იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

მარკეტინგული პერსონა -  რა მიზნის მიღწევაში გვეხმარება ის?
2018.08.02

მარკეტინგული პერსონა - რა მიზნის მიღწევაში გვეხმარება ის?

ინგლისურ ენაზე სიტყვა «პერსონა» (person) ერქვა თეატრალურ მასკას , რომელსაც მსახიობი წარმოდგენის დროს იკეთებდა.  ეს ტერმინი თავდაპირველად დრამატული ნაწარმოების პერსონაჟთან ასოცირდებოდა.

უფრო ფართო გაგებით — ლიტერატურაში გამოიყენება, კოლექტიური იმიჯის მქონე გარკვეული პიროვნების ასაღნიშნად, რომლის საშუალებითაც მწერალი გამოხატავს თავის იდეებს, დამოკიდებულებებს და მსოფლმხედველობას.

მიუხედავად პერსონაჟის და ჩვეულებრივი ადამიანის დიდი მსგავსებისა ის მაინც გამოგონილი გმირია.

პერსონაჟს ასევე აქვს გარკვეული სახის მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრულია  იმ გარემოთი, რომელშიც ის ცხოვრობს.  ზუსტად ამის გამო ითხოვეს ეს სახელი მარკეტოლოგებმა სხვადასხვა მარკეტინგული მიზნებისთვის.

თუ  გესმით საკუთარი აუდიტორიის და იცით მათი მგრძნობიარე ადგილები (hot buttons), თქვენ შეძლებთ უფრო ეფექტური ურთიერთკავშირის დამყარებას. სოციალური ქსელების, კონტენტ მარკეტინგის და მობილური მოწყობილობების გამოყენების ტემპის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია მარკეტინგული პერსონის არსებობა. თქვენი მარკეტინგი პირდაპირ უნდა მიმართავდეს სამიზნე აუდიტორიას— წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მათ დაკარგავთ.

პერსონის განსაზღვრა  მისი 10 ძირითადი მარკეტინგული მახასიათებლის მიხედვით

მყიდველის პერსონის გამოყენება(Buyer Persona) მარკეტინგის გასაუმჯობესებლად არ არის  რადიკალური სიახლე. დიდიხანია მარკეტოლოგები იყენებენ კლიენტების ინფორმაციას წარსულში განხორციელებული გაყიდვების შესახებ, რაც მათ ეხმარებათ კლიენტების უკეთ გაცნობაში. მარკეტინგში პერსონის გამოყენებას მივყავართ  სამიზნე აუდიტორიის ერთიან სახემდე, რომელიც თავის მხრივ ეფუძვნება 10- ძირითად მახასიათებელს.

პერსონის განსასაზღვრისთვის  გამოიყენება კითხვები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ უფრო ეფექტური კონტენტი და კომუნიკაცია.

პერსონაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას იყავით კონკრეტულები — როგორც მსახიობი, რომელიც ემზადება სპექტაკლში პერსონაჟის ცხოვრების მორგებისთვის.

1. ვინ არის თქვენი პერსონა?

  • რა ქვია მას და რამდენი წლისაა?
  • როგორ გამოიყურება და როგორ იცმევს?
  • როგორია მისი განათლების დონე?
  • სად არის ის? ქალაქში თუ სოფელში?
  • რა პირობებში ცხოვრობს?

2. რითი შოულობს საარსებო ფულს  თქვენი პერსონა ?

  • რა სამსახური აქვს? მისი კონკრეტული თანამდებობა.
  • შეაფასებს თუ არა ის საკუთარ  პიროვნებას თავის სამსახურის და პროფესიის მიხედვით?
  • რამდენ ფულს გამოიმუშავებს?
  • როგორ ექცევა ფულს? ძუნწია თუ  გულუხვი?
  • იცავს ბიუჯეტს?   ფულს აგროვებს თუ ინვესტიციებს აკეთებს ?
  • რა ტიპის გადახდას იყენებს?  ნაღდიანგარიშწორებით, სადებეტო ბარათით, საკრედიტო ბარათით თუ  ელექტრონული გადახდის სისტემით?

3. რა არის მისი პირადი ინტერესები/ჰობი?

  • რა არის მისი ჰობი? ის ფოკუსირებულია შინაგან სამყაროზე თუ გარეგანზე ?
  • რითია გატაცებული სამსახურის მერე?
  • რატომ უთმობის ის საკუთარ თავს დროს?

4. როგორია მისი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მდგომარეობა?

  • როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ? ჯამრთელობის რა პრობლემები აქვს და როგორ მოქმედებენ ისინი მის ცხოვრებაზე?
  • რა დიეტას იცავს? აქვს შეზღუდვები კვებაზე?
  • ვარჯიშობს თუ არა რეგულარულად? თუ კი სად და რას აკეთებს?

5. რა ამოძრავებს მას?

  • როგორია მისი შეხედულებები?  მსოფლმხედველობა ?
  • როგორია მისი რელიგიური, პოლიტიკური და სხვა შეხედულებები?
  • რა არის მისი «მტკივნეული ადგილი»? რა აღიზიანებს ?
  • რა არის მისი ცხოვრების მიზანი?
  • რა როლი აქვს მის ცხოვრებაში ოჯახს?

6. ვინ არის მისთვის მთავარი, ვინ ახდენს მასზე ზეგავლენას და რატომ?

  • ვინ თამაშობს პერსონის ცხოვრებაში მთავარ როლს, ვინ არის მისთვის მთავარი და რატომ?
  • მოქმედებენ თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი ხალხი მის მიერ შენაძენის გაკეთების გადაწყვეტილებაზე?  და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ?

7. რა სახის პროდუქცია შეიძინა პერსონამ  ბოლოს?

  • რა პროდუქტებს/ნივთებს ყიდულობს ის? რა თანხას ხარჯავს ის დღეში, კვირაში, თვეში წელიწადში ?
  • ის ყიდულობს ნივთებს სხვების დასანახად  თუ ხელმძღვანელობს მათი გრძელვადიანი ღირებულებით?

8. რა სახის მედია საშუალებებით იღებს პერსონა  ინფორმაციას?

  • რა სახის ინფორმაციას ნახულობს ის რეგულარულად?
  • რომელ მედია საშუალებებს იყენებს ის? (ტელევიზია, რადიო, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი).
  • რა ინფორმაციას ეძებს ის შენაძენის გაკეთებამდე და შენაძენის გაკეთების შემდეგ?

9. რომელ სოციალურ ქსელებს იყენებს პიროვნება?

  • სოციალურ ქსელს ის იყენებს დაკვირვებისთვის, კომენტარებისთვის თუ კონტენტის შესაქმნელად?
  • რა დროს ატარებს ის სოციალურ ქსელში  ყოველკვირეულად?
  • ახდენს თუ არა სოციალური ქსელები მის ყიდვის სურვილზე გავლენას ?
  • აზიარებს ის რამე სახის ინფორმაციას ან საკუთარ მოსაზრებებს  რამე შენაძენთან დაკავშირებით?

10. რომელ მოწყობილობებს იყენებს ის?

  • იყენებს ის სმართფონს? იყენებს თუ არა  სამსახურისთვის და პირადი საჭიროებებისთვის სხვადასხვა ტელეფონს ?
  • რომელ აპლიკაციებს ან ფუნქციებს იყენებს  რეგულარულად ?
  • რა მოწყობილებებს იყენებს ? იყენებს თუ არა  კომპიუტერს, პლანშეტს, თამაშის კონსოლს, რიდერს ელექტრონული წიგნებისთვის ან რამე სხვა მოწყობილობებს?
  • რა გაჯეტებს იყენებს ის ავტომობილში (თუ ჰყავს რა თქმა უნდა)?

მარკეტინგული პერსონა — ეს გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც წარმოადგენს და სთავაზობს ატრიბუტებს ბაზრის გარკვეულ სეგმენტს.  ეს არის იდეალური მომხმარებელის  კოლექტიური სახე, რომელიც შექმნილია, როგორც ხარისხიანი  ასევე რაოდენობრივი ინფორმაციის საფუძველზე.

პერსონა აუმჯობესებს თქვენ მარკეტინგს 3 ძირითად ასპექტში

1. თქვენი მარკეტინგი იძენს ადამიანურ ხმას. თქვენ ურთიერთობთ  პიროვნებათაშორის დონეზე. თქვენი შეტყობინებები თავისუფლდება ქოფირაითინგის ჟანრისგან რაც  ამცირებს  მანძილს თქვენსა და თქვენს მკითხველს შორის.

2. თქვენი მარკეტინგი ფოკუსირდება  არსებული და მომავალი მომხმარებლების კონკრეტულ მოთხოვნებზე.   აუდიტორიის  კარგად ცოდნის დროს, თქვენ შეძლებთ საჭირო ინფორმაციის საჭირო დროს და საჭირო ადგილას მიწოდებას.  მარკეტინგი აღარ იქნება გამოცანებით თამაში.

3. თქვენი მარკეტინგი ამყარებს  ურთიერთობებს პოტენციურ კლიენტებთან. თქვენ ლიდს ეპყრობით როგორც რეალურ ადამიანს, ყოველდღიური პრობლემებით. თქვენი მარკეტინგი იწყება მომხმარებელების შესწავლით. მას შემდეგ რაც ამ დაბრკოლებას  გადალახავთ, უკვე შეძლებთ მარკეტინგის ადაპტირებას, უკეთესი შედეგების მისაღებად.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ