lemons


იტვირთება...

უკან

lemons

ვებ-დიზაინის  2018 წლის ტენდენციები
2018.08.02

ვებ-დიზაინის 2018 წლის ტენდენციები

1. ნახევრად გლუვი დიზაინი

გლუვი დაჩრდილვა მატებს სიღრმეს, სირთულეს და ამავდროულად არ არღვევს გლუვი დიზაინის ატმოსფეროს.  ეს ტენდენცია განვითარებას 2017 წლიდან იწყებს და 2018 წელსაც გრძელდება.

2. სინემაგრაფია

სინემაგრაფია – ეს უბრალო გიფები არ არის, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრო. სინემაგრაფი არის სტატიკური გამოსახულება, რომლის შიგნითაც ხდება მეორეხარისხოვანი ელემენტების მოძრაობა. ამ ტექნიკის საშუალებით შესაძლებელი ხდება უფრო რეალური ფოტოს შექმნა.

3. მეტი 3D

 უკვე დიდიხანია  3D  პოპულარული დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ის დიზაინის ყველ სფეროში აქტუალურია. ვირტუალური და დამატებითი რეალობის ტექნოლოგიების (VR/AR)  განვითარების გათვალისწინებით    დიზაინის  3D მიმართულება  სწრაფად წაიწევს წინ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

4. ანიმაცია

ანიმაცია სულ უფრო და უფრო სწრაფად იკიდებს ფეხს ვებ დიზაინში. სხვადასხვა ფორმატით: gif, SVG, WebGL CSS და ვიდეოანიმაცია.

წინა წელს ანიმაციამ პოპულარობის პიკს მიაღწია,  ამიტომ არ გაგიკვირდეთ  მისი  ვებ დიზაინში გამოყენება.

5. ლენდინგ ფეიჯი

2017 წელს ლენდინგ ფეიჯების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც მათი უზარმაზარი მარკეტინგული  პოტენციალის დამსახურებაა.  მსგავს გვერდებს შეუძლიათ  სამიზნე აუდიტორიის  ყურადღების მიპყრობა.

 
6. გეომეტრიული ფიგურები, თარგები, ხაზები და წრეები

ეს ტენდენცია 2016 წელს გაჩნდა  და 2018 წელსაც აგრძელებს განვითარებას. გამოიყენეთ თანამედროვე გეომეტრიული ფიგურები, როგორც გლუვი ასევე ოდნავ დაჩრდილული, მსგავსი შტრიხები თქვენ  საიტს მეტ ორიგინალურობას შესძენს.

ბოლო რამდენიმე წელია რაც გლუვი დიზაინი ვებ დიზაინის ბაზრის სათავეშია, მაგრამ  მატერიალური დიზაინის გავლენით ის ურფო  მოცულობითი გახდა. ტენდენციების ცვალებადობის შესაბამისად   გლუვი დიზაინიც  ვითარდება და იცვლება.  2D დიზაინი აგრძელებს სიცოცხლეს, მაგრამ მასში ხდება სხვადასხვა ცვლილებები.

გამოიყენეთ თამამი და ეფექტური ფერები_ თამამად  განაცხადეთ თქვენი არსებობის შესახებ!  მატერიალური და გლუვი დიზაინი  ყველაზე კარგი საშუალებაა ღია და მდიდარი ფერების გამოსაყენებლად.  გამოიყენეთ Google-ს ფერთა პალიტრა და აარჩიეთ თქვენთვის საყვარელი ფერები.

8. ფერების გადასვლები

ფერების გადასვლა – თანამედროვე დიზაინის  მთავარი ტრენდი. კიდევ   2016 წელს ისეთმა ცნობილმა ბრენდმა, როგორიც   Instagram- ია გადაწყვიტა საფირმო გამოსახულების გლუვ ფერებიანი ლოგო  შეეცვალა ერთმანეთში გარდამავალი ფერების გამოსახულებიანი  ლოგოთი.

9უნიკალური გრაფიკა და ილუსტრაციები

სტოკური გრაფიკა დღესაც სარგებლობს პოპულარობით, მაგრამ  2016 წლიდან საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, რომელიც 2018 წელსაც გაგრძელდება:მოდაში შემოდის გრაფიკული დიზაინის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა. თუ თქვენ გჭირდებათ უნიკალური ვებ-გვერდი, რომლის დიზაინიც ყველა მომხმარებელს  დაამახსოვრდება, მაშინ მიმართეთ ციფრულ დიზაინერს ,რომელიც არ იყენებს უკვე სტოკებში არსებულ ნამუშევრებს, არამედ ჰქმნის ექსკლუზიურ ორიგინალურ დიზაინს.

10. Full-screen 

დაივიწყეთ ფორმის შესავსებად სხვა გვერდზე გადასვლა! ვებ-საიტების ახალ თაობას აქვს სრული ეკრანის ფორმატი, რომელიც ადაფტირებულია დიზაინის ახალ ტენდენციებთან.

11. ვიდეორგოლი

ბოლო წლების განმავლობაში ვიდეო კონტენტის მოცულობა  საგრძნობლად  გაიზარდა. ასევე გაიზარდა მოთხოვნა მაღალი ხარისხის ვიდეოების მიმართ, რომლებიც  გადმოსცემენ ძირითად აზრსს. თქვენ შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ მოკლე ვიდეო, რომელიც ასახავს რამე პროდუქტს. ასევე შეიძლება ატვირთოთ – სრულმეტრაჟიანი კინომატოგრაფიული პროექტიც, რომელიც მომხმარებლებს მომხიბლავ ისტორიას უამბობს.

ვებ დიზაინის და პროდუქციის შეფუთვის  დიზაინის ტენდენციები იცვლება მედიის, ტექნოლოგიების , მარკეტინგის სიახლეების , მოდის და ბოლო დროს გამოყენების სიმარტივის მიხედვით. ტენდენციები ყალიბდება ნელ-ნელა და თანდათან ქრება ანალოგიური მეთოდით. ტენდენციის და დიზაინის  სასიცოცხლო ციკლი  არ გრძელდება ორ წელზე მეტი.   2017- 18  წლების  დიზაინი აგრძელებს 2016 წლის ტენდენციებს და ავსებს მას ახალი, ინოვაციური და ღია  იდეებით. 

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ