lemons


იტვირთება...

უკან

lemons

რისკის მართვა - უწყვეტ და განვითარებად პროცესი
2018.08.02

რისკის მართვა - უწყვეტ და განვითარებად პროცესი

რისკ-მენეჯმენტი _ რისკი ბიზნესის აუცილებელი, შემადგენელი კომპონენტია, ხოლო, რისკების მართვა იმ მასშტაბური სამუშაოს ნაწილია, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი ღირებულების შესაქმნელად ასრულებს.

რისკის მართვა წარმოადგენს მისი განსაზღვრის, შეფასების, მონიტორინგის და   კონტროლის  პროცესს, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებულების მიზნების  მიღწევაზე და გულისხმობს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას რისკის შემცირების მიზნით.

რისკის მართვა წარმოადგენს ერთიან, უწყვეტ და განვითარებად პროცესს, რომელშიც  უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას იღებს დაწესებულების თითოეული თანამშრომელი.

რისკის მართვა წარმოადგნეს დაწესებულების სტრატეგიული მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.

მისი მართვის მთავარი ამოცანაა მოახდინოს რისკების იდენტიფიკაცია და საპასუხო ღონისძიებების გატარება. რისკის მართვის საშუალებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნეს პოტენციური დადებითი, თუ უარყოფითი ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს დაწესებულების საქმიანობაზე.

რისკის მართვა მოიცავს პრაქტიკულად ყველა რისკს, რომელიც ეხება დაწესებულების საქმიანობას წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს დაწესებულებაში რისკის მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას, ხოლო დაწესებულებაში შექმნილი შიდა აუდიტის სუბიექტის მოვალეობაა  არსებული რისკის მართვის სისტემის შეფასება და მის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

რისკის მართვა უნდა ატარებდეს პერმანენტულ ხასიათს და ხორციელდებოდეს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული რისკის მართვის სტრატეგიის შესაბამისად.

რისკის მართვის პროცესი არის კოორდინირებული და თანმიმდევრული უწყვეტი ქმედებების ერთობლიობა. მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილები დამოკიდებულია დაწესებულების სპეციფიკაზე, მის მიზნებსა და სტრატეგიაზე, თუმცა რისკის მართვის პროცესის ზოგადი სტრუქტურა ყველა დაწესებულებაში იდენტურია:

1. პოტენციური და შესაძლო რისკების გამოვლენა

ეს ეტაპი მოიცავს სტატისტიკური და ანალიტიკური კვლევების ჩატარებას, ბაზრის შესწავლას, კონკურენტების კვლევას და ასევე საკუთარი  წარმოების ანალიზი, პრობლემების გამოვლენა.

2. აღმოჩენილი რისკების მართვის მეთოდის შერჩევა

მას შემდეგ რაც გამოვლინდება რისკები ხდება მათი მართვისთვის  ოპტიმალური მეთოდის შერჩევა.

3. რისკ-სტრატეგიის შემუშავება

რისკ-სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანი და ძნელი საქმეა, რადგან მისი შემუშავებისას კომპანიამ ყველა შესაძლო შედეგი უნდა გაითვალისწინოს და თან შესაბამისი ქმედებებიც უნდა განსაზღვროს.

4. რისკ-სტრატეგიის შესრულება

აქ ყველაფერი მარტივადაა _ კომპანიამ შემუშავებული რისკ-სტრადეგიის მიხედვით უნდა იმოქმედოს.

5. შედეგების შეჯამება

როდესარ რისკ-სტრატეგია უკვე შემუშავებულია კომპანია თავიდან ატარებს  სტატისტიკური ანალიზს და აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს   ცვლილებებს.

რისკების მართვის გავრცელებული მეთოდები:

დაზღვევა

ქონების ან ბიზნეს რისკის დაზღვევისას (თუ სადაზღვევო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული სხვა რამ) სადაზღვევო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მის ნამდვილ ღირებულებას ( სადაზღვევო ღირებულებად ითვლება ქონების ნამდვილი ღირებულება, სადაზღვევო ხელშეკრულების დადების დღეს და მისი განლაგების ადგილზე) ხოლო სამეწარმეო რისკისთვის - ზარალი სამეწარმეო საქმიანობისგან, რომელიც შეიძლება განიცადოს დასაზღვევმა დასაზღვევი შემთხვევის დადგომისას.

რისკების უარყოფა

როცა კომპანია იმყოფება კრიზისულ მდგომარეობაში ის ცდილობს თავიდან აიცილოს დამატებითი რისკები. მაგალითად: ახალ, გამოუკვლეველ ბაზრებზე გასვლა, ახალი პროფუქციის გამოშვება და რებრენდინგი.

რისკების პრევენცია

რისკების ეტაპობრივად შემცირება და კომპანიისთვის "შავი დღისთვის" გადადებული ფინანსების გაზრდა.

რისკების აუთსორსინგი

მისი წყალობით კომპანია ამცირებს ხარჯებს და პასუხისმგებლობის გარკვეულ ნაწილს გადასცემს სხვა კომპანიებს.

რეზერვების გაზრდა

ანტიკრიზისული ფონდის გაზრდა.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ