იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

ადამიანის გავლენა საზოგადოებაზე
2018.08.01

ადამიანის გავლენა საზოგადოებაზე

დღეს მინდა ვისაუბრო თემაზერომელიც ვფიქრობ  ბევრი ადამიანისთვის უცხოაესაა თემარომელიც ერთი შეხედვით ძალიან ახლოა თითოეულ ჩვენგანთანთუმცა მისი სწორი გამოყენება თუ გვეცოდინება გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი მარკეტინგული ნაბიჯებიეს სრულიად ახალი მარკეტინგის მიმართულებაა, რომელსაც მალე გაეცნობით.

თემა ეხება ადამიანის გავლენას საზოგადოებაზეთითოეული ჩვენგანი ვახდენთ სხვადასხვა ტიპის გავლენას  სოციუმზე და საზოგადოების იმ ნაწილზე ვისთანაც  ხელი მიგვიწვდებაგავლენის როლი დღითი დღე უფრო იზრდებავინაიდან ჩვენ უკვე ვსარგებლობთ სხვადასხვა სოციალური ქსელითდა ჩვენი გავლენის, გავრცელების არეალიც შესაბამისად ფართოვდება.  სოციალური გავლენის შესახებ თავს არ მოგაწყენთ უბრალოდ გეტყვით,რომ ამ გავლენის სწორი გამოყენებით ჩვენ შევძლებთ მომხმარებლის პირდაპირ დაკავშირებას ბრენდთან ან პირიქით და მათი კავშირი ამ არხის საშუალებით ბევრად უფრო ორგანული და მასშტაბური შეგვიძლია გავხადოთ

ეს არის ძალარომელსაც შესაძლოა მისტიური ვუწოდოთრომლის ეფექტი უკვე გაზომილია და სხვა გავლენის არხებთან შედარებით 94% ით ეფექტურიამიუხედავად იმისა,რომ მარკეტოლოგების უმრავლესობა დარწმუნებულია ამ გავლენის და არხის ეფექტურობაშიჯერ კიდევ არ აქვს სოციალური მედიით ბრენდისა და მომხმარებლის მიჯაჭვულობას ბოლომდე ფესვი გადგმული და ვფიქრობ,რომ ეს მიმართულება  2017 წელს ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება

სარგებელი რა თქმა უნდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანიათუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ სარგებლის მისაღებად დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭიროსწორედ ამიტომ ამ  მიმართულებასრომ გახდეს მიზანშეწონილი და ძირითადი ფორმა ბრენდის პოპულარიზაციისა და მისი გაყიდვებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

რაც შეეხება ამ სახის მარკეტინგს აქ ფოკუსირება ხდება ერთ გარკვეულ პიროვნებაზე. ერთ ადამიანზე,რომელიც შეძლებს მიიზიდოს მყიდველი. როგორც ვიცით, როდესაც ჩვენთვის ახლო ადამიანი, რომელსაც ვენდობით, აქებს რამე პროდუქტს, გვიადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან ეს სრულიად საკმარისია იმისთვის,რომ ჩვენც დავინტერესდეთ ამ პროდუქტით. ეს თითქოს ძალიან მარტივი სტრუქტურაა, მაგრამ მთავარი გასაღები იმალება ნდობის მოპოვებაში.

შენ, იცნობ ისეთ ადამიანებს,რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ  საკუთარი ბრენდინგით და იმოქმედონ ხალხის არჩევანზე? თუ შენი ქმედებები შთააგონებს  სხვებს მეტი იოცნებონ, ისწავლონ, გააკეთონ და გახდნენ უკეთესები, მაშინ შენ ლიდერი ხარ!

ეს სფერო ზუსტად ასეთ ადამიანებზეა აგებული, მათ რიცხვში  ლოგერებიც შედიან, მათ ბევრი ერთგული მიმდევარი ყავთ.  მაგრამ, რა თქმა უნდა პროდუქტის გაპიარებაში“  ყველაზე ხშირად იყენებენ ცნობილ სახეებს. როგორც ყველამ ვიცით და ვხვდებით, ეს იმისთვის კეთდება,რომ სხვები კიდევ უფრო დაინტერესდნენ და მოუნდეთ იგივე პროდუქტის ყიდვა.

მაგალითადროდესაც  71 წლის კოსმეტიკურმა კომპანიამ, Estée Lauder - მა,   გადაწყვიტა,რომ მათ უნდა მიეზიდათ უფრო ახალგაზრდული აუდიტორია - მიზნის მისაღწევად  აირჩიეს ყველასთვის ცნობილი Kardashian კლანისყველაზე ახალგაზრდა წევრი  Kendall Jenner.  მას ჰყავს  75.1 მილიონი მიმდევარი Instagram - ზე, ხოლო მათი უმეტესობა მიეკუთვნება ახალგაზრდა აუდიტორიას.   პროდუქტის  ამ ფორმით „გაპიარებამ“  ის  უფრო მიმზიდველი გახადა მომხმარებლებისთვის.

იმისათვის,რომ მარკეტინგი იყოს ეფექტური შენ უნდა:

  • განსაზღვრო ონლაინ აუდიტორიას;
  • აღმოაჩინო ადამიანი,რომელიც დადებით გავლენას მოახდენს;
  • მონიტორინგი ჩაატარო თუ რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ გავლენის მქონე პირს;
  • ჩაერთო ურთიერთობაში მარტივი ქმედებებით, როგორიცაა ნდობის მოპოვება და ინიციატივის გამოჩენა ურთიერთობების გასამყარებლად;
  • გაზომო შედეგი,რომელსაც მიაღწიე.

საზოგადოების გავლენა, საუკეთესოდ მოქმედებს ჩვენზე. ყველა ჩვენგანს ჰყავს ადამიანი, რომლის აზრიც მისთვის  მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღებამდე თითქმის ყველა ვეკითხებით აზრს ჩვენთვის სანდო და ახლო ადამიანს. ზუსტად ამიტომ ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის. თუ ვისწავლით სწორი რჩევების მიცემას, ჩვენი ცხოვრება უდაოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

ავტორი:  მარიამ მაჭავარიანი

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რებრენდინგი რეკლამა საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა ჰოსტინგი

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ