იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

სჭირდება თუ არა მცირე ბიზნესს ინტერნეტ-მარკეტინგი?!
2018.09.25

სჭირდება თუ არა მცირე ბიზნესს ინტერნეტ-მარკეტინგი?!

ინტერნეტ-მარკეტინგზე  უარის თქმის ძირითადი მიზეზები:

  • «მე ისედაც  საკმარისი კლიენტები მყავს». მარტივი და ამავდროულად ძლიერი არგუმენტი . თუ თქვენ  უკვე  გყავთ  მომხმარებლები და  არ ხართ დაინტერესებული ბიზნესის სამომავლო ზრდით მაშინ თქვენ დარწმუნებას აზრი არ აქვს. ეს არის ლოგიკური პოზიცია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ   კლიენტები მუდამ  თქვენი ერთგულები იქნებიან.
  • «ყველა ჩემი გაყიდვები  ოფლაინში  ხდება».   ეს არის სტანდარტული პრობლემა ბიზნესისთვის, რომელთა მომხმარებლებიც სარგებლობენ არსებული ქსელებით და პარტნიორული პროგრამებით.  ამაში არ იქნებოდა არაფერი ცუდი, რომ არა შეზღუდული აზროვნება – რათქმაუნდა  ოფლაინ მარკეტინგით  მხოლოდ ოფლაინ მომხმარებლებს მოიზიდავთ!   ყოველ დღე  გუგლში  5 მილიარდი  მოთხოვნა შედის, ხოლო ფეისბუქზე  მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელია  – ნუთუ  არცერთ მათგანს არ დააინტერესებდა თქვენი ბიზნესი?
  • «ინტერნეტ-მარკეტინგი არ დამეხმარა». თუ თქვენ უკვე ცადეთ და  ვერ ნახეთ შედეგი ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ მარკეტინგი არის უშედეგო, წარუმატებლობა შეიძლება გამოეწვია  მის არასწორ შესრულებას . ესეთი რამ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებსაც ემართებათ, მაგრამ ამ დროს სწორი გადაწყვეტილება არა დანებება არამედ  სტრატეგიის გაუმჯობესება, ახალი პარტნიორების ძიება და ინფორმაციის წყაროების გაუმჯობესებაა.
  • «ინტერნეტ-მარკეტინგს არ აქვს აზრი». უმეტესად ეს არგუმენტი მიმართულია რაიმე სახის სტრატეგიის  და არა ინტერნეტ მარკეტინგსკენ. უმეტესად ეს არის SEO ან SMM.  ეხლა, როცა  ეს სტრატეგია უკვე 10 წელზე მეტია რაც აქტუალური გახდა, მომხმარებლები მას უფრო სერიოზულად აღიქვავენ. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ მოქცემთ იმის გარანტიას,რომ  ისინი მუდამ იმუშავებენ, მაგრამ  უფრო გარდაიქმნებიან რამე სხვად ვიდრე დარჩებიან წარსულში.
  • «ეს ძალიან ძვირია ». კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი. ამ დროს არ დაგავიწყდეთ , რომ მარკეტინგი – ეს ინვესტირებაა.  თუ ფული სწორადაა ინვესტირებული, მაშინ  თქვენ ხარჯებსაც დაფარავთ და მოგებასაც მიიღებთ.
  • «მე არ მესმის მისი». თუ თქვენ რამე არ გესმით  ეს განაჩენი არაა. ინტერნეტი  სავსეა  ჯგუფებით, რომლის წევრებიც  ყველა გაჩენილ  კითხვაზე პასუხს გაგცემენ. ასევე არსებობენ  კომპანიები, რომლებიც დაგეხმარებიან  ინტერნეტ-მარკეტინგის სწორად წარმართვაში.

არგუმენტები  ინტერნეტ-მარკეტინგის სასარგებლოდ.

არგუმენტი № 1: მომხმარებელთა მოლოდინები შეიცვალა

დღეს ინტერნეტზე წვდომა  მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს.  ადამიანების უმრავლესობა, რაიმე ბიზნესის შესახებ  მეტი ინფორმაციის  მისაღებად  ამოწმებენ  საიტს და მის  გვერდებს სოციალურ ქსელებში.  მომხმარებლები თქვენ შესახებ ინფორმაციას არ ეძებენ   სატელეფონო ცნობარში, ისინი  ეძებენ  თქვენ ვებსაიტს  და მისი არ არსებობის შემთხვევაში  ჩნდება ეჭვები  თქვენი საქმიანობის  კანონიერებასთან და ხარისხთან დაკავშირებით.  საიტი და გვერდი სოციალურ ქსელში — აუცილებელი მინიმუმია,  რასაც  მომხმრებელი თქვენგან ელოდება.

არგუმენტი № 2: კონკურენცია

თუ თქვენ არ გინდათ  ინტერნეტ-მარკეტინგი   ეს არ ნიშნავს იმას, რომ  თქვენი კონკურენტებიც  იგივე  აზრზე არიან.  თქვენ კარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს,რადგან კონკურენტები მათ უფრო დიდი ყურადღებას აქცევენ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი  მათ ინტერნეტ-მარკეტინგის სტრატეგიაში  — ეს თქვენი ბიზნესის უკან  გადადგმული ნაბიჯია.

არგუმენტი № 3: ობიექტური მონაცემები

სხვა თუ არაფერი,  შეხედეთ  ცვლილებების დინამიკას, რომელიც   ტექნოლოგიების სფეროში მოხდა, მომხმარებლების დამოკიდებულებას  და მათი ნდობის დონეს.  დღეს ყველა სფერო სწრაფათ ვითარდება  და იმისთვის,რომ არ ჩამორჩეთ დროს და არ დაკარგოთ პოტენციური მომხმარებლები თქვენ აუცილებლად გჭირდებათ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, რაშიც ყველაზე კარგად ინტერნეტ-მარკეტინგი დაგეხმარებთ.   შეიძლება ის ამ ეტაპზე ნამდვილად არ გესაჭიროებათ, მაგრამ დაფიქრდით რა იქნება ერთ წელიწადში, რადგან ინტერნეტ-მარკეტინგი დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება- გახსოვდეთ,რომ ეს მომავალში ინვესტირებაა.
თუმცა არასამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ ინტერნეტ-მარკეტინგი აბსოლუტურად ყველა ბიზნესისთვისაა საჭირო, მაგრამ  ონლაინ-სტრატეგიის  მეშვეობით თქვენ  ყოველთვის უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ.  თუ თქვენი ბიზნესი საიტის და  ონლაინ - კავშირების გარეშეც კარგად ფუნქციონირებს ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ეს სულ ასე იქნება.   მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელ კონკურენტულ გარემოში  საკუთარი ჰორიზონტების გაფართოება  და  წინ სვლა შუძლებელია  ინტერნეტ-მარკეტინგის გარეშე.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ