lemons


იტვირთება...

უკან

lemons

როგორი უნდა იყოს ლოგო ?  2017 წლის ტენდენციები
2018.08.02

როგორი უნდა იყოს ლოგო ? 2017 წლის ტენდენციები

ბევრი დაგვეთანხმდება, რომ ხარისხიანი დიზაინი — არ არის უბრალოდ ტენდენციების გათვალისწინება, ეს არის რამე  ორიგინალურის და უნიკალურის შექმნა.

1. ანიმაციური ლოგოები

ბოლო დროს ძალიან პოპულარულია "ხელით" ნაწერი ფონტები და ანიმაციური ლოგოები. ამის გამო უამრავი დიზაინერი იყენებს ამ ეგრეთ წოდებულ "ბავშვურ" ხელწერას, რომელიც  70-იან 80-იან წლებში ძალზედ პოპულარული იყო.

WeTransfer — დიდი ფაილების გასაგზავნი აპლიკაცია.

logo-design-trends-2017

2. მინიმალიზმი

მინიმალიზმი გულისხმობს არასაჭირო დეტალების მოშორებას და ძირითადი არსის დატოვებას, ეს დიზაინერებს საშუალებას აძლევს შეიმუშაონ თანამედროვე,შთამაგონებელი დიზაინი, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენებენ.

ეს ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება - მინიმალიზმისკენ სწრაფვა, ცოტა ფერები და სიმარტივე -  Apple თავის პროდუქციას ამ კრიტერიუმების მიხედვით ქმნის.

Минимализм

გლუვი დიზაინი— ამავე ტენდენციის ნაწილია: მას ახასიათებს სუფთა, ელეგანტური ესთეტიურობა ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე. გლუვი დიზაინი ქმნის კომფორტის და სიცხადის შეგრძნებას, ხოლო  ასკეტური და მკაცრი  დიზაინი—სამგანზომილებიანი და გრადიენტებიანი დიზაინის ღირსეული ალტერნატივაა. მისი საშუალებით  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ლოგო.

3. გეომეტრიული ფორმები

გეომეტრიული ფორმების მქონე ლოგო ყოველთვის გამოირჩევა  სხვა სტილის ლოგოებისგან. ლოგოში გეომეტრიული სტილის გამოყენების ყველაზე კარგი მაგალითებია —  Waymo (უპილოტო ავტომობილები) და Ministry Of Sound (მუსიკალური ლეიბლი).

Waymo Ministry Of Sound-ის სურათის შედეგი
 

4. გამარტივებული

ბრენდების უმრავლესობა მიისწრაფის  ლოგოების გამარტივებისკენ, სუფთა ესთეტიკისკენ. ამ ტენდენციის გაჩენა გამოიწვია იმან, რომ ხალხი უფრო ხშირად იყენებს ისეთ მოწყობილობებს, რომლებსაც ზედმეტი დეტალები არ აქვს.

ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბმა იუვენტუსმა  კომპანია  Interbrand-ის მიერ  შექმნილი მინიმალისტური ლოგოს  გამოყენება  დაიწყო.

футбольный клуб Ювентус

5. ღია ფერები

ბოლო თვეების განმავლობაში ბრენდებმა  ყურადღების მისაქცევად ღია ფერების გამოყენება დაიწყეს . მსგავსს ლოგოებს  ნაკლები წონა აქვს, რის გამოც სურათი და საიტიც მალე იტვირთება.

Opentable

6. ტიპოგრაფიულ ხრიკები

ბოლო დროს ბრენდები მიმართავენ მცირე ტიპიგრაფიულ ხრიკებს  და ორაზროვან სიტყვებს, ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ ინდივიდუალიზმს.

FedEx

7. ერთმანეთზე გადამჯდარი ასოები

ეს ტენდენცია ჰგავს წინას: ასოები გადადის ერთმანეთში, რაც ლოგოს ძალის, სიძლირის შეგრძნებას მატებს. ცოტა ნიშნავს ბევრს: გარკვეული ელემენტების დამალვით დიზაინები ტოვებენ ზუსტად იმდენს, რამდენიც აზრის ჩასაწვდომადაა საჭირო.  სასტუმროები, კაფეები და რესტორნები ხშირად იყენებენ მსგავს ლოგოებს.  სიმშვიდის დახვეწილობის და პროფესიონალიზმის ხაზგასასმელად.

Наползающие друг на друга буквы
 

8. შავ-თეთრი ლოგოები

შავი და თეთრი ფერი ქმნის სიძლიერის და ელეგანტურობის შეგრძნებას (Chanel). შავ-თეთრი ლოგოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი დიზაინისთვის, ასევე  ნებისმიერ სხვა ტრენდთან ერთად.  შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფერადი ლოგოს შავ-თეთრი ვარიანტიც.

Черно-белые логотипы

9. გრადიენტები

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოდაში მინიმალიზმია გრადიენტებიანი ლოგოები კვლავ მოთხოვნადია და ეს ისეთი დიდი კომპანიების დამსახურებაა როგორიცაა  მაგალითად Apple.  გრაფიკულ დიზაინში მსგავსი ტიპის ლოგოები  აღარ არის ისეთი პოპულარული როგორც ადრე, მაგრამ მიუხედავად ამისა დიზაინერები მრავალფეროვნებისთვის  მაინც იყენებენ მათ, ოღონდ უფრო ნაკლებად მკვეთრი ფერებით და მატერიალური დიზაინის ელემენტებით.

Bapco

10. Line Art

გრაფიკული დიზაინი მინიმალიზმმა მოიცვა  — ამიტომ დიზაინერები მიმართავენ  Line Art-ს, რომელშიც იყენებენ მარტივ ხაზებს და მუქ ფერებს, მისი საშუალებით ტექსტი და სურათი ერთმანეთში  ჰარმონიულად გადადის.

Штриховая графика

11. ტრაფარეტული ტიპოგრაფია

ეს სტილი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ძალიან ლამაზი დიზაინი.

ტრაფარეტული ფონტები უამრავი ფორმის და ზომის არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისე, რომელიც ზუსტად შეეფერება თქვენ კომპანიას.   ასევე გახსოვდეთ, რომ ლოგო უნდა იყოს თამამი და დასამახსოვრებელი. 2017 წელს ტრაფარეტულ ლოგოებზე მოთხოვნა შენარჩუნდება.

Трафаретная типография

12.ერთმანეთზე გადადებული ფერები

ადრე უბრალო გეომეტრიული ფორმები ნაწილობრივ გრადიენტებით ედებოდა ერთმანეთს და გამოიყენებოდა ისეთი ლოგოებისთვის, რომელშიც ცხოველები ფიგურირებდნენ, მაგრამ დღეს  წამყვანი კომპანიების წყალობით ეს ტენდენცია აღარ არის მხოლოდ გარკვეული სეგმენტისთვის. ამ ტენდენციის გაჩენა  MasterCard-ის ცნობილი ლოგოს დამსახურებაა.

MasterCard
 

13. ჩარჩოიანი ტექსტი

ხანდახან ჩვენ გვხვდება ლოგო,რომელშიც ტექსტი ჩასმულია რამე გეომეტრიულ ფიგურაში, ესეთი ფორმის ლოგო  ახდენს დიდ შთაბეჭდილებას და იპყრობს მყიდველის ყურადღებას.

Обрамленный текст

14. ხელით შესრულებული ლოგოები

ზოგიერთი ლოგო ძალიან ჰგავს ხელით შესრულებულ ნახატს, ამისთვის დიზაინერები იყენებენ უამრავ ეფექტს, მაგალითად ვინტაჟურ ნახატებს.  მსგავსი ლოგოები არის ინოვაციური, ისინი ამაღლებენ ბრენდის ცნობადობას.

Логотипы ручной работы

15. მოძრავი ელემენტები

ლოგოების უმრავლესობა სტატიკურია. მაგრამ როცა  მეტი კრეატიულობაა საჭირო დიზაინერები ანიმირებულ  GIF-ებს მიმართავენ, რაც ვიდეო და მობილური მოწყობილობების ეპოქაში ძალზედ პოპულარულია. მოძრავი ელემენტები დიდ ყურადღებას იქცევს, გარდა ამისა ესეთი ლოგოები შეიცავენ მოულოდნელობის დიდ ეფექტს, რაც ავტომატურად ინტერესს უფრო აღრმავებს.

Движущиеся элементы
 
 

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

 

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ