იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

რა არის და როგორ გამოიყურება ბუნებრივი რეკლამა ( native advertising )
2018.07.31

რა არის და როგორ გამოიყურება ბუნებრივი რეკლამა ( native advertising )

ინტერნეტ რეკლამის ინდუსტრიაში არსებობს ტერმინი Native advertising, მისი ქართული შესატყვისი ასე გამოიყურება ბუნებრივი რეკლამა.

მიუხედავად ბუნებრივი რეკლამის (Native Advertising) პოპულარობისა და აქტუალურობისა,ონლაინ მარკეტინგის კომპანია Copyblogger-ის კვლევის თანახმად, მარკეტოლოგთა 49%-მა სიღრმისეულად არ იცის, რას ნიშნავს ბუნებრივი რეკლამა.  48%-ს ზედაპირული ცოდნა აქვს ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ მარკეტოლოგთა 3%-მა იცის ზუსტად ბუნებრივი რეკლამის პრინციპები.

ბუნებრივი რეკლამა ეს არის რეკლამა, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება მისივე ინტერესების შესაბამისი კონტენტის სახით. ბუნებრივი რეკლამა  იქ ხვდება მომხმარებელს, სადაც ის მისთვის საინტერესო სიხლეებს და სტატიებს ეძებს.
ბუნებრივად მიიჩნევა რეკლამა, განსხვავებით ტრადიციული რეკლამისგან,  სასარგებლო და ინფორმაციული უნდა იყოს მომხმარებლისთვის.
ბუნებრივი რეკლამის პარამეტრები და  ტიპები:

  • საიტის დიზაინში ინტეგრირებული ელემენტები: ვიდეო, გამოსახულება, ტექსტი, მუსიკა და ა.შ.;
  • საძიებო მარკეტინგი;
  • შეკვეთილი კონტენტით   მომზადებული სტატია, "რეკომენდირებულია", "ეს  საინტერესოა"  "10 რჩევა ... "  "როგორ მზადდება " და ა.შ.;
  • სტანდარტული რეკლამა ბუნებრივი რეკლამის ელემენტებით;

ბუნებრივი რეკლამა ახალი ინტერნეტ რეკლამის  მიმართულებაა, რომელიც მომხმარებლისთვის გაცილებით მოსახერხებელი და მეგობრული სივრცე იქნება, ხოლო რეკლამის დამვეთისთვის უფრო შედეგიანი.
ბუნებრივი რეკლამა ასევე აქტიურად გამოიყენება ვიდეორეკლამაში. იხ. მაგალითი:

 

ბუნებრივი ინტერნეტ რეკლამა ბუნებრივია მხოლოდ იმიტომ, რომ ის  ჰარმონიულად არის შეთავსებული ჩვეულებრივ გასართობი სტატიის კონტენტს.
 ბუნებრივი რეკლამის შემცველი სტატიაც  გასართობი სტატიის ტექსტის ფორმატის და შინაარსისაა, მკითხველი შესაძლოა ვერც მიხვდეს, რომ რეკლამის შემცველ ტექსტს კითხულობს. ასეთი რეკლამები მრავლადაა მაგალითად მოდური ჟურნალების ფურცლებზე თუ ვებსაიტზე, სადაც ყოველთვის მითითებულია ვის ეკუთვნის სამოსი, რომელსაც მოდელი უწევს დემონსტრირებას, ასევე თავის მოვლის საშუალებების შესახებ რჩევები, სადაც ჩამოთვლილია კონკრეტული ფირმის პარფიუმერული პროდუქცია, რომელიც საუკეთსოა თავის მოვლისათვის. ასეთი ტიპის სტატიები მომხმარებლის ინტერესს იწვევს და ჟურნალის ფორმატისთვისაც სრულიად შესაფერისია, ამავდროულად შეიცავენ ამა თუ იმ პროდუქტისა და ბრენდის რეკლამასაც, თუმცა ეს რეკლამა აბსოლუტურად ბუნებრივ ელფერს ატარებს, თითქოს უბრალოდ სტატიის შინაარსია და არა რეკლამა.
 
იმ ფონზე, რომ დღეისათვის ვებრეკლამირებაში მაინც ინტერნეტ რეკლამის სტანდარტული ფორმები დომინირებენ (ბანერი, pop up და ა.შ), ბუნებრივი ინტერნეტ რეკლამა შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ ნოუ ჰაუდ, რომელიც ჯერ მხოლოდ იწყებს დამკვიდრებას, თუმცა მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.
 
ბუნებრივი რეკლამა შეიძლება შევადაროთ სატელევიზიო სივრცეში product placement-ს ანუ პროდუქტის მოხსენიების ან განთავსების პრაქტიკას.
 
ინტერნეტ რეკლამის თანამედროვე ბაზარზე ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი რეკლამის დამკვეთი ანიჭებს უპრატესობას ბუნებრივ რეკლამას.
უცხოელი რეკლამის დამკვეთები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი რეკლამა საუკეთესო საშუალებაა მათი პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამირებისთვის.
 
ბუნებრივი რეკლამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისევე, როგორც ინტერნეტ რეკლამის სხვა სახეობისა, მიზნობრივი აუდიტორიისადმი მიმართვაა, რომელიც კონკრეტულ თემაზე კონტენტის ძიებაშია.
 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Native Advertising Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბუნებრივი რეკლამა გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ დიზაინი ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რეკლამა რეკლამის ახალი მიმართულება საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შექმნა ჰოსტინგი

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ