lemons


იტვირთება...

უკან

lemons

10 განსხვავება პროფესიონალ მარკეტერსა და ფსევდო მარკეტერს შორის
2018.08.01

10 განსხვავება პროფესიონალ მარკეტერსა და ფსევდო მარკეტერს შორის

კარგ მარკეტერს კრეატივი და დისციპლინა დაბალანსებული აქვს, მარტივად შეუძლია  შეისწავლოს მიზნობრივი აუდიტორია და  აღიქვას მისგან წამოსული ყველაზე სუსტი სიგნალებიც კი. კარგ მარკეტერს უნდა შეეძლოს, მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი და ზე-კმაყოფილიც კი ჰყავდეს. მან იცის, როდის არის რეკლამა იდეალური, რადგან იგი სარეკლამო რგოლსა თუ სურათს მომხმარებლის თვალით აფასებს. მან  კარგად იცის  რა წარმოადგენს მომხმარებლისთვის ფასეულობას. და  რაც  ყველზე მთავარია, მას უყვარს თავისი საქმიანობა და ის პროდუქტი თუ მომსახურება, რომლის პოპულარიზაციისთვისაც მუშაობს. კვლევებმა აჩვენა, რომ მარკეტერი წარმატებით ვერასოდეს წარმოაჩენს და გაყიდის პროდუქტს, თუ  თვითონ არ იყიდდა მას.

როგორ იქცევა კარგი მარკეტერი:

1. ის სწრაფად აანალიზებს სიტუაციას.  ნამდვილი მარკეტერი დაუფიქრებლად და გაუანალიზებლად არაფერს გირჩევთ. ის ჯერ  შეისწავლის პრობლემას და მხოლოდ მისი კარგად გამოკვლევის შემდეგ მოგცემთ თქვენი პროდუქციის უკეთ წარდგენისთვის საჭირო რჩევებს.

2. საუბრობს ყველასთვის გასაგები ენით.  ნამდვილი მარკეტერი არასდროს დაგიწყებთ თქვენთვის უცნობი ტერმინოლოგიით საუბარს და არ ეცდება თქვენს დაბნევას. თუ ვინმე გესაუბრებათ თქვენთვის გაუგებარი,სპეციფიკური ტერმინებით ის ან ცდილობს დაგაბნიოთ ან უბრალოდ სურს, რომ უფრო ჭკვიანი გამოჩდეს, ვიდრე სინამდვილეშია- პროფესიონალები ესე არ იქცევიან.

3. საუბრობს მოკლედ და კონკრეტულად, რადგან  სწორედ ამაში მდგომარეობს მარკეტოლოგების ნიჭი. თავის აზრებს ის ყოველთვის მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად გადმოსცემს. ის არასდროს და არაფერზე  ხარჯავს დროს ფუჭად.

4. კარგი მსმენელია.  პირველივე შეხვედრაზე ის სვამს კითხვებს და ცდილობს თქვენი პრობლემის გარკვევას.  თუ მსგავსი შეხვედრის დროს მარკეტერი  მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე გესაუბრებათ, მაშინ მთელი თქვენი თანამშრომლობის პერიოდში მისი მთავარი ამოცანა, მხოლოდ თავისი კომპანიის წარმატებაზე ზრუნვა იქნება.

5. მისი თეორიები პრაქტიკას შეესაბამება. შეამოწმეთ, იყენებს თუ არა თვითონ თავისივე შემოთავაზებულ ინსრტუმენტებს. თუ მარკეტერს არ აქვს თავისი ბლოგი და ის არც ისე  ცნობადია სოც- მედიაში, მაშინ თქვენ უფლება გაქვთ ეჭვი შეიტანოთ მის პროფესიონალიზმში. საუკეთესო რეკომენდაცია მარკეტერს შეიძლება მისცეს მისივე შექმნილმა მაღალ ხარისხიანმა და ორიგინალურმა კონტენტმა, რომელიც ხაზს გაუსვამს მის შესაძლებლობებს და ცოდნის მაღალ დონეს. ის უნდა იყოს ადვილად მოსაძებნი და ყველასთვის გასაგები.

6. ის არ არის კატეგორიული გადაწყვეტილებების მიღებისას.  მარკეტინგი - კომუნიკაციის  ხელოვნებაა, ამიტომ  როგორც  კომუნიკაცია  შეიძლება იყოს მრავალი სახის, ისევე როგორც  მარკეტინგული გეგმა.  ის არ სარგებლობს  უალტერნატივო მარკეტინგული გეგმით, მისი არეალი გაცილებით დიდია.

7. ურთიერთობა  კლიენტებთან.  მარკეტერი ძალიან კარგად   უნდა იცნობდეს  მომხმარებლებს  რათა გაუადვილდეს  პროდუქციის გაყიდვა,რომ  მან ადვილად შეძლოს  მომხმარებელი  დაარწმუნოს  ამა თუ იმ პროდუქტის შეძენაში.

8. სტრატეგულად მოაზროვნე.  ნამდვილი მარკეტერი საქმის შესასრულებლად იყენებს ყველა არსებულ მარკეტინგულ საშუალებას. ის ეძებს ახალ, უფრო უკეთეს საშუალებას პროდუქციის უკეთ  წარმოსაჩენად.

9. ყოველდღიური ანალიზი.  დღეს მარკეტინგი ითხოვს უწყვეთ ოპტიმიზაციას, რადგან შეუძლებელია მომხმარებლების რეაქციის წინასწარ განსაზღვრა. ნამდვილმა მარკეტერმა ეგრევე უნდა გითხრათ, რომ შედეგის მისაღებად თქვენ ყოველდღიური, დაუღალავი მუშაობაობა მოგიწევთ.

10. პროდუქციისთვის ახალი კლიენტების მოზიდვა. ნამდვილი მარკეტერის სამუშაო ფასდება მის მიერ  მოძიებული ახალი მყიდველებით და ფაქტებით ,არა მოსაზრებებით.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რებრენდინგი რეკლამა საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა ჰოსტინგი

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ