იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

რა არის დომეინი?
2018.07.31

რა არის დომეინი?

რატომ გადავწყვიტე დავწერო? იმიტომ, რომ ინტერნეტ მომხმარებლის 80% (ჩემი გამოცდილებით) თუ უფრო მეტმა არა,  არ იცის რა არის დომეინი და რით განსხვავდება იგი ჰოსტინგისგან! :(

რა არის დომეინი?

 ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენს საიტს ან  კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას

 ასევე ტექნიკურად ავხსნი იმასაც რომ,  დომენურ სახელს ინტერნეტი  ციფრებში გადაიყვანს რასაც  IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად, 123.123.123.123 . იმისათვის, რომ  დომეინი მუშაობდეს იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და ასევე  უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.

მმარტივი ენით კი დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისამართი, ჰოსტინგი -  მიწის ფართი რომელზეც სახლია აშენებული; ხოლო ვებსაიტი არის შენობა, რომელშიც ცხოვრობთ. ამ სამი კომპონენტის გარეშე კი საიტის ფუნქციონირება შეუძლებელია.

დომეინის რა კატეგორიები არსებობს? 

ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად:

გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ...
სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ...
ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, .

ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომეინი, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა, რომლის  სარგებლობისა უფლება  გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაქვთ . მინიმუმ 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი.

რაც შეეხება .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენას -  უნდა იყოთ საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით.

დაარეგისტრირე GE დომეინი მხოლოდ და მხოლოდ კავკასუს ონლაინში შეარჩიეთ ფიზიკური პირზე გსურთ თუ იურიდიულზე, შეავსეთ განაცხადის შესაბამისი ფორმა, ამობეჭდეთ, წარადგინეთ კავკასუს ონლაინის ოფისში ვაჟა ფშაველას გამზირი 37 და დაელოდეთ შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.

რა  და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენში?

დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.

რატომ არის დომენური სახელი ასე მნიშვნელოვანი?

გარდა იმისა, რომ დომენური სახელი თქვენთან და თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირების საშუალებაა ანუ ინტერნეტ მისამართია, მას აქვს ინფორმაციული და მარკეტინგული დატვირთვა.

ერთი პიროვნების  სახელი და გვარი შეიძლება სხვას ბევრს ქონდეს, ასევე  კომპანიის დასახელებაც შესაძლოა განმეორდეს კარგ შემთხვევაში მსოფლიოს მაშტაბით ცუდ შემთხვევაში თქვენსავე ქალაქში, მაგრამ დომეინი რომელსაც ყიდულობთ  არის მთელს მსფლიოში უნიკალური და იგი მხოლოდ თქვენია.

დომენური სახელი თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ნდობას მიანიჭებს. როცა გაქვთ საკუთარი დომენური სახელი თქვენ და თქვენი ორგანიზაცია პარტნიორებსა და თქვენს მომხმარებლების თვალში  გამოიყურება მეტად უფრო სანდოდ და მიმზიდველად,  თუ ეს ასე არაა მაშინ რატომ უნდა იფიქროს ვინმემ რომ თქვენ შეგიძლიათ  შექმნათ რაიმე ღირებული პროდუქტი ან მომსახურება!

თუ თქვენ გაქვთ დომეინი და გაქვთ კომპანიიის საიტი თქვენ მოისაზრებით , როგორც თანამედროვე და პროგრესულად მოაზროვნე,  დომენური სახელი თქვენ და თქვენს საქმიანობას უფრო მეტად გამოაჩენს ვიდრე თქვენს კონკურენტს, რომელსაც ეს ჯერ არ აქვს.

 დ ა ი მ ა ხ  ს ო  ვ რ ე თ !!! თქვენი დომენური სახელი თქვენი კუთვნილებაა და ჰოსტინგი რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოთ დომეინი მაინც იგივე რჩება!

შეარჩიეთ სწორედ დომეინი.

სწორედ შერჩეულ დომეინს  ბევრი მნახველის და პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა შეუძლია. თუ თქვენ ყველა მნიშვნელოვან პროდუქციაზე ან მომსახურებაზე რასაც აკეთებთ შეიძენთ დომეინს   თქვენი და თქვენი ორგანიზაციის მნახველთა და პოტენციურ კლიენტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

ასევე დომეინის შინაარსი  გააძლიერებს თქვენს ბრენდს. როდესაც ორგანიზაციის დასახელება და დომეინი ერთმანეთს ემთხვევა  ეს  აადვილებს მომხმარებლის მიერ მის დამახსოვრებას და ისინი უფრო მეტად ბრუნდებიან თქვენთან.

კარგად შერჩეული დომენური სახელი რეკლამის, პოპულარობის, კლიენტებისა და ვიზიტორების მოზიდვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.

გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ !!! კარგი და მოკლე დასახელების დომეინების რაოდენობა დღითიდღე მცირდება,  ალბათობა იმისა, რომ დღეს თავისუფალი დომენური სახელი ხვალ თავისუფალი აღარ იქნება  ძალიან მაღალია,  რის გამოც თქვენ დაზარალებული აღმოჩნდებით და  კარგავთ შანსს,  მას თქვენ ან ვეღარ იყიდით,  ან მოგიწევთ ვაჭრობა უკვე არსებულ მფლობელთან.

რ ჩ ე ვ ა!!!  თუ ნახეთ თქვენთვის სასურველი დომეინი არ გადადოთ მისი შეძენა სხვა დროისთვის, თუნდაც ჯერ მასზე საიტი არ განათავსოთ, გამოიყენეთ ის კორპორატიული მეილებისთვის და 1 გვერდიანი საინფორმაციო საიტისთვის, ვინაიდან  დომენი არის  სტრატეგიული აქტივი და მომგებიანი ინვესტიცია თქვენი კომპანიისთვის და მისი ფასი შესაძლოა ძალიან მალე გაიზარდოს.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდ პლატფორმა ბრენდბუქი ბრენდბუქო ბრენდინგი ბრენდის პოზიციორინება ბრენდის პრომოუშენი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ დიზაინი ვებ-სტუდია ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია კრეატიული იდეები ლოგო ლოგოს დამზადება მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რეკლამა საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შექმნა ჰოსტინგი

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ