იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილებებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები?
2018.08.02

როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილებებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები?

როგორ იყენებენ მობილურ მოწყობილობებს და სოციალურ ქსელებს ქალები და კაცები? არსებობს თუ არა  განსხვავება?  ბოლო კვლევების თანახმად განსხვავებები  არსებობს,თან საკმაოდ  დიდი.

მაგალითად, ქალები მობილურ მოწყობილობებს ხშირად იყენებენ თამაშებისთვის,  სურათებისთვის და "პოსტებისთვის", ხოლო კაცები უყურებენ ვიდეოს, კითხულობენ ახალ ამბებს  და სარგებლობენ GPS-ით.

გარდა ამისა კაცები ქალებზე უფრო ხშირად ასკანერებენ კუპონებს და QR-კოდებს: 56% - 39%-ს  წინააღმდეგ.

ვიდეოების  და ფოტოების საყურებლად Facebook-ს ქალების 54%   ხოლო კაცების 39%- იყენებს

დეტალურად ამის შესახებ  marketingprofs-ის ინფოგრაფიკიდან შეიტყობთ.

 

სოციალური მედიის მიმოხილვა

Обзор социальных медиа

კაცები სოციალურ ქსელს ძირითადად სამუშაოსთვის, ბიზნესისთვის და გაცნობისთვის იყენებენ.

სოციალურ ქსელს  ბიზნესისთვის და საქმიანი ურთიერთობებისთვის კაცების 27% ხოლო ქალების 22% იყენებს.

სოციალური ქსელით  სარგებლობის   მეორე, ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის  - რომანტიული პარტნიორის გაცნობა. ამ მიზნით სოციალურ ქსელს კაცების 13% , ხოლო ქალების  7%  იყენებს.

ქალები სოციალურ ქსელს ძირითადად ახლობლებთან საკონტაქტოდკონტენტის გასაზიარებლად, გასართობად და ინფორმაციის საძიებლად იყენებენ.

კვლევების თანახმად  Facebook-ს ქალები კაცებზე უფრო აქტიურად იყენებენ:

  • ფოტოებს და ვიდეოებს უყურებს: ქალების- 54% კაცების- 39%;
  • კონტენტი (პოსტები და გაზიარებები): ქალების-50% კაცების- 42% ;
  • გასართობ კონტენტს ათვალიერებს: ქალების- 43% კაცების- 35%;
  • სხვების დასახმარებელ მეთოდებს ეძებს: ქალების- 35% კაცების- 25%;
  • რჩევებს იღებს : ქალების-29% კაცების- 16% .

 

 ბრენდთან ონლაინ ურთიერთქმედება.

Онлайн-взаимодействие с брендом

ქალებს მოსწონთ  საყვარელი ბრენდების  სოციალური ქსელების გვერდების  დალაიქება, დაკომენტარება და მათი ინფორმაციის გაზიარება. ამას ქალების 71% აკეთებს ხოლო კაცების - 18%

 

სტატისტიკის მიხედვით,  თარგეთირებულ რეკლამას  სოციალურ ქსელებში აიგნორებს ქალების-48% და კაცების 42%. ასეთივე მდგომარეობაა მობილური რეკლამის შემთხვევაშიც, მას  ქალების- 59% და კაცების 52%- აიგნორებს.

რა სფეროები აინტერესებთ ქალებს და კაცებს?

კაცები ინტერესდებიან შემდეგი თემებით:

  • მანქანები;
  • სპორტი;
  • იარაღი, ნადირობა, ომი;
  • სექსუალური თემები.

ქალები უპირატესობას ანიჭებენ :

  • ბავშვებს და ცხოველებს;
  • სიტუაციებს რეალური ცხოვრებიდან ;
  • საოჯახო თემებს;
  • სენტიმენტალურ ისტორიებს.

არის თემები, რომლებიც ორივე სქესის წარმომადგენლების  ყურადღებას იქცევს:

  • იუმორი;
  • სურვილები;
  • ღირებულებები;
  • ვარსკვლავები;

 

მობილური მოწყობილობების მიმოხილვა 

Обзор мобильных устройств

ქალები და კაცები სრულიად  განსხვავებულად იყენებენ  მობილურ მოწყობილობებს.  ქალები უფრო ხშირად კითხულობენ, აზიარებენ კონტენტს,  თამაშობენ და იღებენ ფოტოებს, კაცებს კი ურჩევნიათ ვიდეოების ყურება, ამბების კითხვა და GPS-ის გამოყენება.

სმარტფონის   ფუნქციების პოპულარობა მომხმარებლის  სქესის მიხედვით:

  • SMS და MMS:  ქალების - 81% და  კაცების- 77%;
  • მესენჯერი: ქალების - 77%  კაცების- 76% ;
  • ელ.ფოსტა: ქალების -  66%  კაცების- 66% ;
  • ინტერნეტ-სერფინგი: ქალების - 64%  კაცების- 62%;
  • სოციალური ქსელები: ქალების - 57%  კაცების- 47%;
  • თამაშები: ქალების - 38%  კაცების- 28% ;
  • აპლიკაციების ჩამოტვირთვა: ქალების - 27%  კაცების- 26% ;
  • ფოტოების და ვიდეოების გადაღება: ქალების - 26%  კაცების- 19%;
  • ვიდეოს ყურება: ქალების - 13%  კაცების- 17%;
  • მუსიკა:ქალების - 12%  კაცების- 13%;
  • ჩატი: ქალების - 13%  კაცების- 11%;
  • GPS: ქალების - 11%  კაცების- 13%;
  • კითხულობენ ინფორმაციას: ქალების - 7%  კაცების- 10%;

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ