იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

იუმორი სარეკლამო ბიზნესში
2018.08.01

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია სარეკლამო ბიზნესში. სხვებისგან გამოსარჩევად  საკმარისი აღარაა ტრადიციული მარკეტინგული  საშუალებების გამოყენება.  დღეს მომხმარებელი რამე ახალს, მოულოდნელს, უჩვეულოს  და სასაცილოს ელოდება.  რეკლამის მთავარი დანიშნულება - ეს არის ადამიანის ყურადღების მიპყრობა და მისი დაინტერესება. ამისთვის კი, კრეატიულობასთან და ორიგინალურობასთან ერთად, ჯანსაღი იუმორის გრძნობაც საჭიროა.  სწორედ  ამიტომ  დღეს ძალიან პოპულარული გახდა იუმორისტული რეკლამები. ახალი კომპანიები მათ სწრაფი პოპულარობის მოსაპოვებლად იყენებენ, ხოლო უკვე არსებულმა კომპანიებმა კი იციან, რომ  დღეს მოდაში ორიგინალურობაა. მარკეტოლოგები დარწმუნდნენ, რომ იუმორი უფრო მეტი  მომხმარებლების ყურადღებას  იქცევს და  მსგავსი რეკლამები უფრო კარგად და  დიდხანს ამახსოვრდებათ.
რეკლამას, რომელსაც შეუძლია ადამიანის გაცინება  იქცევს  დიდ ყურადღებას, არის აქტუალური და რაც მთავარია ის ყველასთვის ადვილი დასამასხოვრებელია.  იუმორისტული რეკლამის კარგი მაგალითია კომპანია M&M's -ის  სასაცილო ისტორიები, რომელიც ყველას მოსწონს.  მსგავსი სახის რეკლამები გამოიყენება: საკვები პროდუქტების, სამოსის, პარფიუმერიის და სხვა ნაკლებად ძვირადღირებული პროდუქციის წარმოსაჩენად.

დაამახსოვრეთ თქვენი ბრენდი მომხმარებლებს იუმორის მეშვეობით. როგორც პასკალი ამბობს, სტატისტიკის თანახმად, პოზიტიური ინფორმაციის  მხოლოდ 42% ავიწყდება ადამიანს  , მაშინ, როდესაც ნეგატიურს თითქმის 60% -ს ივიწყებს.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ იუმორის მეშვეობით თქვენი პროდუქცია ყველასგან გამორჩეული და ორიგინალური იქნება, მაგრამ მსგავსი რეკლამის შექმნა არც ისე ადვილია, რადგან მისი შექმნის დროს შეიძლება უამრავი შეცდომის დაშვება, რამაც მომხმარებლის კეთილგანწყობის  ნაცვლად შეიძლება  აგრესია გამოიწვიოს. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად  უნდა იცოდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია,  მისი მოთხოვნები, გემოვნება და ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგია.

ნებისმიერ  იუმორს უნდა ტესტირება, რადგან ყველას ერთნაირი იუმორის გრძნობა არ აქვს და რაც ერთისთვის სასაცილოა მეორესთვის შეიძლება მოსაწყენი აღმოჩნდეს.  იმისთვის, რომ რეკლამა ეფექტური იყოს  საჭიროა  მიზნობრივი აუდიტორიის  ყველა მოთხოვნის გათვალისწინება.

ზოგადად რეკლამის  შექმნა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა  მითუმეტეს თუ საქმე იუმორისტულ რეკლამას ეხება. ის უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი.

 

უშაქრო ჩუპა-ჩუპსის რეკლამა.

901f00bc0468

ყველაზე გამძლე წებო Pattex (70 წელი ერთად)

4f81907f1657

Eurostar- ის მატარებლების რეკლამა.«ზაფხულში ლონდონში . საფრანგეთი -ლონდონი 77€ აი ასეთი ფასი».

4526305-R3L8T8D-650-BARBER--uk

პირის ღრუს სავლები სითხე Listermint

ambulance

წებოვანი ლენტის რეკლამა 3M

overloaded

Pringles-ის ძალიან ცხარე ჩიფსების რეკლამა

4526605-R3L8T8D-650-pringleshot

Softlan Ultra-ს სარეფხის კონდიციონერის რეკლამა

softlanwrestling

RSPCA-ის მტვერსასრუტის რეკლამა

aotw-rspca-posters

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ