lemons


იტვირთება...

უკან

lemons

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ რეპუტაცია ინტერნეტში?!
2018.08.27

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ რეპუტაცია ინტერნეტში?!

 პირველი ეტაპი
თქვენი საქმიანი რეპუტაციის დაცვისთვის  საჭიროა  აქტიური ქმედება.  გამოიყენეთ ყველა  სოციალური წყარო. ამის მეშვეობით  ნეგატიური კომენტარები  ნაკლებ ზიანს მიაყენებს თქვენ რეპუტაციას.
 
მაგალითად, პოტენციური კლიენტი შეიძლება შეხვდეს ნეგატიურ გამოხმაურებას, მაგრამ თუ ის ასევე კითხულობს თქვენ ბლოგს სხვადასხვა სოციალურ არხებზე   და სხვა სოციალურ ქსელებში დადებით გამოხმაურებებს    მას არ აუცრუვდება გული თქვენ პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე.  
 
 
მიუხედავად  იმაისა,  თუ რამდენ სოციალურ ქსელს გამოიყენებთ  ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენი საიტის - მომხმარებლებთან მთავარი საკომუნიკაციო  წყაროს გამართული მუშაობაა.  საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს საიტის პოზიციონირებას სხვადასხვა საძიებო სისტემაში.  რაც უფრო მეტი შესაძლებლობები 
ექნება საიტს მით  უფრო  კარგად შეძლებს  სამიზნე აუდიტორია  თქვენ პროდუქციაში ან/და მომსახურებაში გარკვევას და შეფასებას.
რამდენიმე რჩევა  საიტის ოპტიმიზაციისთვის: — კონტენტის და  ტეგების  დაწერისას გაითვალისწინეთ  სიტყვების რაოდენობა. რელევანტური საკვანძო სიტყვების  გამოყენება  ზრდის  იმის ალბათობას, რომ მომხმარებელი იპოვის თქვენ საიტს  ამ სიტყვების მეშვეობით.  
 
დაამატეთ ხარისხიანი კონტენტი ბლოგში 
ბლოგი – მშვენიერი  გზაა, როგორც  საკუთარი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად  ასევე რეპუტაციის შესანარჩუნებლად და გასამტკიცებლად. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენ  ბიზნესზე, რადგან ბლოგი ემსახურება ხილვადობის ამაღლებას და აქტიურად აცნობოს აუდიტორიას, რომ თქვენ  ინდუსტრიაში საიმედო რესურსი გაქვთ. აქტიური ბლოგინგი თქვენ  საიტზე ბრენდის ხილვადობას გაზრდის.
 
დაწერეთ ბლოგში სხვადასხვა სიახლეები, რჩევები, ინფორმაცია თქვენს სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ,   ისაუბრეთ საქველმოქმედო ან სოციალურ ღონისძიებებში თქვენი  მონაწილეობის შესახებ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი იმ აქტუალური საკითხების  მიმართ, რომლებიც აინტერესებთ. 
 
 ყურადღება მიაქციეთ თქვენს  ტონს
უნდა გააშუქოთ ყველა სიახლე.   კომფლიქტის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ეცადოთ  იყოთ კორექტულები და არა აგრესიულები, რადგან  გახსოვდეთ,რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები  კომპანიის სახეები ხართ.  
 
უმჯობესია თავი შეიკავოთ პოლარიზაციისგან (სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებში სხვაობის გაზრდა, დაპირისპირება), რომელსაც შეუძლია თქვენი სამიზნე აუდიტორიის ნაწილის დაკარგვა გამოიწვიოს. სიახლის პუბლიკაციამდე  ჰკითხეთ საკუთარ თავს  შეიცავს თუ არა ის თქვენი მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციას. მასალას რომელსაც აქვეყნებთ უნდა  ეხებოდეს თქვენ ბიზნესს  და იყოს საინტერესო მომხმარებლებისთვის. 
 
 ჩართეთ გამოხმაურებები
დადებითი  რეპუტაციის შესაქმნელად ერთ-ერთ მნიშვნელოვან  ფაქტორს წარმოადგენს  საიტზე მომხმარებლების კომენტარების გამოჩენა. თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ დიალოგი  მომხმარებლებთან. მიეცით მათ საშუალება დატოვონ კომენტარი კონკრეტულ პროდუქციაზე ან/და  მომსახურებაზე. დადებითი გამოხმაურებები აამაღლებს თქვენ  რეიტინგს.
 
 დაიცავით კორპორატიული პოლიტიკა
როგორც ადრე ვახსენეთ  თანამშრომელი - კომპანიის სახეა, ამიტომ    სოციალურ ქსელებში მათი კომპრომატული ქმედებები და პუბლიკაციები უარყოფითად იმოქმედებს თქვენ  ბიზნესზე. დააწესეთ გარკვეული  კორპორატიული წესები სოციალურ ქსელებში თანამშრომლების ქცევის წესებთან დაკავშირებით.
 
 არაპროფესიონალი თანამშრომლის უპასუხისმგებლო საქციელის კარგი მაგალითია ჰეშტეგი   #boredatwork .   Applebee-ის მიმტანი განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან სოციალურ ქსელში ქვითრის სურათის გამოქვეყნების გამო, რადგან ის შეიცავდა  პირად ინფორმაციას. არ შეზღუდოთ თანამშრომლები უბრალოდ დააწესეთ გარკვეული წესები, რომელიც დაიცავს  თქვენი კომპანიის რეპუტაციას ინტერნეტში.
 
 ჰეშტეგების მონიტორინგი
დაიცავით თქვენი რეპუტაცია, ყური ადევნეთ იმას თუ რას ამბობენ თქვენ  ბიზნესზე  ინტერნეტში. რეგულარულად გადაამოწმეთ თქვენ ფირმაზე დაწერილი ინფორმაცია ჰეშთეგების მეშვეობით, განსაკუთრებით ისეთ სოციალურ ქსელებში, როგორიცაა  Instagram დაTwitter.
 
შეამოწმე შენი ბიზნეს გვერდი Facebook-ზე
ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენ რეპუტაციას  Facebook-ზე. არ დატოვოთ  პასუხგაუცემელი შეტყობინებები, მადლობა გადაუხადეთ   მომხმარებლებს კომპლიმენტების გამო, უპასუხოდ არ დატოვოთ არც ნეგატიური გამოხმაურებები. 
 
შეამოწმეთ  როგორ იძებნება  Google -ში თქვენი საიტი
რა შედეგს იღებთ როცა თქვენი კომპანიის სახელს წერთ  Google-ში? თუ  საიტი არ იქნება ძიების შედეგების  პირველ გვერდზე, მაშინ ამ დროს თქვენ  კარგავთ ბევრ პოტენციურ მომხმარებელს.  საიტის  SEO ოპტიმიზაციას ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.   
 
ინტერნეტი არის  პირველი ადგილი სადაც  მომხმარებლები  თქვენ შესახებ პირველად იგებენ.  თუ თქვენ  არ გიჭირავთ  წამყვანი ადგილი მაშინ ავტომატურად კარგავთ მომხმარებლებს.  თუ   ყურადღებას არ აქცევთ  თქვენი კომპანიის იმიჯს  ინტერნეტ სივრცეში  ეს მალევე უარყოფითად აისახება თქვენს ბიზნესსზე.  როდესაც იჩენთ ყურადღებას თქვენი სამიზნე აუდიტორიის მიმართ მათგანაც  იმავე  ყურადღებას იღებთ და  ისინი  თავიანთ პოზიტიურ შთაბეჭდილებებს სხვებსაც უზიარებენ.
 
როდესაც მომხმარებელი სოციალურ ქსელში კითხვას სვავს და სწრაფადვე იღებს ამომწურავ პასუხს ეს ქმნის შთაბეჭდილებას იმისას, რომ თქვენი კომპანია  ზრუნავს მომხმარებლებზე.  არ დატოვოთ უპასუხოდ არცერთი შეტყობინება, კომენტარი. სოციალურ ქსელებში აქტიური და პოზიტიური იმიჯი  არა მარტო გააუმჯობებებს თქვენ რეპუტაციას, არამედ  გაზრდის თქვენი მომხმარებლების რაოდენობასაც.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ