lemons


იტვირთება...

უკან

lemons

რა არის ლოგო და რამ ნიშვნელობა აქვს მას კომპანიისთვის
2018.08.02

რა არის ლოგო და რამ ნიშვნელობა აქვს მას კომპანიისთვის

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხშირ შემთხვევაში  უკვეთავენ  ლოგოს დიზაინერს, ისე, რომ არ იციან რა არის ეს!  ზოგი თვილის, რომ ლოგო ეს არის ლამაზი ნახატი. ზოგს ჰგონია, რომ  ლოგო და სასაქონლე ნიშანი ერთი და იგივეა.  უმრავლესობა კი თვლის,რომ  ლოგო  უბრალო ნახატია, რომლის დახატვაც  თვითონაც შეუძლია. რატომ ღირს კარგი ლოგოს გაკეთება ძვირი ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად  გავარკვიოთ როგორ იქმნება ლოგო და  რა არის მისი ფუნქციები.

ლოგო – ეს არის ინდივიდუალური გრაფიკული  ფიგურა (ნახატი), რამე განსაკუთრებული ფონტით დაწერილი კომპანიის სახელი ან ფონტის და გრაფიკული სიმბოლოს ნაზავი. ლოგოს მიზანი – სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიის და მისი იდეის მიტანაა.

Что такое логотип

ლოგოს ძირითადი ფუნქციები

გამორჩეული, ასოციაციური ფუნქცია. ხარისხიანი ლოგოები პროდუქციას და ფირმას გამოყოფენ კონკურენტულ გარემოში.  მომხმარებლები ზუსტად ლოგოს დახმარებით არჩევენ ერთი ფირმის პროდუქციას  მეორე ფირმის პროდუქციისგან. ამ ფუნქციას მივყავართ ლოგოს შემდეგ დანიშნულებამდე...

დამცავი ფუნქცია. ლოგოს დამცავი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ფირმის საკუთრება, ლოგო იცავს მის პროდუქციას და მომსახურებას. თუ რომელიმე კომპანია ამა თუ იმ მიზნით  გამოიყენებს სხვა კომპანიის ლოგოს, კანონის მიხედვით აღნიშნულ კომპანიას შეუძლია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს მისი ლოგოს უკანონოდ გამომყენებელ კომპანიას.

გარანტიის ფუნქცია. პროდუქციაზე ლოგოს დატანით  თქვენ იძლევით მისი ხარისხიანობის გარანტიას. ის კომპანიები, რომლებიც დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, უკვე დიდიხანია ბაზარზე არცერთ პროდუქტს ლოგოს გარეშე არ უშვებენ.

ესთეტიკური ფუნქცია. ალბათ თქვენ შეგიმჩნევიათ კომპანიის ლოგოტიპიანი მაისურები, ეს ყველაზე მარტივი მაგალითია იმისა თუ როგორ ამაღლებს ლამაზი ლოგო პროდუქციის  ესთეტიურობას ასევე ხაზს უსვამს პროდუქციის ხარისხსს და იცავს პროდუქციას გაყალბებისგან.   საუკეთესო ლოგოები – უბრალოდ ლამაზი ნახატები არაა, კარგი ლოგო უნდა იყოს ესთეტიური და უნდა ერგებოდეს პროდუქციის შეფუთვას.

სარეკლამო ფუნქცია. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კომპანიები ლოგოს დამზადებას უკვეთავენ. ლოგო  ჰქმნის ფირმის გარკვეულ იმიჯს, რომელიც ეხმარება სამიზნე  აუდიტორიას ადვილად ამოიცნოს სასურველი კომპანია, რომელიც მისთვის გარკვეულ ხარისხთან, რეპუტაციასთან  ასოცირდება.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით თქვენ უკვე იცით, რომ ლოგო ფირმის იმიჯის მნიშვნელოვანი  ელემენტია. ზემოთ ჩამოთვლილი  ფუნქციების გარდა  ლოგო ასევე ასრულებს  ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ფუნქციას.

ლოგო აწოდებს მომხარებელს ინფორმაციას პროდუქციის შემქმნელი  კომპანიის შესახებ  და  აყალიბებს დადებით ურთიერთობებს მომხმარებლებსა და კომპანიას შორის.

ლოგოს ამ უამრავი მნიშვნელოვანი ფუნქციის გამო აზრიანი, კარგი ლოგოს შექმნა ძვირი ჯდება.

ყველაზე ძვირადღირებული ლოგოები:

1: BP logo: $211,000,000

bp-logo

 

2: Accenture logo: $100,000,000

Accenture-Logo

 

 

rebranding_accenture

 

3: Posten Norge Logo : $55,000,000

Posten-Norge-Logo.svg

 

 

4: Australia & New Zealand banking Group (ANZ) logo
 $15,000,000

Australia & New Zealand banking Group (ANZ) logo

 

 

 

5: British Broadcasting Corporation (BBC) logo : $1,800,000

BBC-logo-black-letters-on-white-background

 

6: Pepsi logo: $1,000,000

Pepsi Logo Cost: $1 million

 

7: London 2012 Olympics logo: $625,000

London 2012 Olympics logo: $625,000

 

 

 

Symantec logo $1,280,000,000

symantec-logo-cost-$1,280,000,000

 

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ