lemons


იტვირთება...

უკან

lemons

რა არის ჰეშთეგი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის!
2018.08.02

რა არის ჰეშთეგი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის!

Heshteg-ის სურათის შედეგი

ჰეშთეგი — არის ნიშანი, რომლიც სოციალურ ქსელებში და ბლოგებში შეტყობინების თემებად დასაყოფად და გასავრცელებლად გამოიყენება.  ჰეშთეგი არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ლინკად და შესაძლებელს ხდის მოძებნოს ამ ჰეშთეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით. ჰეშთეგით ძიების დროს თქვენთვის  სასურველი ინფორმაცია, ლინკი თუ ფოტო რამდენიმე წამში გამოჩნდება თქვენ ეკრანებზე.

მარკირების ეს მეთოდი პირველად თვითერში გაჩნდა და სწრაფადვე გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში.  თუ თქვენ იცით ჰეშთეგების სწორი გამოყენება, მაშინ შეძლებთ  ინფორმაციის სწორ  სტრუქტურირებას და  ასევე საგრძნობლად გაზრდით თქვენი გვერდების მნახველების რიცხვს.

ჰეშთეგის თვისებები:

  1. საკვანძო სიტყვების გამოყენებით გამოყოფს შეტყობინების მთავარ იდეას;
  2. აჯგუფებს ინფორმაციას თემების მიხედვით;
  3. უზრუნველყოფს თქვენთვის საინტერესო თემების სწრაფ ძიებას;

როგორ დავსვათ ჰეშთეგი?

ჰეშთეგი შედგება ერთ ან რამდენიმე სიტყვისგან, რომლის წინაც დგას # - სიმბოლო (მაგალითად: #ჰეშთეგი, #ვებ-სტუდია, #ლემონსი). ეს სიმბოლო (#) სიტყვას ან ფრაზას ლინკად აქცევს, რომელზე დაკლიკების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა პოსტი, რომელშიც აღნიშნული ჰეშთეგია გამოყენებული.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ჰეშთეგები სწორად?

  • ჰეშთეგის დაწერა ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი;
  • სიტყვები, რომლებიც გსურთ,რომ აქციოთ ჰეშთეგად არ უნდა იყოს დაშორებული  ამ #- სიმბოლოსგან;
  • ჰეშთეგებს შორის უნდა იყოს დაშორება;
  • როგორ დავწეროთ ჰეშთეგი რამდენიმე სიტყვისგან? თუ თქვენ ჰეშთეგად წინადადების დაწერა გსურთ, მაშინ წინადადებაში სიტყვები ერთმანეთზე უნდა იყოს გადაბმული მაგ: (#ყველაზეჭკვიანურიგადაწყვეტილება), ასევე თუ გინდათ წინადადებაში სიტყვების გამოყოფა შეგიძლიათ გამოიყენოთ  ტირეები (_ -) მაგალითად #საიტების_დამზადება, #ყველაზე-კარგი-ვებ-სტუდია.

 

Heshteg-ის სურათის შედეგი

როგორ გამოვიყენოთ ჰეშტეგები სოციალურ ქსელებში?

ჰეშტეგები - ინტერნეტ მარკეტინგისთვის სოციალურ ქსელში სამუშაოდ  საჭირო და სასარგებლო  ინსტრუმენტია. ჰეშთეგის სწორად დაწერის  შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დიდი აუდიტორიის მოცვას და ინფორმაციის კატეგორიების მიხედვით დაყოფას. ჰეშთეგი ამარტივებს  საჭირო ინფორმაციის სწრაფ ძიებას, რაც დღეს ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად დიდი როდენობით ინფორმაციას ვიღებთ.

ჰეშტეგები გამოიყენება სოციალურ ქსელებში :Twitter, Facebook, Instagram, Pinterest, Google+, Vimeo, Flickr, Tumblr.

ჰეშთეგები Twitter -ში

ჰეშთეგი პირველად გამოიყენეს თვითერში ინფორმაციის, თვითების თემატურად გამოსაყოფად. მაგალითად თუ თქვენ თვითს დაუწერთ ჰეშთეგს  #მარკეტინგი, მაშინ ეს სიტყვა გახდება ლინკი და თქვენი თვითი მოხვდება  ამ ჰეშთეგით დათაგულ თვითებში.  სტატისტიკის მიხედვით ჰეშთეგებიან პოსტებს უფრო მეტი ნახვა აქვს.

 

 ჰეშთეგები  FACEBOOK -ში

ჰეშთეგების მეშვეობით  Facebook-ის მომხმარებელი უფრო მარტივად შეძლებს თვალი მიადევნოს სასაუბრო თემებსა და მისთვის საინტერესო ინფორმაციას.  მისი მეშვეობით თქვენ მარტივად და სწრაფად შეძლებთ საჭირო ინფორმაციის მიღებას.

Heshteg-ის სურათის შედეგი

ჰეშთეგების გამოყენების წესები

  • ჰეშთეგის  წინადადების ნებისმიერ ადგილას  დასმა შეგიძლიათ  (ტექსტის დასაწყისში, წინადადების შუაში და ტექსტის  ბოლოს).
  •  Facebook -ში  ჰეშთეგების პოსტის ბოლოს დაწერა  უფრო მოსახერხებელია, ხოლო Twitter-ში კი უფრო კარგია თუ ჰეშთეგები წინადადების შიგნით იქნება  ( ტექსტის მოცულობის შეზღუდვის გამო. დასაშვებია მხოლოდ 140 სიმბოლო)
  • ჰეშთეგი - სასარგებლო ინსტრუმენტია, მაგრამ არ შეიძლება მისი გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენება.
    კარგი იქნება თუ , ის 10-15 სიმბოლოს არ გადააჭარბებს .
  • თვითერში 3 ჰეშთეგზე მეტის გამოყენება არაა რეკომენდებული. ეცადეთ გამოიყენოთ ის ჰეშთეგები, რომლებიც ზუსტად ასახავს თქვენი შეტყობინების შინაარსს.
  • არ გამოიყენოთ ძალიან გავრცელებული სიტყვები, რადგან ისინი სარგებლობენ ძალიან დიდი პოპულარობით და თქვენი პოსტი უბრალოდ დაიკარგება.

სოციალურ ქსელებში მუშაობისას  ჩვენ ვიყენებთ ჰეშთეგებს, რადგან შეტყობინება გახდეს უფრო შესამჩნევი და მოიცვას უფრო დიდი აუდიტორია, ამიტომ ამ დროს მთავარია იცოდეთ  მათი სწორად გამოყენება.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ