იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

როგორ გამოვიყენოთ ექსკლუზიურობა მარკეტინგში?
2018.08.02

როგორ გამოვიყენოთ ექსკლუზიურობა მარკეტინგში?

ადამიანებს ყოველთვის სურთ ის, რისი მიღებაც არ შეუძლიათ. ეს ფსიქოლოგიური ფენომენი მარკეტინგის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარი სტრატეგიისთვის  დღეს  მას ძალიან ცოტა კომპანია  იყენებს და სამწუხაროდ ისინი   ხშირად ბევრ შეცდომას  უშვებენ.

ამ სტატიის დახმარებით თქვენ შეძლებთ მარკეტინგში ექსკლუზიურობის სწორ და ეფექტურ  გამოყენებას !!!

ექსკლუზიურობის ფსიქოლოგიური ძალა

ესქკლუზიურობის გავლენა ეფუძვნება დეფიციტის პრინციპს. როგორც მოთხოვნის და მიწოდების კანონი , დეფიციტის პრინციპიც ამტკიცებს, რომ რაც უფრო მიუწვდომელია ნივთი, მით უფრო ძვირფასი ხდება.  უნიკალური ნივთი  ადამიანში ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და  უჩნდება სურვილი გაიგოს თუ რას დაკარგავს მისი არ შეძენის შემთხვევაში.

ზუსტად ამის გამო ათენებენ ღამეებს შავი პარასკევისთვის და  სწორედ ამიტომ დგანან iPhone-ს ახალი მოდელის საყიდლად 5 საათიან რიგში.  ყველას უნდა მოხვდეს რჩეულთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურ ნივთს.

მნიშვნელობა და კუთვნილება

დაკმაყოფილებული ცნობისმოყვარეობა — თავისთავად უკვე ჯილდოა, მაგრამ ექსკლუზიურობა სხვა ყველაფერთან ერთად ჰქმნის კუთვნილების და მნიშვნელოვნობის შეგრძნებას.

როდესაც თქვენი პროდუქტი ან/და მომსახურება უნიკალურია, მაშინ მათაც მსგავსი ეფექტი აქვთ. მისი მიღების შემდეგ, მომხმარებელი ხდება რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი და ხვდება თავისნაირი იღბლიანი ადამიანების რიცხვში, რომლებსაც მასავით გაუმართლათ. მსგავსი ერთობა ადამიანებს საშუალებას აძლევს გაიცნონ თანამოაზრეები.

გარკვეულ ჯგუფში ყოფნა და ექსკლუზიურ შეთავაზებებზე წვდომა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, ისინი გრძნობენ თავიანთ განსაკუთრებულობას და უპირატესობას იმათ მიმართ ვინც რჩეულთა სიაში ვერ მოხვდა — ეს ძალიან ძვირადღირებული ემოციებია, რომელიც B2B- ის სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ექსკლუზიურობის არასწორი მარკეტინგი

მარკეტინგში ექსკლუზიურობის გამოყენება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს , მაგრამ  ბრენდები  მაინც ბევრ შეცდომას უშვებენ. ამის ყველაზე კარგი მაგალითია კომპანია  Tidal-ი, 2015 წლიდან მასზე წვდომა მხოლოდ ფასიან ონლაინ გამომწერებს აქვთ.

რა წავიდა არასწორად? პირველი — ღირებულების არარსებობა. იმისთვის, რომ ექსკლუზიურობაზე დაფუძვნებულმა სტრატეგიამ შედეგი მოიტანოს  მომხმარებლებს უნდა შესთავაზოთ  თქვენი პროდუქციის ან/და მომსახურების კარგად განსაზღვრული უნიკალური ღირებულება. ზუსტად  ის უბიძგებს მომხმარებლებს მოქმედებისკენ და სწორედ მის გამო სურთ ადამიანებს რჩეულთა მცირერიცხოვან ჯგუფში მოხვედრა.

როდესაც  Tidal - მა მუშაობა დაიწყო, მისი მთავარი გვერდი ცოტა რამეს თუ ხსნიდა.

Tidal
Tidal

მომხმარებლები ხედავდნენ მხოლოდ ინტერფეისის მაგალითს — არანაირი საცდელი უფასო ჩვენება და არც მომხმარებლების კომენტარები, რომლის მიხედვითაც რამე სახის დასკვნის გამოტანას შეძლებდით.  თუ  კარგად მოძებნით იპოვით ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ  პროგრამით და მეტი არაფერი, არ არის ნაჩვენები მისი უპირატესობები სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით.  Tidal-ი  ამტკიცებს,  რომ ის მომხმარებლებს მაღალ ხარისხს სთავაზობს, მაგრამ მომხმარებლები მისი ყიდვის გარეშე ვერ შეძლებენ  ამ ინფორმაციის გადამოწმებას. მსგავსი მიდგომა  იწვევს დისკომფორტს და უკმაყოფილებას, რადგან მომხმარებლებს მსგავსი მომსახურების მიღება უფასოდაც შეუძლაიათ.

მას შემდეგ Tidal-მა შეცვალა სტრატეგია და ახლა ის აჩვენებს მომხმარებლებს ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ფრაგმენტებს. მაგრამ  კონტენტის სრულად სანახავად მაინც ფულის გადახდაა საჭირო, მაშინ როცა  მისი ფასეულობა დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრენდის ფასეულობა ძირითადად ეფუძვნებოდა  ექსკლუზიურ კონტენტს, მაგალითად , ბიონსეს ვიზუალური ალბომი «Lemonade» და   კანიე უესტის «The Life of Pablo»

Tidal

2015 წლის მარტში კომპანია ამტკიცებდა, რომ  მას  580 000 გამომწერი ჰყავდა. მაშინ როცა  Spotify-ს აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 50 000 000 გადააჭარბა.

«სწორი» ექსკლუზიურობა Google- სგან

Tidal-ისგან განსხვავებით  Google-მა  არაერთხელ აჩვენა თუ როგორ უნდა გამოიყენო  ექსკლუზიურობა ახალი პროდუქციის გასაყიდად.

დაწყებული Gmail-ით და Voice -ით და დამთავრებული  Google+ -ით და  Inbox- ით ვებ გიგანტი სრულყოფილად ფლობს  გაყიდვების ხელოვნებას. თითოეული გასაყიდი პროდუქტის   ფასეულობა ყველასთვის ცნობილია და თან ექსკლუზიურიცაა. იმისთვის, რომ  დარეგისტრირდეთ თქვენ უნდა მოგიწვიოთ მეგობარმა ან მიიღოთ მოწვევა პირდაპირ კომპანიისგან

«Правильная» эксклюзивность от Google
«Правильная» эксклюзивность от Google

ესეთი მიდგომა  აღვივებს ცნობისმოყვარეობას და  ადამიანები თემის განხილვას  სოციალურ ქსელებში იწყებენ, მოწვევის მისაღებად ეხმიანებიან მეგობრებს.

როგორ შევქმნათ ექსკლუზიურობის შეგრძნება ?

არაა აუცილებელი იყოთ  Google, იმისთვის რომ  მარკეტინგში ექსკლუზივი გამოიყენოთ. გამოიყენეთ მარტივი ინსტრუმენტები და მარტივი შეთავაზებები, შექმენით დეფიციტის ილუზია, ეს გაზრდის მოთხოვნას და ინტერესს.

1. მომლოდინეთა სია

შექმენით ხმაური და აამაღლეთ  პროდუქციის ან/და მომსახურების ცნობადობა, რომლის გამოშვებასაც აპირებთ. შესთავაზეთ ყველას წინასწარი დარეგისტრირება სპეციალური შეთავაზების მისაღებად.  ეს სასარგებლოა იმეილ მარკეტინგისთვის და  lead nurturing-ისთვის.

2. დააწესეთ ვადები

დანიშნეთ რეგისტრაციის ან აქციის  ბოლო ვადა.  ეს შექმნის  გადაუდებლობის ეფექტს, რაც კიდევ ერთხელ უბიძგებს აუდიტორიას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ, რადგან შემდეგ უკვე შეიძლება  გვიანი იყოს!

3. შეზღუდეთ რაოდენობა

შეზღუდეთ თქვენი შეთავაზება გარკვეული რიცხვის  მონაწილით, მყიდველით. ეს მომხმარებლებს სწრაფი  მოქმედებისკენ უბიძგებს, ისინი დაუყოვნებლივ შეიძენენ თქვენ პროდუქციას ან/და მომსახურებას, რადგან მოხვდნენ იმ  ბედნიერ  ადამიანთა  მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებიც ისარგებლებენ თქვენი შემოთავაზებით.

რამოდენიმე მაგალითი:

  • «მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. დარჩენილია მხოლოდ 15 ადგილი».
  • «პირველი 100 გამომწერი მიიღებს უფასო ელექტრონულ წიგნს!».

4. დააწესეთ არჩევის კრიტერიუმები

კიდევ ერთი საშუალება აქციოთ თქვენი პროდუქცია ან/და მომსახურება ექსკლუზიურად — შეატყობინეთ ხალხს, რომ თქვენი პროდუქციით ან/და მომსახურებით სარგებლობას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ხალხი შეძლებს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ სამუშაო სფეროზე, მაგალითად  ეს შეიძლება იყვნენ გარკვეულ სფეროში მომუშავე ადამიანები.  მსგავსი სახის შეზღუდვა  თქვენ შეთავაზებას  უფრო დიდ ფასს დაადებს, რადგან ყველა ვერ შეძლებს მის გამოყენებას!

როგორ იყენებს თქვენი კომპანია ექსკლუზივს?

თქვენი აზრით რომელი ბრენედები იყენებენ სწორად ექსკლუზივს თავიანთ მარკეტინგში?

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ