თქვენ აკეთებთ

კარგი პროდუქცია, უმაღლესი დონის მომსახურება, უნიკალურობა და ა.შ.  მიზანი  ერთია —მომხმარებლები უნდა  აღფრთოვანდნენ თქვენით!

მაგალითად, კომპანია  Apple- ზე  მილიონობით ადამიანი  საუბრობს, მიუხედავად იმისა სარგებლობენ თუ არა ამ კომპანიის პროდუქციით.  გაინტერესებთ რატომ?  იმიტომ რომ მათი პროდუქცია არის კარგი და ხალხს უნდა მასზე საუბარი.

 

2. მნიშვნელოვანი, ღირებული, ჭკვიანი

ემოციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აგრძნობინეთ მომხმარებლებს, რომ თუ ისინი თქვენ პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე  ისაუბრებენ  ამით უფრო ჭკვიანები  გამოჩდებიან. ხაზი გაუსვით თქვენთვის მათ მნიშვნელობას.

 

3. იდენტიფიკაციის საჭიროება

თქვენი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ხდება მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი.  ეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ თქვენი კომპანის მომოხმარებლები გაერთიანდნენ  ერთგვარ  სუბკულტურაში—  ამის მეშვეობით ისინი იგრძნობენ ჩართულობას  და გაავრცელებენ ინფორმაციას, როგორც ჯგუფში ასევე ჯგუფის გარეთაც.

 

Word-of-mouth მარკეტინგი  მოიცავს 5 ელემენტს:

1. ორატორი

WOM მარკეტინგი-ის სურათის შედეგი

საუბარი— Word-of-mouth მარკეტინგის  მთავარი ინსტრუმენტია, ამიტომ  თქვენ უნდა დაადგინოთ ვინ უნდა ისაუბროს თქვენზე და ამის გარკვევის შემდეგ კი როგორ  დაამყაროთ მათთან კონტაქტი.

პირველ ეტაპზე თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • ვინ არიან თქვენი ორატორები?
  • ვისთან საუბრობენ?
  • რაზე საუბრობენ?
  • როგორ მოვძებნოთ ისინი?

ორატორები შეიძლება იყვნენ თქვენ  არსებულ და ახალ მომხმარებლებს შორის. ორატორები ასევე შეიძლება იყვნენ თქვენი თანამშრომლები ან უბრალოდ იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებული არიან თქვენ საქმიანობასთან.

ორატორების  გარკვევის შემდეგ უნდა გაარკვიოთ რამდენად ავტორიტეტულები არიან ისინი. გახსოვდეთ,რომ ამ დროს ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა!

როდესაც უკვე შეარჩევთ ორატორებს დაუკავშირდით  და  მიეცით მათ სასაუბრო თემა!

«რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით ორატორებს_ მით უფრო  ბევრს ისაუბრებენ .»

2. თემები

დაკავშირებული სურათი

კარგი თემა უნდა იყოს მარტივი, ორგანული, მოულოდნელი და რაც ყველაზე მთავარია  ადვილი გასავრცელებელი.

«იყავით საინტერესო ან უჩინარი

როგორ მივხვდეთ, რომ თემა ადვილად გავრცელდება?

თემის მოფიქრების შემდეგ  დასვით შემდეგი კითხვები:

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თქვენ შეძლებთ  ხარვეზების აღმოფხვრას ან ახალი და უფრო კარგი თემის მოფიქრებას.

«დაიმახსოვრეთ : ის რაც  კარგია პრესრელიზისთვის, ბუკლეტისთვის  ან რეკლამისთვის -  ყოველთვის კარგი არ არის  Word-of-mouth მარკეტინგისთვის.  »

3.ინსტრუმენტები

WOM მარკეტინგი-ის სურათის შედეგი

ნუ დაელოდებით როდის დაიწყებენ თქვენზე საუბარს. გადადგით პირველი ნაბიჯი. თხოვეთ მომხმარებლებს  ისაუბრონ თქვენ შესახებ. მაგალითად, განათავსეთ ვებ გვერდზე  ღილაკები - " გააზიარე", "მოუყევი მეგობარს" .  Word-of-mouth მარკეტინგისთვის დიდი  მნიშვნელობა აქვს გაზიარების ღილაკებს. 

Word-of-mouth -ი  ხშირად იყენებს  e-mail-მარკეტინგს. სწორი დაგზავნის შემთხვევაში თქვენ ორატორებს სწორ ინფორმაციას მიაწვდით, რომელსაც ისინი თავიანთ აუდიტორიას გაუზიარებენ.

 

4. მონაწილეობა

დაკავშირებული სურათი

მიიღეთ მონაწილეობა საუბრებში. თქვით მადლობა თბილი სიტყვებისთვის, პასუხი გაეცით დასმულ კითხვებს, გადაწყვიტეთ არსებული პრობლემები. მთავარია ისაუბროთ კომპანიის სახელით, ამით თქვენ მათ ნდობას და კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

თუ წააწყდით უარყოფით შეტყობინებებს, არ დატოვოთ ისინი უპასუხოდ, პირიქით ეცადეთ მათ  დახმარებას და გამოსწორებას.  მომხმარებლები, რომლებსაც დაეხმარეთ აუცილებლად გაავრცელებენ თქვენ შესახებ დადებით ინფორმაციას.

«პრობლემების აღმოფხვრა — ყველაზე ძლიერი მარკეტინგული ტექნიკა თქვენ განკარგულებაშია.»

5. თვალყურის დევნება

WOM მარკეტინგი-ის სურათის შედეგი

მონიტორინგი აუცილებელია.  ინტერნეტის გაჩენასთან ერთად მონიტორინგი გამარტივდა. უბრალოდ გამოიყენეთ  Google.

«უარყოფითი გამოხმაურება  — ეს თქვენი შანსია. მოისმინეთ  და გამოიტანეთ  თქვენთვის სასარგებლოდ დასკვნა »

 

 

უპირატესობები

WOM მარკეტინგი-ის სურათის შედეგი

Word-of-mouth მარკეტინგი მუშაობს, ეს ფაქტია!  

  • მომხმარებლები  თვითონ მოდიან თქვენთან;
  • ხალხის საუბარი— უფასო რეკლამა;
  • ძლიერდება ტრადიციული რეკლამის ეფექტს;
  • იზრდება თანამშრომლების პროდუქტიულობა;
  • იზრდება მომხმარებლების რაოდენობა;
  • იზრდება მომხმარებლების მომსახურების ხარისხი;
  • კომპანია ძლიერდება, ბრენდი კი პოპულარული ხდება;

«საუბარი უკვე დაიწყო. თქვენ გაქვთ ერთი გზა —ჩაერთოთ დისკუსიაში.»

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ